
ფარმაკოლოგია2
Created on 20th January 2025
1 plays
106 Questions
No Description
Questions (106)
1. ადრენალინის ზემოქმედებით, მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა
იზრდება
2 choice options
2. ფშავ-ხევსურეთში ლაშქრობისას, ერთ-ერთი მონაწილე (ასაკი 18 წ., მასა - 78 კგ) კისრის მიდამოში დაკბინა კრაზანამ და 20 წუთში ლოკალურ შეშუპებასთან ერთად, მას განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი (ქავილი, ვაზოდილატაცია კოლაფსით, ტაქიკარ- დია, ბრონქოსპაზმი, ლარინგოსპაზმი, ხორხის შეშუპება, დისპნოე და ციანოზი). განხორციელდა კრიკოთირეოტომია და ადრენალინის ინტრავენურად შეყვანა (ადრენალინის 0,1%-იანი ხსნარის 0,5 მლ წინასწარ განაზავეს 0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის 10 მლ ფიზიოლოგიური ხსნარით). ამის შემდეგ, პაციენტს ვენაში დამატებით გაუკეთდა დექსამეტაზონის 0,4%-იანი ხსნარის 2 მლ და სუპრასტინის 2%- იანი ხსნარის 1მლ. ფარმაკოთერაპიის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა. შეიძლებოდა თუ არა, განზავების გარეშე ადრენალინის ხსნარის ინტრავენურად შეყვანა?
არა, რადგან მივიღებთ გართულების სახით პარკუჭების ფიბრილაციას ან მიოკარდიუმის ინფარქტს
2 choice options
3. როგორი სქემით ინიშნება ნაზივინის ცხვირის წვეთები, მწვავე რესპირატორული ინფექ- ციებით გამოწვეული რინორეის დროს?
1 წვ. 2 ჯერ დღეში
2 choice options
4. ტაქიფილაქსიის თავიდან აცილების მიზნით, 1 ადრენომიმეტიკების შემცველი ცხვირის წვეთების გამოყენების ოპტიმალური ხანგრძლივობა შეადგენს?
5 დღეს
3 choice options
5. გუგებს აფართოვებენ და არ ახდენენ ზეგავლენას აკომოდაციაზე
1 ადრენომიმეტიკები
3 choice options
6. რა სპეციფიკით ხასიათდება ეფედრინით გამოწვეული ინტოქსიკაცია (ფერადი გარსის რადიალურ კუნთთან მიმართებაში
თუ მიდრიაზი გამოწვეულია მეზატონით, ან ადრენალინით, მაშინ თვალები, ინტენსიურ შუქზე რეაგირებენ გუგების შევიწროვებით, ხოლო ეფედრინის შემ- თხვევაში, შუქის ზემოქმედებით, მიოზი არ ვითარდება
2 choice options
7. კომბინირებული პრეპარატი – ჰერბექსი შეიცავს 4 კომპონენტს და გამოიყენება გრიპის მწვავე სიმპტომების მოსახსნელად. ამ პრეპარატის რომელი კომპონენტი ავიწროვებს სისხლძარღვებს და ამცირებს რინორეას?
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი
3 choice options
8. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან, რომელი მათგანი ითვლება სელექტიურ 1 ადრენომიმეტურ საშუალებად და ხასიათდება დადებითი ინოტროპული, ქრო- ნოტროპული და ბატმოტროპული ეფექტებით:
დობუტამინი
3 choice options
9. როგორ მოქმედებენ ჰემოსტაზის სისტემაზე 2 ადრენომიმეტიკები (კლოფელინი, გუანფაცინი
აძლიერებენ თრომბოციტების აგრეგაციას
2 choice options
10. სელექტიური b2 ადრენომიმეტური საშუალების – ჰექსოპრენალინის (გინიპრალის) დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია
გულ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, განსაკუთრებით ტაქი- კარდიით მიმდინარე გულის რითმის დარღვევა
2 choice options
11. b2 ადრენომიმეტური საშუალებით – ჰექსოპრენალინით (გინიპრალი) ინტოქსიკაციი- სას, ეფექტური იქნება
არასელექტიური bადრენობლოკატორი
2 choice options
12. სალმეტეროლი (Serevent), სალბუტამოლისგან განსხვავებით, ინიშნება შემდეგი სქე- მით
2 ინჰალაცია 2 ჯერ დღეში (ინტერვალი 12სთ)
3 choice options
13. რომელ ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს ბრონქული ასთმის სამ- კურნალო კომბინირებული პრეპარატი - ბეროდუალი (აეროზოლი
ფენოტეროლი + იპრატროპიუმის ბრომიდი
3 choice options
14. პრეპარატის - ბეროტეკის (Berotec) დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია: ბრონქული ას- თმის მწვავე შეტევების სიმპტომური მკურნალობა, ფიზიკური დატვირთვით გამოწ- ვეული ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკა და სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქ- ციით განპირობებული მდგომარეობები. რომელ მოქმედ ნივთიერებას შეიცავს ეს პრეპარატი?
ფენოტეროლი
4 choice options
15. ამ პრეპარატის გამოყენებისას, არტერიული წნევა იმატებს, ხოლო ბრონქების ტონუ- სი არ იცვლება, მას ნიშნავენ კოლაფსის დროს. რომელ მათგანზეა საუბარი?
იზადრინი
3 choice options
16. მეზატონის დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია:
ჰიპოტენზია
3 choice options
17. აღნიშნეთ დოფამინის დანიშვნის ძირითადი ჩვენებები?
კარდიოგენური ან ენდოტოქსინით ინდუცირებული ჰიპოტენზია, ჰიპოვოლე- მიური შოკი (სისხლის მოცულობის კორექციის ფონზე)
4 choice options
18. b ადრენობლოკატორების ხანგრძლივად გამოყენების ფონზე, რენინის, ანგიოტენზი- ნის და ალდოსტერონის შემცველობა სისხლში
მცირდება
2 choice options
19. რომელი არასელექტიური, ლიპოფილური b ადრენობლოკატორით გამოწვეული ინ- ტოქსიკაცია სრულდება ყველაზე ხშირად ლეტალური შედეგით?
პროპრანოლოლი
3 choice options
20. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, b ადრენობლოკატორების მიღებამ ძლიერი ფიზიკური დატვირთვის ფონზე, შესაძლოა გამოიწვიოს
ჰიპოგლიკემიური კომა, გლიკოგენოლიზის ბლოკადის გამო
3 choice options
21. როგორია არუთიმოლის (0.25 0.5 % 5 მლ თვ. წვ) დოზირების რეჟიმი, მომატებუ- ლი ოფთალმოტონუსის დროს?
1 წვ. 2 ჯერ დღეში
3 choice options
22. რა სხვაობაა პრეპარატებს ფოტილს და ფოტილ ფორტეს შორის?
ფოტილ ფორტე შეიცავს პილოკარპინის გაორმაგებულ დოზას
3 choice options
23. როგორია Fotil–forte ს თვალის წვეთების დოზირების რეჟიმი მომატებული ოფთალ- მოტონუსის დროს?
1 წვ. 2 ჯერ დღეში
3 choice options
24. b1 ადრენობლოკატორების სტაბილური, ჰიპოტენზიური ეფექტი ვითარდება პრეპა- რატების დანიშვნიდან 2 4 კვირის შემდეგ. მკურნალობის დასაწყისში, ხშირად აღი- ნიშნება დიასტოლური წნევის მომატება. როგორი სქემით ხორციელდება b1 ადრე- ნობლოკატორის – ნებივოლოლის (Nebilet) დოზირება არტერიული (ჰიპერკინეტიკუ- რი) ჰიპერტენზიის დროს?
5 მგ (1 აბი) დღეში 1 ჯერ ჭამის დროს
3 choice options
25. აღნიშნეთ ყველაზე ხანმოკლე მოქმედების (10-20 წთ) ადრენობლოკატორი
ესმოლოლი
4 choice options
26. რომელი პრეპარატისათვის არის დამახასიათებელი შემდეგი გვერდითი მოვლენები; ბრადიკარდია, გამტარებლობის დარღვევა, ბლოკადა, გულის უკმარისობა, ჰიპოტო- ნია, მოხსნის სინდრომი, ხანგამოშვებითი კოჭლობის გაძლიერება, ცივი ციანოზური კიდურები, რეინოს სინდრომი, ჰიპოგლიკემია (განსაკუთრებით ფიზიკური დატვირ- თვის ფონზე), კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, ფსიქოზები
ნებილეტი (b1 ადრენობლოკატორი)
4 choice options
27. a1 ადრენობლოკატორი დოქსაზოზინი b ადრენობლოკატორებისაგან განსხვავე - ბით
დადებითად მოქმედებს ათეროგენურ ფრაქციაზე (ამცირებს საერთო ქო- ლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების, ტრიგლიცერი- დების დონეს სისხლის შრატში, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპრო- ტეინების შემცველობას)
2 choice options
28. რეინოს დაავადება (რეინოს ფენომენი) წარმოადგენს კიდურების არტერიების საკმაოდ იშვიათ პათოლოგიას, რომლის დროსაც ადგილი აქვს სისხლძარღვების სპონტანურ სპაზმს, რასაც თან ახლავს მტევნებსა და ტერფებზე გარკვეული უბნების ორმხრივი, სი- მეტრიული ძლიერი იშემია და ფერის ცვალებადობა (სურ. 2.26). რეინოს დაავადების გა- მომწვევი ფაქტორებია: კიდურების ჰიპოთერმია, შაკიკი, ენდოკრინული ხასიათის დარ- ღვევები, მძიმე ემოციური სტრესი და ა. შ. რომელ პრეპარატებს იყენებენ რეინოს დაავა- დების სამკურნალოდ?
aადრენობლოკატორებს
3 choice options
29. პრეპარატი ომნიკი (ტამსულოზინი) აქვეითებს შარდის ბუშტის სფინქტერის ტო- ნუსს და პროსტატის ადენომის დროს ამცირებს დიზურიას. როგორი სქემით ინიშ- ნება ომნიკი?
1 კაფს. (0.4 მგ) 1 ჯერ დღეში
3 choice options
30. მამაკაცმა (45 წლის), უშვილობასთან დაკავშირებით, მიმართა ექიმს-რეპროდუქტო- ლოგს, რომელმაც მოითხოვა ეაკულატის გამოკვლევა, მაგრამ სპერმის მიღება ვერ მო- ხერხდა. ცნობილია, რომ ეს პაციენტი, ბოლო 7 დღის განმავლობაში მკურნალობას გადის უროლოგთანაც და დანიშნული აქვს მედიკამენტები. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატე- ბიდან, რომელი იწვევს რეტროგრადულ ეაკულაციას.
ტამსულოზინი
3 choice options
31. ალბანელ სპორტსმენს, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს ტყვიის სროლა- ში, სისხლში აღმოაჩნდა ანაპრილინი და მას ჩამოართვეს მოპოვებული ჯილდო. რა- ტომ ითვლება ტყვიის მსროლელებში არასელექტიური b–ადრენობლოკატორი დო- პინგად?
არასელექტიური b-ადრენობლოკატორები ამცირებენ სტრესულ სიტუაციაში უსიამოვნო ტაქიკარდიას და ტრემორს
3 choice options
32. b ადრენობლოკატორის – კონკორის გამოყენება არ არის სასურველი იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, რადგან
b ადრენობლოკატორები ამცირებენ საცრემლე ჯირკვლის მიერ სეკრეტის გამო- ყოფას და ხელს უწყობენ კონიუნქტივიტის განვითარებას
2 choice options
33. აღნიშნეთ სოტალექსის (Sotalex) დანიშვნის ძირითადი ჩვენებები
წინაგულების პაროქსიზმული მოციმციმე არითმია, სუპრავენტრიკულური ტაქია- რითმიები, WPW - სინდრომი
4 choice options
34. ფეოქრომოციტომა წარმოადგენს ქრომაფილური ქსოვილის სიმსივნეს (სურ. 2.27), რომე- ლიც დიდი რაოდენობით გამოჰყოფს კატექოლამინებს – ადრენალინს და ნორადრენა- ლინს. სიმსივნე, ძირითადად ლოკალიზებულია თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან ნივთიერებაში, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს ასევე სიმპათიკური ნერვული სისტემის გან- გლიებშიც. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია: არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერ- მეტაბოლიზმი და ჰიპერგლიკემია. ჰიპერტონური კრიზის პროვოცირება შეუძლია: სტრესს, სხეულის მდგომარეობის შეცვლას და სიმსივნის პალპაციასაც კი. არტერიული წნევა აღწევს მაღალ მაჩვენებლებს (>300/140 მმ ვერცხლისწყლის სვეტით) და პაციენტი შესაძლოა დაიღუპოს: ინსულტის, პარკუჭების ფიბრილაციის ან გულის მწვავე უკმარი- სობის ფონზე განვითარებული ფილტვების შეშუპებით. ფეოქრომოციტომის დროს, არ- ტერიული ჰიპერტენზიის კორექციის მიზნით, რომელი პრეპარატის დანიშვნა ითვლება უხეშ შეცდომად?
ატენოლოლი
3 choice options
35. კლოფელინი, ფეოქრომოციტომის ფონზე განვითარებული ჰიპერტონური კრიზის კორექციას
ვერ მოახდენს (მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე)
2 choice options
36. რატომ არ შეიძლება b ადრენობლოკატორებთან ერთად Ca2+-ის არხების ბლოკატორების (ვერაპამალი, დილთიაზემი) დანიშვნა?
განვითარდება ასისტოლია, რადგან ვერაპამილი და დილთიაზემი ხასიათდებიან უარყოფითი ინოტროპული მოქმედებით
2 choice options
37. აღნიშნეთ ადელფან–ეზიდრექსის დანიშვნის ძირითადი ჩვენებები:
არტერიული ჰიპერტენზია
2 choice options
38. რომელი კომპონენტებისგან შედგება პრეპარატი – „ადელფან-ეზიდრექსი“?
ვაზოდილატატორი (დიჰიდრალაზინი) + სამპატოლიზური საშუალება (რეზერპი- ნი) + შარდმდენი (ჰიდროქლორთიაზიდი)
3 choice options
39. სიმპატოლიზურ საშუალებას – გუანეტიდინს, ძირითადად იყენებენ რენოვასკულარუ- ლი არტერიული ჰიპერტენზიის და ღიაკუთხოვანი გლაუკომის სამკურნალოდ. პრეპარა- ტი ინიშნება დოზით – 12.5-50 მგ დღეში 1–ჯერ. რამდენ ხანს ნარჩუნდება ამ წამლის ფარმაკოთერაპიული ეფექტი პრეპარატის ბოლო მიღებიდან, თუ პაციენტს, გუანეტიდი-
1-3 კვირის განმავლობაში
2 choice options
40. მინიმალური ალვეოლური კონცენტრაცია (მაკ) არის საინჰალაციო სანარკოზე საშუალე- ბის ის კონცენტრაცია (წნევა – 1 ატმოსფეროს პირობებში), რომელიც პაციენტების 50 %– ში თრგუნავს მოტორულ რეაქციას ქირურგის მიერ კანის გაკვეთაზე. როგორ შეიცვლება ეს პარამეტრი, თუ სხეულის ტემპერატურა დაიკლებს 1 0C–ით?
შემცირდება
2 choice options
41. ოპიატების, ბარბიტურატების, ტრანქვილიზატორების და ნეიროლეპტიკების გამოყენე- ბის ფონზე, როგორ შეიცვლება საინჰალაციო სანარკოზე საშუალების მინიმალური ალ- ვეოლური კონცენტრაცია?
მინიმალური ალვეოლური კონცენტრაცია შემცირდება
2 choice options
42. ალვეოლებში, ზოგადი ანესთეტიკის კონცენტრაციის გაზრდა ნარკოზის ინდუქციას
დააჩქარებს
2 choice options
43. საინჰალაციო სანარკოზე საშუალების ფარმაკოლოგიური აქტივობა მეცნიერების: Franks– ის და Lieb–ის მიხედვით პირდაპირ კავშირშია
სუბსტანციის ოქტანოლში ხსნადობასთან
2 choice options
44. სამედიცინო პრეპარატი რომლის ქიმიური სახელწოდებაა 1,1,1 ტრიფთორ 2 ქლორ 2 ბრომეთანი, ცნობილია როგორც
ფთოროტანი
2 choice options
45. ამ საინჰალაციო სანარკოზე საშუალების გამოყენებისას, პაციენტი გონებას კარგავს 1.5 3 წთ ში. პრეპარატი არ აღიზიანებს სასუნთქ გზებს, ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანალგეზიური, სპაზმოლიზური და მიორელაქსაციური ეფექტებით, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას ვაზოდილატაციის ფონზე და არ იწვევს დელირი- ას. ამასთანავე, სწრაფად ხდება პაციენტის გადასვლა ქირურგიული ნარკოზის სტა- დიაზე. გვერდითი ეფექტებიდან შესაძლოა განვითარდეს: არტერიული ჰიპოტენზია (განპირობებული ვაზომოტორული ცენტრის დათრგუნვით), განგლიონარული ბლო- კადა, ჰიპოქსიით ინდუცირებული პარკუჭების ექსტრასისტოლია და მიოკარდის სენსიბილიზაცია ადრენალინის მიმართ. რომელ პრეპარატზეა საუბარი?
ფთოროტანი
3 choice options
46. არტერიული ჰიპოტონია, ფიზიოლოგიურად ყოველთვის აქვეითებს აორტასა და საძილე არტერიის ბიფურკაციის ადგილზე მოთავსებული ბარორეცეპტორების აქტივობას, შესა- ბამისად, აღარ ხდება ამ რეცეპტორების მიერ n. vagus–ის სტიმულაცია და ვითარდება ტაქიკარდია. როგორ მოქმედებს აღნიშნულ რეფლექსზე ფთოროტანი?
თრგუნავს რეფლექსს და ვღებულობთ ბრადიკარდიას
2 choice options
47. რატომ არ შეიძლება ლარინგეალური მილის (სურ. 5.4) გამოყენება ანაფილაქსიური შოკის დროს?
იმიტომ, რომ ქსოვილების შეშუპების ფონზე, ლარინგეალური მილი ვერ უზრუნველყოფს ჟანგბადის მიწოდებას.
2 choice options
48. ნაჯერი ნახშირწყალბადების სანარკოზე მოქმედება იზრდება მოლეკულაში:
ჰალოგენების ატომთა რიცხვის ზრდასთან ერთად
2 choice options
49. როგორ მოქმედებენ თავის ტვინზე საინჰალაციო სანარკოზე საშუალებები: ფთორო- ტანი, ენფლურანი და იზოფლურანი
თრგუნავენ ბიოქიმიურ პროცესებს
2 choice options
50. სანარკოზე საშუალების (ფთოროტანის) გამოყენებისას განვითარდა ჰიპოტენზია და ბრადიკარდია. ანესთეზიოლოგის განკარგულებაშია - ადრენალინი, დობუტამინი, ნო- რადრენალინი და მეზატონი. ჰიპოტენზიის კორექციის მიზნით, რომელი მათგანის გამოყენება არის შესაძლებელი (გაითვალისწინეთ, რომ 1 ადრენორეცეპტორების სტიმულაცია ფთოროტანის ფონზე გამოიწვევს პარკუჭების ფიბრილაციას)?
მეზატონი
4 choice options
51. შეიძლება თუ არა ბავშვთა ქირურგიაში, ზოგადი ანესთეზიის განსახორციელებლად, ენ- ფლურანის გამოყენება?
არა, რადგან იწვევს კონვულსიებს
2 choice options
52. რომელი ფთორირებული საინჰალაციო სანარკოზე საშუალება ხასიათდება ყველაზე დაბალი ჰეპატოტოქსიკურობით (გაითვალისწინეთ ღვიძლში პრეპარატის ბიოტრან- სფორმაციის მაჩვენებელი)?
იზოფლურანი (0.2%
2 choice options
53. იგეგმება ლარინგოსკოპია. ლარინგოსპაზმის თავიდან აცილების მიზნით, ანესთეზიო- ლოგი გამოიყენებს
ლიდოკაინს ინტრავენურად (დოზით - 1.5 მგ/კგ პროცედურის დაწყებამდე 1-2 წთ- ით ადრე) და ფენტანილს ლარინგოსკოპიის დაწყებამდე 4-5 წთ-ით ადრე (დოზით - 3-8 მკგ/ კგ)
2 choice options
54. რომელ არასაინჰალაციო სანარკოზე საშუალებას მივანიჭებთ უპირატესობას, ექსტრემა- ლურ პირობებში ევაკუაციის დროს, თუ პაციენტს განუვითარდა ტრავმული შოკი და თანაც დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი (გაითვალისწინეთ, რომ ეს პრეპარატი ძლი- ერი ანალგეტიკია, მაღლა სწევს არტერიულ წნევას და არ იწვევს სუნთქვის ცენტრის დეპრესიას)
კეტამინი
3 choice options
55. პოსტოპერაციულ პერიოდში, კეტამინით (კალიპსოლით) გამოწვეული ძლიერი ჰა- ლუცინაციების კუპირება შესაძლებელია:
დიაზეპამით
2 choice options
56. ბენზოდიაზეპინი – მიდაზოლამი ინტენსიურად გამოიყენება ანესთეზიოლოგიაში: პრე- მედიკაციის, სედაციის და ნარკოზის ინდუქციის მიზნით. როგორი სახის ამნეზიას იწ- ვევს ეს პრეპარატი?
ანტეროგრადულს
2 choice options
57. ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ, ტრანქვილიზატორებიდან ყველაზე სწრაფად მოქმედებას იწყებს
მიდაზოლამიc
2 choice options
58. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 წლის გოგონამ მიიღო მარჯვენა ზედა კიდურის რბილი ქსოვილების დაზიანება და ესაჭიროება ხანმოკლე ქირურგიული ჩარევა. რომელი არასაინჰალაციო სანარკოზე საშულების გამოყენება იქნება უსაფრთხო ქირურგიული მანიპულაციების გაუტკივარების მიზნით (იხ. ცხრილი N 5.2)? ეს მედიკამენტი არ იწვევს სუნთქვის ცენტრის დეპრესიას
კეტამინი
3 choice options
59. რას ისახავს მიზნად ადგილობრივი ანესთეზია?
სხეულის გარკვეული სექტორის სენსორულ, მოტორულ და ვეგეტატურ ბლოკადას
3 choice options
60. რა უდევს საფუძვლად, ადგილობრივი ანესთეტიკების მოქმედების ფარმაკოლოგიურ მე- ქანიზმს?
ადგილობრივი ანესთეტიკები (აქსონში გადასვლის შემდეგ) ბლოკავენ Na+–ის არ- ხებს, აღარ ხდება დეპოლარიზაცია და შესაბამისად, მოქმედების პოტენციალის გე- ნერაცია
2 choice options
61. როგორი თანმიმდევრობით კარგავს ნერვული ბოჭკო ფუნქციებს, ადგილობრივი ანესთეტიკის ზემოქმედებით?
ქრება ტკივილის შეგრძნება ტემპერატურის აღქმა ტაქტილური მგრძნობელობა ყველაზე ბოლოს კი იკარგება კუნთებში ძალა
2 choice options
62. რომელი ადგილობრივი ანესთეტიკი გამოირჩევა მაღალი კარდიოტოქსიკურობით, სის- ხლის სისტემურ მიმოქცევაში (მაგ., ვენაში) შეცდომით შეყვანისას?
ბუპივაკაინი (მარკაინი)
2 choice options
63. სპინალური ანესთეზიის დროს, ეპინეფრინის დამატება ანესთეტიკის ხსნარში, საგ- რძნობლად აძლიერებს ფარმაკოლოგიურ ეფექტს (ზურგის ტვინის ადრენერგული ანტი- ნოციცეპციური სისტემის (Substantia gelatinosa) აქტივაციის გამო), მაგრამ ეპინეფრინის შემცველობა ხსნარში არ უნდა აღემატებოდეს 5 მკგ/მლ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივი- ღებთ
ზურგის ტვინის იშემიას, არტერიების შევიწროების ფონზე
3 choice options
64. 18 წლის პაციენტს, მშობიარობის გაუტკივარების მიზნით, უტარდება ეპიდურალური ანესთეზია ლიდოკაინით (2% 12 მლ). ლიდოკაინის ინექციიდან რამდენიმე წუთში, მელოგინეს განუვითარდა ტუჩების და ენის პარესთეზია (დაბუჟება, ჩხვლეტები), აგ- ზნება, თავბრუსხვევა და ტონურ კლონური კრუნჩხვები. შეიქმნა ლიდოკაინით სუნ- თქვის ცენტრის დათრგუნვის რეალური საშიშროება. რა ღონისძიებები უნდა გატარ- დეს ფატალური შედეგის თავიდან აცილების მიზნით?
თუ არის შესაძლებელი, პაციენტმა უნდა ისუნთქოს ინტენსიურად და ღრმად, რადგან ჰიპოკაპნია შეაფერხებს კონვულსიების განვითარებას. პარალელურად, ვენაში ვახორციელებთ ჯერ ატროპინის სულფატის (0.5 მგ), შემდეგ თიოპენ- ტალ ნატრიუმის (50 მგ) და ლისტენონის (დოზა 1 1.5 მგ/კგ) ინექციებს, პაცი- ენტის ინტუბაციას და მართვად სუნთქვაზე გადაყვანას. ცენტრალური გენე- ზის ტონურ კლონური კრუნჩხვების კუპირების მიზნით, რაციონალურია, დამატებით ან დიაზეპამის (10 მგ), ან თიოპენტალ ნატრიუმის (50 75 მგ) ინ- ტრავენური ინექციების განხორციელება.
3 choice options
65. სპინალური ანესთეზიის განსახორციელებლად, ჰიპობარული ხსნარის გამოყენება და- საშვებია
თუ პაციენტი იმყოფება არასტანდარტულ პოზაში – თავი დაწეული, მენჯი აწეული (მაგ., სიგმოიდურ ნაწლავზე სხვადასხვა სახის მანიპულაციების ჩატარე- ბისას)
2 choice options
66. ანესთეზიოლოგმა პაციენტს, რომელიც წევს ცალ მხარეს, ბუპივაკაინის ჰიპერბარული ხსნარი გაუკეთა სუბარაქნოიდალურ სივრცეში და განვითარდა მხოლოდ ერთი კიდურის (ცალმხრივი) ანესთეზია. რა დროს ვიყენებთ ასეთ მიდგომას?
როდესაც იგეგმება ქირურგიული ჩარევა (ორთოპედიული ოპერაცია) მხოლოდ ერთ (ქვედა) კიდურზე
2 choice options
67. კლოფელინის და ალკოჰოლური სასმელების ერთად მიღება:
გააძლიერებს კლოფელინის სედაციურ ეფექტს
3 choice options
68. ჰიპოგლიკემიური საშუალებების (ამარილი, დიაბეტონი MR და ა.შ.) და ალკოჰოლური სასმელების ერთად მიღება არ შეიძლება, რადგან
განვითარდება ჰიპოგლიკემიაც და ანტაბუსის მსგავსი გვერდითი ეფექტები
2 choice options
69. მეთილის სპირტი CH3OH (მეთანოლი, კარბინოლი, ხის სპირტი) საჭმლის მომნე- ლებელი სისტემიდან შეიწოვება ნელ ნელა, რამდენიმე საათის განმავლობაში. ორგა- ნიზმიდან მისი ელიმინაცია შენელებულია. სისხლში მეთანოლის აღმოჩენა, შესაძ- ლებელია ინტოქსიკაციიდან 4 8 დღის შემდეგაც კი. ბიოტრანსფორმაციის შედეგად, მეთილის სპირტიდან (ფერმენტ ალკოჰოლდეჰიდროგენაზას მეშვეობით) წარმოიქმნე- ბიან მაღალტოქსიკური ნივთიერებები: ფორმალდეჰიდი და ჭიანჭველამჟავა. მეთანოლის ფორმალდეჰიდად გარდაქმნა მიმდინარეობს საკმაოდ ნელა, ხოლო ჭიან- ჭველამჟავად – სწრაფად. აღსანიშნავია, რომ მეთანოლის მეტაბოლიტი ფორმალ- დეჰიდი ბლოკავს ბადურაზე მიმდინარე გლიკოლიზის პროცესს და შესაბამისად, ატფ ის სინთეზს, რაც ხდება დაბრმავების მიზეზი. ხშირად მეთანოლით მოწამლუ- ლი იღვიძებს დაბრმავებული. ასეთი პაციენტების 12% ს შემდგომში მხედველობა აღუდგებათ. რამდენი მილილიტრი მეთანოლი შეადგენს ადამიანისთვის სასიკვდი- ლო დოზას, per os მიღების შემთხვევაში?
10 30 მლ
3 choice options
70. მეთანოლით ინტოქსიკაციისას, მისი მეტაბოლიზმის შენელების მიზნით იყენებენ:
5% იანი ეთანოლის ხსნარს დოზით 0.5 მლ/კგ ზე ინტრავენურად (50 მლ სამე- დიცინო სპირტს ხსნიან ან 1 ლ ფიზიოლოგიურ ან 1 ლ 5% იანი გლუკოზის ხსნარში)
3 choice options
71. ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულებში, ალკოჰოლური დელირიის განვითა- რებას საფუძვლად უდევს მოხსნის მწვავე სინდრომი, რომელიც კლინიკურად ვლინდება ალკოჰოლის ბოლო მიღებიდან რამდენიმე საათში. პაციენტს აღენიშნება: აგზნება, ტრემორი, პირღებინება, ტაქიკარდია, მხედველობითი ჰალუცინაციები, ჰი- პერ ან ჰიპოტენზია, კონვულსიები და ა.შ. რომელი მედიკამენტის მეშვეობით არის შესაძლებელი მოხსნის სინდრომის შემსუბუქება?
დიაზეპამი 10 მგ ყოველ 4 6 სთ ში ინტრავენურად, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით
3 choice options
72. ქრონიკული ალკოჰოლიზმის ფონზე, გულ სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან, ხში- რად ვითარდება
მარცხენა პარკუჭის დილატაცია მოციმციმე არითმია
2 choice options
73. თუ ეთილის სპირტის 95%-იან ხსნარს შევიყვანთ კანქვეშ, მივიღებთ
ნეკროზს
3 choice options
74. ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ, დისულფირამი ინიშნება დღეში 1 ტაბ., ხოლო შემდეგ დოზას ამცირებენ 50-75%-ით. მედიკამენტის თერაპიული ეფექტი გრძელდება პრეპარატის ბოლო მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. რა უდევს საფუძ- ვლად დისულფირამის (ტეტურამი, ესპერალი) ფარმაკოლოგიურ აქტივობას
აცეტალდეჰიდდეჰიდროგენაზას ინჰიბირება, რის შედეგადაც ადგილი აქვს ეთანოლის ტოქსიკური მეტაბოლიტის აცეტალდეჰიდის დაგროვე- ბას ორგანიზმში, რომლისთვისაც დამახასიათებელია მთელი რიგი არა- სასურველი ეფექტების განვითარება: სახის ჰიპერემია, თავის ტკივილი, შიშის შეგრძნება, გულისრევა, ტაქიკარდია, ოფლიანობა არტერიული წნევის დაქვეითება და ა.შ.
3 choice options
75. ეთანოლის მიღების შემდეგ, ბიოტრანსფორმაციის შედეგად, ორგანიზმში ადგილი აქვს შემდეგი მეტაბოლიტების წარმოქმნას:
ნახშირორჟანგი ძმარმჟავა
2 choice options
76. რომელი ნაერთებით ინტოქსიკაციისას იყენებენ ეთანოლს, როგორც ანტიდოტს მე- დიცინაში?
მეთანოლით ეთილენგლიკოლით
3 choice options
77. ეთილის სპირტის (≥70%) კანქვეშ შეყვანისას, განვითარდება
კანის ნეკროზი
3 choice options
78. *ეთილენგლიკოლის სასიკვდილო დოზა (per os მიღების შემთხვევაში) შეადგენს 100 მლ-ს. მოწამლულების 75% იღუპება პირველი 48 სთ ის განმავლობაში. პაციენტების მდგომარეობა, კომიდან გამოსვლის შემდეგ, თავდაპირველად უმჯობესდება, მაგრამ ინტოქსიკაციიდან მე 8 14 დღეს ფიქსირდება ისევ მაღალი სიკვდილიანობა (აზო- ტემიური ურემიის ფონზე). რაში მდგომარეობს ეთილენგლიკოლის ტოქსიკური მოქმედების მექანიზმი?
ამ ტოქსიკური ნაერთის მიღებისას, კალციუმის ოქსალატების დიდი რაოდე- ნობა გროვდება როგორც ფიალებსა და მილაკებში, ასევე თირკმლების პარენ- ქიმაშიც, რაც არღვევს მის სტრუქტურას.
3 choice options
79. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან, რომელი მიეკუთვნება ნეიროლეპტიკებს?
ეგლონილი აზალეპტინი
2 choice options
80. რომელი ნეიროლეპსიური პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა თიორიდაზინი?
Sonapax
4 choice options
81. ნეიროლეპსიური საშუალებების ანტიფსიქოზურ ეფექტს, საფუძვლად უდევს დოფა- მინორეცეპტორების ბლოკადა შემდეგ სტრუქტურებში:
მეზოლიმბურ და მეზოკორტიკალურ სისტემებში
3 choice options
82. ნეიროლეპტიკები, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან იწვევენ:
ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიას (ადრენორეცეპტორების ბლოკადის გამო) და რეფლექტორულ ტაქიკარდიას
2 choice options
83. ფსიქოტროპული პრეპარატებით ინდუცირებული გვიანი დისკინეზია ხასიათდება ენის, სახის, ტუჩების, სხეულის და კიდურების უნებლიე რითმული მოძრაობებით და ხშირად აღინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატე- ბიდან, რომელი მედიკამენტი იწვევს გვიან დისკინეზიას ხანგრძლივი დროით გა- მოყენების შემთხვევაში
ამინაზინი მოდიტენ-დეპო
3 choice options
84. როდესაც შიზოფრენიის დროს, აღინიშნება ძლიერი აღგზნება და ჰიპერაქტიურობა, თავდაპირველად სტაბილური მდგომარეობის მისაღებად იყენებენ ხანმოკლე მოქმედების ნეიროლეპტიკებს, შემდეგ კი - დეპო-ფორმებს. როგორი სქემით ინიშნება პრეპარატი მოდიტენ-დეპო (ფლუფენაზინის დეკანოატი)
12,5-25 მგ კუნთში ან კანქვეშ (თვეში 1-4-ჯერ)
3 choice options
85. ნეიროლეპტიკებით ინდუცირებული გვიანი დისკინეზია არის
შეუქცევადი ხასიათის
2 choice options
86. რა არის კატატონია?
ეს არის ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტი სათანადოდ ვერ აღიქვამს გარეშე გამღიზიანებლებს (ხდება ინდიფერენტული) და თან კარგავს ნორმალურად გადაადგილების და საუბრის უნარს
2 choice options
87. ტიპიური ნეიროლეპტიკები ხშირად იწვევენ აკატიზიას. რა არის აკატიზია?
აკატიზია ანუ მოუსვენრობა. ეს არის კლინიკური სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მუდმივად მოძრაობის ან პოზის შეცვლის შინაგანი მოთხოვნა. პაციენტი დიდხანს ვერ ჩერდება ერთ ადგილზე.
2 choice options
88. პროლაქტინის შემცველობის მომატებას სისხლში და შესაბამისად, გალაქტორეის და ამენორეის განვითარებას, საფუძვლად უდევს ნეიროლეპსიური მედიკამენტების მი- ერ დოფამინორეცეპტორების ბლოკადა შემდეგ სტრუქტურებში:
ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ სისტემაში
2 choice options
89. შიზოფრენიის პროდუქციული სიმპტომოკომპლექსის დროს (ბოდვები, ჰალუცინაციები, აგრესიული ქმედებები და ა.შ.) საკმაოდ ფექტურია რისპერიდონი, რადგან D2-დოფამინო- და 5-HT2-სეროტონინორეცეპტორების ბლოკადის ხარჯზე იწვევს გუნება-განწყობის სტაბილიზაციასაც. როგორი დოზით ინიშნება ეს მედიკამენტი?
0,25-2 მგ დღეში 2-ჯერ (მაქს. სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ-ს)
2 choice options
90. პრეპარატი დანტროლენი ხელს უშლის სარკოპლაზმიდან კალციუმის იონების გამოთა- ვისუფლებას და ამცირებს რიგიდობას. როგორი დოზით ინიშნება ეს პრეპარატი ავთვი- სებიანი ნეიროლეპსიური სინდრომის დროს?
2,5–10 მგ/კგ ინტრავენურად შემდეგ კი 2,5 მგ/კგ ყოველ 6 სთ–ში
2 choice options
91. ნეიროლეპტანალგეზიის მიზნით, ნარკოტიკულ ანალგეზიურ საშუალება ნილთან ერთად კომბინაციაში ინიშნება
Droperidolum
3 choice options
92. პაციენტი (35 წლის), ყოველდღიურად აფთიაქში ყიდულობს 10 ცალ საპონს. მისივე თქმით: „აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ, ზემოდან უთითებს ხმა, რომ ცუდად არის დაბანილი და კიდევ ერთხელ უნდა წაისვას საპონი“. შესაბამისად, ერთ დაბანაზე არ ჰყოფნის 10 ცალი საპონი, რასაც ძალზედ განიცდის. გვაქვს თუ არა საქმე პრობლემურ ქცევასთან?
პაციენტი საჭიროებს ფსიქიატრის კონსულტაციას
2 choice options
93. ზიპრაზიდონის (ზელდოქსი) დანიშვნის ძირითადი ჩვენებაა - რეაქტიული ფსიქოზის დროს ფსიქომოტორული აგზნების კუპირება. როგორ შეგვყავს ეს პრეპარატი?
მხოლოდ კუნთში (ინექციის სახით)
2 choice options
94. ამ პრეპარატს, ანტიმანიაკალური მოქმედების გამო, იყენებენ მანიაკალური მდგომარეობის პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით. მისთვის დამახა- სიათებელია სუსტი ფსიქოსედაციური ეფექტი, ხანგრძლივი ლატენტური პე- რიოდი და პატარა თერაპიული დიაპაზონი. რომელ მათგანზეა საუბარი?
ლითიუმის კარბონატი
4 choice options
95. როგორია ლითიუმის კარბონატის დანიშვნის ძირითადი ჩვენებები?
მანიაკალურ–დეპრესიული ფსიქოზი
4 choice options
96. *საინტერესოა, რომ აშშ–ში ჰქონდათ სუფრის მარილის ლითიუმის ქლორიდით ჩანაცვლების მცდელობა, მაგრამ მიიღეს ინტოქსიკაციები. რა სიმპტომებია დამა- ხასიათებელი ლითიუმის ნაერთებით ინტოქსიკაციისათვის?
ნისტაგმი, დიზართრია, ატაქსია, ლეტარგია, კომა
2 choice options
97. თერაპიული დოზით, ამინაზინის ბოლო მიღებიდან, რამდენი თვის განმავლობაში არის შესაძლებელი ამ პრეპარატის მეტაბოლიტების აღმოჩენა შარდში?
6
4 choice options
98. ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიჰისტამინური საშუალებებიდან, ქიმიური სტრუქტურიდან გამომდინარე, ფენოთიაზინის წარმოებულებთან, ყველაზე ახლოს დგას
პიპოლფენი (პრომეთაზინი). შესაბამისად, მას შეუძლია ექსტრაპირამიდული ხასიათის დარღვევების გამოწვევა
3 choice options
99. ეპილეპსიური შეტევის განვითარებას, ხშირ შემთხვევაში, საფუძვლად უდევს ცენ- ტრალურ ნერვულ სისტემაში, სხვადასხვა ფაქტორებით პროვოცირებული ნეირონე- ბის გარკვეული ჯგუფის მოულოდნელი, ანომალური დეპოლარიზაცია, რომელიც იღებს ან ლოკალურ ხასიათს (კეროვანი ეპილეპსია), ან ვრცელდება ორივე ნახე- ვარსფეროზე და ვითარდება გენერალიზირებული კონვულსიები (გულყრები). ან- ტიკონვულსანტების ხანგრძლივი გამოყენება (გვერდითი ეფექტების გამო) ნეგატი- ურად აისახება ბავშვების გონებრივ შესაძლებლობებზე და ფსიქიკის ფორმირება- ზე. ამიტომ, ფარმაკოთერაპიის შეწყვეტა რაციონალურია, თუ პაციენტს, მკურნა- ლობის დაწყებიდან 3 4 წლის განმავლობაში არ აღენიშნება გულყრები. როგორი სქემით უნდა განხორციელდეს ფარმაკოთერაპიის შეწყვეტა, რათა თავიდან ავიცი- ლოთ დაავადების რეციდივი?
ანტიკონვულსანტის დოზას თანდათან შევამცირებთ 6 თვის განმავლობაში. პაციენტმა, რეციდივის განვითარების შემთხვევაში, კვლავ უნდა ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი ხანგრძლივობით 2 3 წელიწადი.
3 choice options
100. ტეტანოსპაზმინი იწვევს ძლიერ ტონურ კონვულსიებს. როგორია ამ შხამის მოქმე- დების მექანიზმი?
ტეტანოსპაზმინი (რეტროგრადული აქსონური ტრანსპორტის მეშვეობით) ხვდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, სადაც უკავშირდება სინაპსურ ცი- ლებს (სინაპტობრევინი, ცელუბრევინი) და ხელს უშლის დამთრგუნველი მე- დიატორების გლიცინის და გამაამინოერბომჟავას გამოყოფას.
2 choice options
101. აღნიშნეთ აღმგზნები ნეირომედიატორები
გლიცინი გამაამინოერბომჟავა
2 choice options
102. ანტიკონვულსანტების (დიფენინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, ნატრიუმის ვალპროატი და ა.შ.) გამოყენება ორსულებში ზრდის ახალშობილებში სიმახინჯეე- ბის განვითარების ალბათობას. ამიტომ პრეპარატები უნდა დაინიშნოს მინიმალუ- რი ეფექტური დოზით (მონოთერაპიის რეჟიმში). კლინიკური კვლევების შედეგების საფუძველზე დადგენილია, რომ ანტიკონვულსანტები აჩქარებენ ვიტამინების ბი- ოტრანსფორმაციას, რაც ხდება ტერატოგენური ეფექტების განვითარების მიზეზი. რომელი ვიტამინი უნდა დაინიშნოს ორსულებში, ნაყოფზე ანტიკონვულსანტების ნეგატიური ზემოქმედების შემცირების მიზნით?
ფოლიუმის მჟავა
2 choice options
103. პერორალური, ჰორმონალური კონტრაცეპციური საშუალებების ეფექტურობა კარბა- მაზეპინის მიღების ფონზე
მცირდება
2 choice options
104. როგორია ალპრაზოლამის (ქსანაქსის) დანიშვნის ძირითადი ჩვენებები?
განგაშის მდგომარეობა და ნევროზი
2 choice options
105. მოძრაობათა კოორდინაციის დარღვევას დროსა და სივრცეში, კუნთების შეკუმშვის ძალის ცვლილების გარეშე, ეწოდება
ატაქსია
2 choice options
106. თუ ეპილეპსიური სტატუსის დროს, ვერ ხერხდება დიაზეპამის ინტრავენური ინექცია, სწრაფი ფარმაკოლოგიური ეფექტის მისაღებად რაციონალური იქნება პრე- პარატის შეყვანა
რექტალურად
2 choice options