
ფარმაკოლოგია .ფინალური. ნაწილი I
Created on 15th June 2025
1 plays
50 Questions
No Description
Questions (50)
1. როგორ მოქმედებს ვიტამინი K სისხლის შედედებაზე?
) ხელს უწყობს ღვიძლში სისხლის შედედების , , და ფაქტორების, ცილების ანტიკოაგულანტების C, S; სინთეზს და შესაბამისად თრომბის წარმოქმნას
3 choice options
2. იტომენადიონის ფარმაკოლოგიური ეფექტი ვითარდება ინექციიდან 12 სთ ის, ხოლო ვიკასოლის 24 სთ ის შემდეგ. როგორია ვიტამინი K–ს დანიშვნის ძირითადი ჩვენებები?
ჰიპოპროთრომბინემია გამოწვეული არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებით, სალიცილატებით, მალაბსორბციით, ბილიარული ფისტულით, წვრილი ნაწლავის რეზექციით, დისბაქტერიოზით. პოსტნატალურ პერიოდში ჰემორაგიული დაავადების მკურნალობა და პრევენცია
3 choice options
3. 67 წლის ქალბატონს დიაგნოზით მიტრალური სტენოზი, კარდიოლოგმა დაუნიშნა თერაპია ვარფარინით. მე 3 დღეს ბარძაყის და მკერდის არეში პაციენტს აღენიშნება ჰიპერემიული მტკივნეული კერები. შეეძლო თუ არა ეს გართულებები გამოეწვია ვარფარინს?
3) ეპოქსიდრედუქტაზას ინჰიბირებამ გამოიწვია C და S ცილების ანტიკოაგულანტების სინთეზის ბლოკირება, რამაც განაპირობა სისხლის ტრანზიტორული ჰიპერკოაგულაცია. ამიტომ რაციონალურია, საწყის ეტაპზე ვარფარინთან ერთად ჰეპარინის მცირე დოზების გამოყენება
3 choice options
4. რომელი ფაქტორები ამცირებენ არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების (ვარფარინი, პელენტანი, სინკუმარი) ფარმაკოლოგიურ ეფექტს?
1) მიკროსომალური ფერმენტების ინდუქცია (მაგ. კარბამაზეპინით) 2) თირეოტოქსიკოზი 4) K–ვიტამინით მდიდარი მცენარეული საკვები
2 choice options
5. როგორი სქემით ინიშნება ანტიაგრეგანტი პლავიქსი (კლოპიდოგრელი)?
1) 1 აბი (75 მგ) დღეში 1 ჯერ
3 choice options
6. ეს პრეპარატი ააქტიურებს ფიბრინოლიზურ სისტემას, რადგან ხელს უწყობს პლაზმინოგენიდან პლაზმინის წარმოქმნას. ინიშნება ინტრავენურად თრომბების დაშლის მიზნით. პრეპარატი ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, მასიურ ჰემორაგიებს, რეპერფუზიულ არითმიებს და ა.შ. რომელ მათგანზეა საუბარი
3) სტრეპტოკინაზა
4 choice options
7. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს რას გულისხმობს "თრომბოლიზისის ოქროს საათი"?
1) მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან პირველი საათის განმავლობაში თრომბოლიზური პრეპარატების გამოყენებას (განსაკუთრებით, იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ST– სეგმენტის ელევაცია)
2 choice options
8. ეს ფიბრინოლიზური საშუალება შეიცავს პლაზმინოგენის და სტრეპტოკინაზას კომპლექსს, კეთდება ვენაში ბოლუსის სახით, 30 ერთეული, არ საჭიროებს ხანგრძლივ ინფუზიას და შესაბამისად სწრაფად იწყებს მოქმედებას. რომელ პრეპარატზეა საუბარი?
2) ანისტრეპლაზა
6 choice options
9. ფიბრინის მიმართ სელექტიური, თრომბოლიზური საშუალებებია:
პროუროკინაზა ალტეპლაზა
2 choice options
10. თრომბის დამშლელი – ფიბრინოლიზური საშუალებები ორგანიზმში შეჰყავთ:
ინტრავენურად ინტრაარტერიალურად ინტრაკორონარულად
2 choice options
11. რომელ პრეპარატებს – ანტიდოტებს ვიყენებთ თუ ფიბრინოლიზური საშუალებების გამოყენების ფონზე განვითარდა მასიური სისხლდენა?
ტრანექსამის მჟავას ამინოკაპრონის მჟავას
2 choice options
12. ანტიფიბრინოლიზური საშუალება ამინოკაპრონის მჟავა ხელს უშლის პლაზმინოგენიდან პლაზმინის წარმოქმნას და შესაბამისად ფიბრინოლიზს. მისი დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია სისხლდენების პროფილაქტიკა ქირურგიული ოპერაციების დროს: ფილტვებზე, პროსტატაზე, პანკრეასზე, ფარისებურ ჯირკვალზე და ა.შ. პრეპარატს იყენებენ პერორალურად და ინტრავენურად (5% 100მლ ხსნარი), კოაგულოგრამის კონტროლით. რა შემთხვევაში არ ინიშნება ეს პრეპარატი
ორსულობა თრომბოზი/თრომბოემბოლია თირკმლების უკმარისობ
2 choice options
13. როგორი სქემით ინიშნება კლექსანი ღრმა ვენების თრომბოზის დროს?
დოზით – 1 მგ/კგ დღეში 2 – ჯერ კანქვეშ (კურსის ხანგრძლივობა 10 დღე)
3 choice options
14. ჰეპარინის ანტაგონისტს წარმოადგენს:
ფრაქსიპარინი
4 choice options
15. ჰეპარინის ინტრამუსკულარული ინექციისას, შესაძლოა განვითარდეს ჰემატომა. რა არის ჰემატომა?
სისხლის ლოკალური დაგროვება ქსოვილში
3 choice options
16. სისხლის შედედების Xa ფაქტორის პირდაპირი (პერორალური) ინჰიბიტორის - აპიქსაბანის (ელიქვისი) გამოყენების პირობებში, ერთდროულად განვითარდა სისხლდენა კუჭიდან და საშვილოსნოდან. ქირურგიული ჰემოსტაზი და კრიოპლაზმის ინფუზია არ აღმოჩნდა საკმარისი სისხლდენის შესაჩერებლად. როგორი უნდა იყოს მოქმედების ტაქტიკა?
დამატებით ინტრავენურად შევიყვანთ პროთრომბინული კომპლექსის კონცენტრატს (შეიცავს სისხლის შედედების 4 ფაქტორს) ან სისხლის შედედების რეკომბინანტულ VIIa ფაქტორს.
2 choice options
17. თუ იგეგმება VIII კბილის ექსტრაქცია, ელიქვისის (აპიქსაბანი) მიღება უნდა შეწყდეს, ქირურგიული ჩარევის დაწყებამდე
2 დღით ადრე
2 choice options
18. პაციენტს (მამაკაცი 60 წლის) მარცხენა ქვედა კიდურის ღრმა ვენების თრომბოზის გამო 1 თვის განმავლობაში უტარდებოდა თერაპია ვარფარინით, მიუხედავად ამისა, მარჯვენა ქვედა კიდურსა და მარჯვენა წინამხარში ჩამოყალიბდა თრომბოზის ახალი კერები. როგორი უნდა იყოს მოქმედების ტაქტიკა?
ვარფარინით ადეკვატური თერაპიის ფონზე, ზედაპირული ვენების თრომბოზის ახალი კერების წარმოქმნა მიგვითითებს ტრუსოს კლასიკურ სინდრომზე და აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ორგანიზმში ნეოპლასტიკური პროცესის (ადენოკარცინომის) არსებობა. მკურნალობას ვაგრძელებთ ჰეპარინით
2 choice options
19. ორსულის ( III ტრიმესტრი) სისხლის კლინიკურმა ანალიზმა აჩვენა ჰემოგლობინის დაბალი შემცველობა 90 გ/ლ, ფერადობის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია (0.9). ესაჭიროება თუ არა პაციენტს რკინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობა?
არა, რადგან ორსულობის ტრიმესტრში ფიზიოლოგიური ჰიდრემია (ჰემოდილუცია) ხელს უწყობს ფსევდოანემიის განვითარებას და ჰემოგლობინის შემცველობის ნორმალური მაჩვენებელია 85 100 გ/ლ.
2 choice options
20. რკინის (Fe2+) იონების შეწოვა ინტენსიურად მიმდინარეობს
წვრილი ნაწლავიდან
4 choice options
21. პრეპარატ აქტიფერინის (Aktiferrin) ხსნარის 100 მლ შეიცავს 4.72 გ რკინის სულფატს და 3.56 გ ამინომჟავა სერინს (რკინის იონების უკეთ შეწოვის მიზნით). როგორი სქემით ინიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში აქტიფერინის წვეთები რკინადეფიციტური ანემიების დროს?
პრეპარატის 10 15 წვეთს ვაზავებთ წყლით ან ვაშლის წვენით და ვაძ;ლევთ დღეში 2 ჯერ ჭამის დროს. მას შემდეგ, რაც სისხლში ჰემოგლობინის და Fe2+ ის იონების შემცველობა მიაღწევს ნორმალურ მაჩვენებლებს, კურსს ვაგრძელებთ დამატებით 8 12 კვირის განმავლობაში.
3 choice options
22. რკინის შემცველი პრეპარატები უკუნაჩვენებია შემდეგი პათოლოგიების დროს:
ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი აპლასტიკური, ჰემოლიზური და სიდერობლასტური ანემიები ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი
2 choice options
23. ავშვის ორგანიზმი ხასიათდება მაღალი მგრძნობელობით რკინის იონების მიმართ. პერორალურად 1 გ რკინის სულფატის მიღებაც კი, შესაძლოა დასრულდეს ლეტალური შედეგით. როგორი სიმპტომებია დამახასიათებელი მწვავე ინტოქსიკაციისათვის?
მუცლის ტკივილი, ნეკროზული გასტროენტერიტი, პირღებინება, სისხლიანი დიარეა, ჰიპერგლიკემია, სიყვითლე, აციდოზი, ენცეფალოპათია და კომა.
3 choice options
24. თუ ჰემოლიზური ანემია არ მიმდინარეობს ჰემოგლობინურიით (იხ. სურ. 8), მაშინ რკინის შემცველი პრეპარატების გამოყენება
დაუშვებელია, რადგან მართალია მიმდინარეობს ჰემოლიზი, მაგრამ ამ პროცესის შედეგად გამოთავისუფლებული რკინის იონები ორგანიზმში რჩებიან და დამატებით რკინის პრეპარატების მიღება გამოიწვევს მძიმე ინტოქსიკაციას.
2 choice options
25. სისხლდენის ან ქრონიკული ჰიპოქსიის დროს, კომპენსატორული მექანიზმით აქტიურდება ჰემოგლობინის სინთეზი და ერითროციტების გადასვლა სისხლის მიმოქცევის სისტემაში. რაც განპირობებულია ერითროპოეტინის კონცენტრაციის მომატებით სისხლში. ეს ნივთიერება უკავშირდება ერითროპოეზის წინამორბედ ღეროვან უჯრედებზე განლაგებულ რეცეპტორებს, აძლიერებს ჰემის სინთეზში მონაწილე ფერმენტების ტრანსკრიპციას, მიტოზს და შესაბამისად, ერითროპოეზს. როგორია ერითროპოეტინების შემცველი პრეპარატების: ეპრექსის (Eprex), ეპომაქსის (Epomax) და რეკორმონის (Recormon) დანიშვნის ძირითადი ჩვენებები?
ნეფროგენური ანემია (მაგ. თირკმლების ქრონიკული უკმარისობის ფონზე) დონორებში მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდა
3 choice options
26. სახელგანთქმულ ესპანელ ველომრბოლელს – ალეხანდრო ვალვერდეს 2010 წლის 1 ივნისს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს დოპინგის გამოყენების გამო და 2011 წლის მაისამდე, მას აუკრძალეს იტალიის ტერიტორიაზე გამოჩენაც კი. საინტერესოა, რომ არც ერთ სინჯს არ დაუდასტურებია აკრძალული პრეპარატის გამოყენება, მაგრამ სპორტსმენის სისხლის გამოკვლევამ ყველაფერს ფარდა ახადა, რადგან სისხლში მკვეთრად იყო მომატებული ერითროციტების შემცველობა. სავარაუდოდ, რომელი პრეპარატი გამოიყენა ალეხანდრო ვალვერდემ ფიზიკური შესაძლებლობებისა და გამძლეობის გაუმჯობესების მიზნით.?
დონორის ერითროციტების მასა
4 choice options
27. რეკომბინანტური გრანულოციტურ-მაკროფაგალური კოლონიების მასტიმულირებელი ფაქტორი - ფილგრასტიმი ინიშნება ონკოპაციენტებში მიელოსუპრესიული თერაპიით გამოწვეული ნეიტროპენიის კორექციის მიზნით. პრეპარატი შეჰყავთ ან კანქვეშ ან ინტრავენურად (ინფუზიის სახით) პოლიქიმიოთერაპიის დასრულებიდან 24 საათის შემდეგ, ხოლო ძვლის წითელი ტვინის გადანერგვიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. შეიძლება თუ არა, საინფუზიო ხსნარის მომზადების მიზნით, ფილგრასტიმის განზავება ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარით?
ყოვლად დაუშვებელია, რადგან მოხდება წამლის ინაქტივაცია. განზავების მიზნით ვიყენებთ 5%-იანი გლუკოზის ხსნარს
2 choice options
28. ჭამის მადას აძლიერებენ:
Tinctura Absinthii ინსულინი
2 choice options
29. ანორექსიგენული საშუალებებია:
სიბუტრამინი ფეპრანონი
2 choice options
30. სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალება ორლისტატი (Xenical) წარმოადგენს კუჭისა და პანკრეასული ლიპაზების ინაქტივატორს, შესაბამისად, პრეპარატის გამოყენებისას აღარ ხდება ცხიმების დაშლა ცხიმოვან მჟავებად და მონოგლიცერიდებად, ორგანიზმი ვერ ითვისებს ტრიგლიცერიდებს და ახორციელებს საკუთარი ცხიმების ინტენსიურ უტილიზაციას. პრეპარატი ინიშნება დოზით 1 კაფსულა (120 მგ) ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. რაციონალურია პრეპარატის მიღების გამოტოვება, თუ საკვები არ შეიცავს ცხიმებს. პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 360 მგ ს. როგორი სახის გვერდითი ეფექტები ვითარდება ქსენიკალის ხანგრძლივად გამოყენებისას?
დიარეა განავალში ცხიმების შემცველობის მომატება ცხიმში ხსნადი ვიტამინების დეფიციტის განვითარება
2 choice options
31. შიმშილის ცენტრს თრგუნავს:
ფეპრანონი
3 choice options
32. სიბუტრამინის ანორექსიგენურ ეფექტს საფუძვლად უდევს
სეროტონინერგული სინაპსების სტიმულაცია ცნს ში
3 choice options
33. ოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე (სურ. 20,1), რომელი ჯგუფის ანტისეკრეტორული საშუალებები ხასიათდებიან ყველაზე ძლიერი ფარმაკოლოგიური ეფექტით?:
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი)
3 choice options
34. H2–ჰისტამინობლოკატორები საგრძნობლად თრგუნავენ მარილმჟავას სეკრეციას (გამოწვეულს ჰისტამინით, პენტაგასტრინით, კოფეინით, ინსულინით, საკვებით), ნაკლებად მოქმედებენ პეპსინზე, ხელს უწყობენ დამცავი პროსტაგლანდინების სინთეზს და შესაბამისად წყლულის შეხორცებასაც. ამ ჯგუფის პრეპარატებიდან რომელი არ იწვევს გინეკომასტიას ხანგრძლივი დროით გამოყენების შემთხვევაში
ფამოტიდინი
3 choice options
35. პაციენტი – მამაკაცი, 62 წლის, უჩივის: პირღებინების შეგრძნებას, მადის დაქვეითებას (განსაკუთრებით ხორციანი საკვების მიმართ), საერთო სისუსტეს, სიმძიმის შეგრძნებას ეპიგასტრიუმში. ახლობლების თქმით: ავად არის ბოლო ორი თვის განმავლობაში. წონაში დაიკლო 12 კგ, დაუქვეითდა შრომისუნარიანობაც. განავლის გამოკვლევისას რეაქცია დადებითია ფარულ სისხლდენაზე, სისხლის კლინიკური ანალიზი: Hb 96 გ/ლ, ლეიკოციტები 11X109/ლ, ედს 48 მმ/სთ. კუჭის წვენის ფრაქციულმა გამოკვლევამ უზმოზე აჩვენა – აქლორჰიდრია, რძემჟავაზე რეაქცია დადებითია. როგორია თქვენი სავარაუდო დიაგნოზი და მოქმედების ტაქტიკა?
სავარაუდო დიაგნოზია – კუჭის კიბო, რკინადეფიციტური ანემია. დიაგნოზის დადასტურებისათვის აუცილებელია ფიბროგასტროსკოპია ბიოფსიით. პაციენტი საჭიროებს ქირურგ–ონკოლოგის კონსულტაციას.
2 choice options
36. კუჭის წვენის სეკრეციას აძლიერებს:
ჰისტამინი პენტაგასტრინი
2 choice options
37. ომეპრაზოლი
პარიეტული უჯრედების მჟავე გარემოში წარმოქმნის აქტიურ მეტაბოლიტებს, რომლებიც ახორციელებენ ფერმენტ H+, K+ – ატფ ზას ინჰიბირებას ფარმაკოლოგიური ეფექტი გრძელდება 24 სთ ის განმავლობაში
2 choice options
38. პროსტაგლანდინ E1 – ის სინთეზური ანალოგია:
მიზოპროსტოლი
4 choice options
39. წყლულის ზედაპირს აგრესიული ფაქტორებისგან მექანიკურად იცავს:
დე ნოლი
3 choice options
40. ომეპრაზოლის და რანიტიდინის მოქმედების ფარმაკოლოგიური მექანიზმის გათვალისწინებით, რომელი პრეპარატი ითვლება გაცილებით ძლიერ ანტისეკრეტორულ საშუალებად?
ომეპრაზოლი, რადგან ბლოკავს მარილმჟავას სეკრეციას ბოლო სტადიაზე (პროტონულ ტუმბოზე ზემოქმედების ხარჯზე)
2 choice options
41. კუჭის ლორწოვანი გარსის ამომფენ ეპითელიუმს და ჯირკვლოვან აპარატს სრული განახლებისთვის ესაჭიროებათ 5 დღე. რეგენერაციის პროცესის დარღვევა ხელს უწყობს კუჭის ჰიპორეგენერაციული წყლულის ფორმირებას. აღნიშნეთ მედიკამენტები რომლებიც იწვევენ ჰიპორეგენერაციული წყლულის განვითარებას საჭმლის მომნელებელ სისტემაში?
ციტოსტატიკები, გლუკოკორტიკოიდები ჰიპოვიტამინოზები და ცილებით ღარიბი საკვების მიღება
2 choice options
42. რა უდევს საფუძვლად მიზოპროსტოლის მოქმედების ფარმაკოლოგიურ მექანიზმს (სურ. 20,3)?
აძლიერებს დამცავი ლორწოს გამოყოფას ამცირებს მარილმჟავას სეკრეციას
2 choice options
43. დიკლოფენაკის აბების ხანგრძლივად გამოყენებისას, შესაძლოა განვითარდეს წყლული. გამოიწვევს თუ არა პეპტიკურ წყლულს დიკლოფენაკი, თუ მას ორგანიზმში შევიყვანთ რექტალურად სანთლების სახით?
კი, რადგან რექტალურად შეყვანისას ბიოშეღწევადობა იქნება გაცილებით მაღალი
2 choice options
44. როგორია მიზოპროსტოლის დანიშვნის ძირითადი ჩვენებები?
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ულცეროგენური ეფექტის შემცირება მეთოტრექსატთან ერთად მედიკამენტური აბორტის განხორციელება
2 choice options
45. Al3+ იონების შემცველმა ანტაციდურმა საშუალებებმა ხანგძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს:
ყაბზობა ჰიპოფოსფატემია ენცეფალოპათია (დემენცია)
2 choice options
46. მეტოკლოპრამიდის (ცერუკალი) დანიშვნისას, კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს
5 დღეს
2 choice options
47. რომელი პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა დომპერიდონი
მოტილიუმი
3 choice options
48. სკოპოლამინის ღებინების საწინააღმდეგო ფარმაკოლოგიურ ეფექტს საფუძვლად უდევს:
ვესტიბულარული ბირთვების M– ქოლინორეცეპტორების ბლოკადა
3 choice options
49. მეტოკლოპრამიდის (ცერუკალი) სწრაფმა ინტრავენურმა ინექციამ, შესაძლოა გამოიწვიოს
ასისტოლია
2 choice options
50. ჰიპერპროლაქტინემიას და პარკინსონიზმს იწვევენ შემდეგი პრეპარატები:
ეთაპერაზინი მეტოკლოპრამიდი
2 choice options