
ფარმაკოლოგია .ფინალური ნაწ.II
Created on 15th June 2025
0 plays
50 Questions
No Description
Questions (50)
1. კონტაქტური საფაღარათო საშუალების გუტალაქსის (ნატრიუმის პიკოსულფატი) წვეთების მიღების შემდეგ ფარმაკოლოგიური ეფექტი ვითარდება:
6-8 სთ
3 choice options
2. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დიარეით გამოწვეული დეჰიდრატაციის და ელექტოლიტური დისბალანსის კორექციის მიზნით, რეკომენდაციას უწევს ელექტროლიტების შემდეგ ნარევს: ნატრიუმის ქლორიდი 3.5 გ/ლ, კალიუმის ქლორიდი 1.5 13 გ/ლ, ნატრიუმის ციტრატი 2.9 გ/ლ და გლუკოზა 20 გ/ლ. რა მიზნით არის ნარევში შეყვანილი გლუკოზა
გლუკოზა ხელს უწყობს ელექტროლიტების შეწოვას ძლიერი დიარეის დროს და თანაც აუცილებელია ატფ ის სინთეზისათვის
3 choice options
3. კონტაქტური საფაღარათო საშუალება ბისაკოდილის სანთლები, რექტალურად გამოყენებისას მოქმედებას იწყებს
1-3 სთ
2 choice options
4. არაინფექციური გენეზის დიარეის სამკურნალო პრეპარატი ლოპერამიდი (იმოდიუმი) მოქმედებს ოპიატურ რეცეპტორებზე და იწვევს პერისტალტიკის დათრგუნვას, სეგმენტაციის გაძლიერებას, ნაწლავებში წყლის შეწოვას და ანალური სფინქტერის ტონუსის მომატებას. პრეპარატი ინიშნება პირველად 2 აბი (2მგ), ხოლო ყოველი დეფეკაციის შემდეგ დამატებით 1 აბი. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ. ს, კურსის ხანგრძლივობა კი 2 დღეს. რომელი სამკურნალო პრეპარატი ანტაგონისტი უნდა დაინიშნოს ლოპერამიდით ინტოქსიკაციის შემთხვევაში
ნალოქსონი (ნარკანი)
4 choice options
5. კლინიკურად A ვიტამინის დეფიციტი იწვევს ჰემერალოპიას (ქათმის სიბრმავე), ქსეროფთალმიას, ლორწოვანი გარსების კერატინიზაციას და ჰიპერკერატოზს. რა სახის ცვლილებები მიმდინარეობს რქოვანაში ქსეროფთალმიის (კერატომალაციის) დროს?
დაავადების დასაწყისში ლიმბაზე ადგილი აქვს სპეციფიკური, ქსეროზული (ბიტოს) ლაქების ფორმირებას. რქოვანა თანდათანობით იმღვრევა, მასზე წარმოქმნილი ინფილტრატი კი ღებულობს მოყავისფრო მოყვითალო შეფერილობას, რბილდება და ვითარდება რქოვანას პერფორაცია წყალწყალა ნამის დაღვრით. არსებით ზეგავლენას ამ პათოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს ასევე საცრემლე ჯირკვლის ეპითელიუმის გარქოვანება, სეკრეტის შემცირება და რქოვანას გამოშრობა (ცრემლის დამატენიანებელი მოქმე.დების ბლოკირების გამო)
2 choice options
6. ეს პრეპარატი ახორციელებს: სომატოტროპინის (ზრდის ჰორმონის), გლუკაგონის, სეროტონინის, ინსულინის, გასტრინის, თირეოტროპინის და გასტრო ენტერო პანკრეასული ენდოკრინული სისტემის პეპტიდების სეკრეციის ბლოკირებას. მისი დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია: აკრომეგალია (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არაეფექტურია ქირურგიული ოპერაცია, დასხივება და დოფამინომიმეტიკები), კარცინოიდული სიმსივნეები, გლუკაგონომა, ინსულინომა, ზოლინგერ ელისონის სინდრომი (ამცირებს სეკრეტორულ დიარეას), შიდსი და პანკრეასზე ქირურგიული ჩარევა (ხელს უშლის მწვავე პანკრეატიტის განვითარებას). რომელ პრეპარატზეა საუბარი
ოქტრეოტიდი (სანდოსტატინი)
3 choice options
7. ადამიანის ორგანიზმში გონადოტროპინების სეკრეციას ბლოკავენ შემდეგი ჰორმონები:
მელატონინი პროლაქტინი
2 choice options
8. რომელი პრეპარატი შეიცავს ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონს (ფოლიტროპინს)
მენოპაუზური გონადოტროპინი
3 choice options
9. რატომ არ შეიძლება კლომიფენის (Clostilbegyt) გამოყენება ხანგრძლივად?
გონადოტროპინების კონცენტრაციის მაღალი დონე სისხლში ხელს უწყობს საკვერცხეების ადენოკარცინომების განვითარებას
3 choice options
10. ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ერთ–ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ოვულაციის ინდუქტორების მეშვეობით სიცოცხლისუნარიანი, პრეოვულატორული ოოციტების მიღება შემდგომი განაყოფიერების მიზნით (in vitro). მაგრამ ოვულაციის ინდუქტორების გამოყენებისას, საკმაოდ ხშირად ვითარდება საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, რომლისთვისაც დამახასათებელია საკვერცხეების გადიდება, ინტრავასკულარული დეჰიდრატაცია, ასციტის, ჰიდროთორაქსის ფორმირება და მაგისტრალური სისხლძარღვების თრომბოემბოლია. აღნიშნეთ ის პრეპარატები (ოვულაციის ინდუქტორები), რომელთა გამოყენებისას ყველაზე მაღალია საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების ალბათობა.
კლომიფენი ქორიონული გონადოტროპინი
2 choice options
11. დესმოპრესინის დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია:
უშაქრო კრანიალური დიაბეტი
4 choice options
12. რომელი პრეპარატი შეიცავს მალუტეინიზირებელ ჰორმონს (ლუტროპინს
ქორიონული გონადოტროპინი (პრეგნილი)
3 choice options
13. გიგანტიზმის დროს სომატოტროპინის ზემოქმედებით ადგილი აქვს
სხეულის ნაწილების პროპორციულ ზრდას
2 choice options
14. რომელი პრეპარატი თრგუნავს ლაქტოტროპული და სომატოტროპული ჰორმონების გაძლიერებულ სეკრეციას?
ბრომოკრიპტინი (პარლოდელი)
3 choice options
15. Cabergoline (Dostinex – 1 აბი 0.5 mg) არის D2 დოფამინორეცეპტორების სტიმულატორი. პროლაქტინის შემცველობა სისხლში იკლებს პრეპარატის მიღებიდან 3 სთ ის შემდეგ და ეფექტი ნარჩუნდება 7 21 დღის განმავლობაში. მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის დათრგუნვის მიზნით, დოსტინექსი ინიშნება 1/2 აბი დღეში 2 ჯერ (ინტერვალი 12 სთ) 2 დღის განმავლობაში. საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 1 მგ ს კვირაში 2 ჯერ. რომელი პათოლოგიების დროს ინიშნება
ამენორეა, ოლიგომენორეა, ანოვულაცია, გალაქტორეა გამოწვეული ჰიპერპროლაქტინემიით
2 choice options
16. რატომ არ ვითარდება შეშუპებები პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დროს (მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმისგან განსხვავებით)
იმიტომ, რომ ქვეითდება ნეფრონის დისტალური ნაწილის მგრძნობელობა ვაზოპრესინის მიმართ და ვღებულობთ პოლიურიას;
2 choice options
17. რომელი ჰორმონალური პრეპარატების გამოყენებისას ვითარდება ყველაზე ხშირად შეშუპებები?
მინერალოკორტიკოიდების
2 choice options
18. პრეპარატ დიპროსპანის (ბეტამეტაზონის დიპროპიონატი) დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია: ართრიტები (რევმატული , ფსორიაზული , პოსტტრავმული), ლუმბაგო, ბრონქული ასთმა, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ფსორიაზი, კელოიდი, ბუდობრივი ალოპეცია და ა.შ. როგორი სქემით ხორციელდება დიპროსპანის ინტრამუსკულარული ინექციф?
1 -2 მლ 2 -4 კვირაში 1 ჯერ
3 choice options
19. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი შეიცავს, თავის შემადგენლობაში, ციანოკობალამინთან ერთად როგორც სტეროიდულ, ასევე არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებს და ხასიათდება: ანტიფლოგისტიკური, ანტიპირეტიკული, ანალგეზიური და ურიკოზურიული ეფექტებით?
ამბენე
3 choice options
20. როგორი სქემით ხორციელდება პრეპარატ ამბენეს ინტრამუსკულარული ინექციები?
1 ინექცია დღეგამოშვებით (კვირაში 3 ინექცია და კურსებს შორის ინტერვალი მინიმუმ 4 კვირა)
2 choice options
21. პოსტინფარქტულ პერიოდში პაციენტს განუვითარდა იმუნური გენეზის დრესლერის სინდრომი პოლისეროზიტი (ტკივილი გულმკერდის არეში, სხეულის ტემპერატურის მომატება, პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა, ედს ის მატება). არასტეროიდული საშუალებების დანიშვნა უშედეგო აღმოჩნდა. რომელი ჯგუფის პრეპარატებით უნდა მოხდეს არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჩანაცვლება?
გლუკოკორტიკოიდებით
3 choice options
22. თიროქსინის და ტრიიოდთირონინის ზემოქმედებით ქოლესტერინის შემცველობა სისხლში:
იმატებს
3 choice options
23. რომელი ანტითირეოიდული სამკურნალო საშუალება ბლოკავს როგორც თიროზინის იოდიფიკაციის პროცესს, ასევე T4 –ის ტრანსფორმაციას T3– ში?
მერკაზოლილი
3 choice options
24. ახდენს თუ არა თიამაზოლი (მერკაზოლილი, თიროზოლი), სისხლში მოცირკულირე თირეოიდული ჰორმონების ეფექტებზე ზეგავლენას?
არა
2 choice options
25. თიამაზოლის (თიროზოლის) ანტითირეოიდულ ეფექტს საფუძვლად უდევს:
თირეოიდული ჰორმონების სინთეზის დათრგუნვა ფარისებურ ჯირკვალში
3 choice options
26. ანაბოლური სტეროიდების დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია:
კახექსია ოსტეოპოროზი
2 choice options
27. ანტიანდროგენების (ციპროტერონი, ფლუტამიდი, ბიკალუტამიდი) ხანგრძლივად გამოყენებისას მამაკაცებში ვითარდება ფემინიზაცია ანუ
მამაკაცში ქალის მეორადი სასქესო ნიშნების ფორმირება
3 choice options
28. რა არის ჰირსუტიზმი?
ქალში მამაკაცის ტიპის თმიანობა, ხშირ შემთხვევაში განპირობებული თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერფუნქციით
3 choice options
29. პოსტკოიტალური კონტრაცეპციური საშუალება პოსტინორი (ლევონორგესტრელი) ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას და ეფექტურია სქესობრივი აქტიდან
72 სთ ის განმავლობაში
3 choice options
30. რა არის მასკულინიზაცია?
გამამრება, ქალში მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების ფორმირება
3 choice options
31. სპორტის რომელი სახეობის მიმდევრებში ყველაზე ხშირად გვხვდება II ტიპის შაქრიანი დიაბეტი?
სუმოისტები
4 choice options
32. რა უდევს საფუძვლად გლიბენკლამიდის ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას?
ახდენს ატფ ზე დამოკიდებული K+ –არხების დახურვას, რაც განაპირობებს პანკრეასის ბეტა–უჯრედების დეპოლარიზაციას და დეპონირებული ინსულინის სეკრეციას
3 choice options
33. რა უდევს საფუძვლად აკარბოზას (Glucobay) ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას?
აკარბოზა ბლოკავს ფერმენტ გლუკოზიდაზას და აღარ ხდება ნახშირწყლების დაშლა გლუკოზამდე.
3 choice options
34. პრეპარატ Glucobay – ის გამოყენებისას, განვითარდა ჰიპოგლიკემია. როგორი უნდა იყოს მკურნალობის ალგორითმი?
ინტრავენურად ვახორციელებთ გლუკოზის 20% იანი ხსნარის ინექციას
3 choice options
35. იმუნოსუპრესიაში იგულისხმება მედიკამენტების მეშვეობით ორგანიზმის იმუნური სისტემის აქტიურობის დათრგუნვა გლუკოკორტიკოიდებით, ციტოსტატიკებით (ციკლოფოსფამიდი), ანტიმეტაბოლიტებით (მეთოტრექსატი), თიოპურინებით (აზათიოპრინი, მერკაპტოპურინი) ქიმერული მონოკლონური ანტისხეულებით. რა უდევს საფუძვლად ბაზილიქსიმაბის (Simulect) და დაკლიზუმაბის (Senapax) მაღალ ეფექტურობას ტრანსპლანტოლოგიაში?
T–ლიმფოციტის უჯრედის ზედაპირზე ხორციელდება ინტერლეიკინ 2 -ის რეცეპტორების ექსპრესია. პრეპარატების (სიმულექტი, ზენაპაქსი) მიერ ამ რეცეპტორების ბლოკადა არ აძლევს ინტერლეიკინ 2 -ს საშუალებას განახორციელოს T–ლიმფოციტების სტიმულაცია და შესაბამისად ითრგუნება T– უჯრედული იმუნიტეტი.
3 choice options
36. გაფანტული სკლეროზი არის ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი გენეზის ორგანული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავისა და ზურგის ტვინში დემიელინიზაციის კერების წარმოქმნა. დემიელინიზაციის პროცესი აზიანებს ცენტრალური ნერვული სისტემის თეთრ ნივთიერებას (პირამიდული სისტემა, ნათხემი, მხედველობის ნერვები). დაზიანებულმა სექტორმა შეიძლება განიცადოს რემიელინიზაცია, რაც გამოიხატება კლინიკურ რემისიაში. დაავადება გვხვდება ძირითადად ახალგაზრდა ასაკში და მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომების განვითარება: პარა , ტეტრაპარეზი, ატაქსია, დიზართრია, ნისტაგმი, ტრემორი, სპეციფიკური ეიფორია, პროცესის პროგრესირებისას დემენცია და პაციენტის დაინვალიდება. გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ (ზოგჯერ რემისიის გახანგძლივების მიზნით) იყენებენ ინტერფერონებს: ბეტაფერონს (Interferon beta–1b – Betaferon), რებიფს (Interferon beta–1a – Rebif–22) და ა. შ.. რომელი გვერდითი ეფექტების განვითარება არის მოსალოდნელი ამ პრეპარატების დანიშვნისას?
დეპრესია, სუიციდალური იდეები, დეპერსონალიზაცია, კონვულსიები
3 choice options
37. რომელ მედიკამენტს იყენებენ ინსულინომის სამკურნალოდ?
სტრეპტოზოტოცინს
3 choice options
38. ეს ბაქტერიოციდური ანტიბიოტიკი ინიშნება ინტრამუსკულარულად 28 დღეში 1 ჯერ, ეფექტურია ათაშანგის სამკურნალოდ (Treponema palidum), იწვევს ალერგიულ რეაქციებს. რომელ პრეპარატზეა საუბარი
ბიცილინ
3 choice options
39. პნევმონიის დროს ანტიბიოტიკოთერაპია უნდა გაგრძელდეს:
ტემპერატურის ნორმალიზაციიდან მინიმუმ 3 დღის განმავლობაში
3 choice options
40. პაციენტს აქვს ზედა ყბის მე-2 და მე-3 მოლარის ოდონტოგენური ინფექცია. რომელ სქემას მიანიჭებთ უპირატესობას?
ცეფტრიაქსონი + ციპროფლოქსაცინი + მეტრონიდაზოლი
3 choice options
41. შიდსი ბავშვებში ვლინდება ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარების ტემპების შენელებით. ხშირად გვხვდება: რეციდივირებადი ბაქტერიული ინფექციები, ინტერსტიციალური ლიმფოიდური პნევმონიტები, პულმონარული ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზია, თრომბოციტოპენია, ანემია და ენცეფალოპათიები. რომელი პრეპარატის დანიშვნა არის რაციონალური აივ-ინფიცირებულებში პნევმოცისტური პნევმონიის მკურნალობის მიზნით?
ბისეპტოლი
3 choice options
42. როგორი გვერდითი ეფექტები არის დამახასიათებელი აციკლოვირის თვალის მალამოსათვის?
აპლიკაციის ადგილზე წვის შეგრძნება, ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი
3 choice options
43. ვირუსით ინფიცირებული უჯრედის თიმიდინკინაზას მეშვეობით ადგილი აქვს აციკლოვირის ფოსფორილირებას და წარმოიქმნება აციკლოვირის ტრიფოსფატი. ეს ნივთიერება ბლოკავს ფერმენტ დნმ პოლიმერაზას, რაც ხელს უშლის ვირუსების რეპლიკაციას. აციკლოვირი აქტიურია: Herpes simplex (I, II ტიპი), აricella zoster, CMV (ციტომეგალოვირუსის) და ეპშტეინ ბარის ვირუსებით ინფიცირებისას. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების გათვალისწინებით როგორი სქემით ინიშნება აციკლოვირი (ზოვირაქსი)?
200 400 მგ. 5 ჯერ დღეში კურსი 5 10 დღე
3 choice options
44. აღნიშნეთ პრეპარატი, რომელსაც იყენებენ ციტომეგალოვირუსით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ მიუხედავად იმისა, რომ ხასიათდება კანცეროგენური თვისებებით.
განციკლოვირი (ციმევენი)
3 choice options
45. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები არ ხასიათდეიან მაღალი ეფექტურობით (პოსტვაქცინური იმუნიტეტის ხანგრძლივობა არ აღემატება 3 წელიწადს), რადგან
გრიპის A ტიპის ვირუსი ხშირად განიცდის წერტილოვან მუტაციას რნმ ის იმ სექტორში, რომელიც პასუხისმგებელია ჰემაგლუტინინის კოდირებაზე და შესაბამისად, ადგილი აქვს ახალი შტამების წარმოქმნას
3 choice options
46. ვირუსული A ჰეპატიტი (hepatitis A – ბოტკინის დაავადება, ჭუჭყიანი ხელების დაავადება) წარმოადგენს მწვავე, ციკლურ, ანთროპონოზურ ინფექციას ფეკალურ ორალური ჰეპატიტების ჯგუფიდან და კლინიკურად ვლინდება ინტოქსიკაციის სინდრომით, ჰეპატოსპლენომეგალიით და სიყვითლით. ვირუსის მატარებლობა და ქრონიკული აუტოიმუნური გენეზის ჰეპატიტის განვითარება ხდება იშვიათად. ღვიძლის ციტოარქიტექტონიკის სრულად აღდგენისათვის კი საჭიროა 3 6 თვე. ამ დაავადების პროფილაქტიკა შესაძლებელია ვაქცინებით: ავაქსიმი, ვაქტა და ჰავრიქსი. როგორი სქემით ინიშნება მოზრდილებში ვაქცინა ვაქტა?
1 მლ დელტისებრ კუნთში, რევაქცინაცია 6 18 თვის შემდეგ
3 choice options
47. B–ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინები ქმნიან პოსტვაქცინალურ იმუნიტეტს ხანგრძლივობით
15 წელიწადი
3 choice options
48. ენჯერიქს B ვაქცინას ღებულობენ გენური ინჟინერიით საფუარა სოკოებიდან და შეიცავს HBsAg ანტიგენს. ოპტიმალური იმუნური პასუხის მისაღებად პრეპარატი დოზით 20მკგ (1მლ სუსპენზია) შეჰყავთ დელტისებრ კუნთში. როგორი ინტერვალით (სქემით) ახორციელებენ ამ ვაქცინის ინექციებს დიდებში?
0 -1 თვე
3 choice options
49. თავის და კისრის არეში ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენისას, აუცილებელია სამკურნალო პროფილაქტიკური იმუნიზაციის შემდეგი სქემის გამოყენება:
სასწრაფოდ ანტირაბიული ჰომოლოგიური იმუნოგლობულინი დოზით 20 სე/კგ + ვაქცინაცია ანტირაბიული ვაქცინით 1 მლ 0 3 7 14 30 90 დღეებში
3 choice options
50. ცოფის საწინააღმდეგო სამკურნალო პროფილაქტიკური იმუნიზაციის კურსის დაწყება ეფექტურია დაკბენის მომენტიდან
14 დღის განმავლობაში
3 choice options