
Farmako
Created on 17th June 2025
1 plays
39 Questions
No Description
Questions (39)
1. 1. რატომ ძლიერდება დიურეზი საგულე გლიკოზიდების გამოყენებისას გულის ქრონიკული უკმარისობის დროს?
1) დადებითი ინოტროპული მოქმედების გამო უმჯობესდება თირკმლებისერფუზია
3 choice options
2. 2. რომელი ფერმენტის ბლოკირებას იწვევენ საგულე გლიკოზიდები?
1) მემბრანული Na+, K+ – ატფ ზა
3 choice options
3. 3. ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) საგულე გლიკოზიდები:
1)აგრძელებენ P–P ინტერვალს
3 choice options
4. 4. საგულე გლიკოზიდებისთვის დამახასიათებელია, შემდეგი ფარმაკოლოგიური ეფექტების განვითარება:
დადებითი ბატმოტროპული უარყოფითი დრომოტროპული დადებითი ინოტროპული უარყოფითი ქრონოტროპული
2 choice options
5. 5. რომელი მედიკამენტებით ინტოქსიკაციისას ვღებულობთ მიოზს?
კლონიდინი, ქოლინომიმეტიკები ოპიოიდები, ფოსფორორგანული ნაერთები
2 choice options
6. 6. ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებები ყოველთვის იწვევენ მიოზს. ვითარდება თუ არა, ამ გვერდითი ეფექტის მიმართ ტოლერანტობა, ოპიატების ხანგრძლივად გამოყენებისას?
არა
2 choice options
7. 7.ოპიოიდების ორგანიზმში შეყვანის შემდეგ, განივზოლიანი კუნთების ტონუსი
2) იზრდება
2 choice options
8. 8. ნარკოტიკული ანალგეტიკების ჭარბი დოზით გამოყენებისას, პაციენტების 50%–ს შესაძლოა გა- ნუვითარდეს ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება (ნალოქსონის გამოყენება მდგომარეობას დაამძიმებს). რა უდევს საფუძვლად ამ პროცესს?
1) ჰიპოვენტილაცია, ჰიპოქსია და კაპილარების განვლადობის გაზრდა
3 choice options
9. 9. ხასიათდება თუ არა ოპიოიდური ანალგეზიური საშუალება – მორფინი ტერატოგენური მოქმედე- ბით?
არა
2 choice options
10. 10. ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტ–ანტაგონისტების გვერდითი ეფექტებიდან, ყველაზე ხში- რად ვღებულობთ:
1) ჰალუცინაციებს, განგაშს, ძილის დარღვევას.
2 choice options
11. 11. როგორ მოქმედებს მორფინი მშობიარობის აქტზე?
2) თრგუნავს
2 choice options
12. 12. ბარალგინის ერთჯერადი დოზა (ინტრავენური ინექციისას) არ უნდა აღემატებოდეს 2 მლ- ს და თანაც პრეპარატი შეჰყავთ საკმაოდ ნელა (1 მლ/წთ სიჩქარით), წნევის, პულსის და სუნთქვის კონტროლის ქვეშ. როგორია ბარალგინის სადღეღამისო დოზა, თუ იგეგმება მისი კუნთში შეყვანა?
1) მაქსიმუმ 10 მლ (2 ამპ)
3 choice options
13. 13. წინაგულების პაროქსიზმული ფიბრილაცია (მედიკამენტური ჩარევის გარეშე) საშუალოდ გრძელდება
1) 48 სთ
2 choice options
14. 14. ერთჯერადად, 100 მგ ტრამადოლის პერორალურად მიღებისას (ონკოპაციენტებში მაღალი ინტენსივობის ტკივილის პროფილაქტიკის მიზნით), ფარმაკოლოგიური ეფექტი განვითარდება 20-30 წუთში და გაგრძელდებ
2) 4-8 საათის განმავლობაში
2 choice options
15. 15. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის პირობებში, 6 წლის ბავშვს აღენიშნება სხეულის მომატებული ტემპერატურა - 400C. ტემპერატურის კორექცია ვერ ხერხდება მედიკამენტების მეშვეობით (ეფერალგანის სანთელი, ანალგინის საინექციო ხსნარი, ნუროფენის სიროფი) და არსებობს ფებრილური კონვულსიების განვითარების მაღალი ალბათობა. როგორი უნდა იყოს მოქმედების ტაქტიკა?
2) ბავშვს უნდა გავხადოთ ტანისამოსი და სხეული (თავი, მუცელი კიდურები) დავასველოთ თბილი წყლით (წყალს ვაძლევთ აორთქლების საშუალებას).
2 choice options
16. 16. აღნიშნეთ ის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომელთა გამოყენება შე- საძლებელია ინტრავენურად.
დიკლობრიუ (დიკლოფენაკი) არტოქსანი (ტენოქსიკამი)3) კეტონალი (კეტოპროფენი) ტორადოლი (კეტოროლაკი)
2 choice options
17. 18. როგორი სქემით ხორციელდება მოვალისის (აბები) დოზირება?
1) 7.5 15 მგ დღეში 1 ჯერ
3 choice options
18. 20. ონტაქტური საფაღარათო საშუალების გუტალაქსის (ნატრიუმის პიკოსულფატი) წვეთების მიღების შემდეგ ფარმაკოლოგიური ეფექტი ვითარდება:
2) 6 8 სთ ში
3 choice options
19. 21. პაციენტს აქვს ზედა ყბის მე-2 და მე-3 მოლარის ოდონტოგენური ინფექცია. რომელ სქემას მიანიჭებთ უპირატესობას?
2)ცეფტრიაქსონი + ციპროფლოქსაცინი + მეტრონიდაზოლი
3 choice options
20. 22. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი შეიცავს, თავის შემადგენლობაში, ციანოკობალამინთან ერთად როგორც სტეროიდულ, ასევე არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებს და ხასიათდება: ანტიფლოგისტიკური, ანტიპირეტიკული, ანალგეზიური და ურიკოზურიული ეფექტებით?
2) ამბენე
4 choice options
21. 23. რკინის (Fe2+) იონების შეწოვა ინტენსიურად მიმდინარეობს
3) წვრილი ნაწლავიდან
3 choice options
22. 24. წყლულის ზედაპირს აგრესიული ფაქტორებისგან მექანიკურად იცავს:
2) დე ნოლ
3 choice options
23. 25. როგორი სქემით ინიშნება ანტიაგრეგანტი პლავიქსი (კლოპიდოგრელი)?
1) 1 აბი (75 მგ) დღეში 1 ჯერ
3 choice options
24. 26. 67 წლის ქალბატონს დიაგნოზით მიტრალური სტენოზი, კარდიოლოგმა დაუნიშნა თერაპია ვარფარინით. მე 3 დღეს ბარძაყის და მკერდის არეში პაციენტს აღენიშნება ჰიპერემიული მტკივნეული კერები. შეეძლო თუ არა ეს გართულებები გამოეწვია ვარფარინს?
3) ეპოქსიდრედუქტაზას ინჰიბირებამ გამოიწვია C და S ცილების ანტიკოაგულანტების სინთეზის ბლოკირება, რამაც განაპირობა სისხლის ტრანზიტორული ჰიპერკოაგულაცია. ამიტომ რაციონალურია, საწყის ეტაპზე ვარფარინთან ერთად ჰეპარინის მცირე დოზების გამოყენება
3 choice options
25. 27. ეს პრეპარატი ააქტიურებს ფიბრინოლიზურ სისტემას, რადგან ხელს უწყობს პლაზმინოგენიდან პლაზმინის წარმოქმნას. ინიშნება ინტრავენურად თრომბების დაშლის მიზნით. პრეპარატი ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, მასიურ ჰემორაგიებს, რეპერფუზიულ არითმიებს და ა.შ. რომელ მათგანზეა საუბარი?
3) სტრეპტოკინაზა
3 choice options
26. 29. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ კარდიოლოგიური პროფილის დაწესებულებაში გადაყვანილია პაციენტი (სქესი - მამრ., ასაკი - 60 წლის) შემდეგი ჩივილებით: ტკივილი გულის არეში, ჰაერის უკმარისობა (უმნიშვნელო დატვირთვის ფონზეც კი), ტაქიკარდია და მკვეთრად გამოხატული საერთო სისუსტე. 2 კვირის წინ, პაციენტს ჩაუტარდა საფუძვლიანი კვლევა და ბარათში დაფიქსირებულია დიაგნოზი: გულის იშემიური დაავადება, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, მარცხენა საკნების და მარჯვენა წინაგულის დილატაცია, მარცხენა პარკუჭის გამოტყორცნის ფრაქციის შემცირება (30%), მიტრალური სტენოზი, გულის ქრონიკული უკმარისობა (III ფუნქციონალური კლასის), ჰიდროპერიკარდიტი და ჰიდროთორაქსი მარჯვნივ. მისაღებში, ელექტროკარდიოგრამაზე აღინიშნება პარკუჭოვანი არითმია (სურ. 19.48) არასტაბილური ჰემოდინამიკის პირობებში (80/50-ზე – მმ. ვწყ. სვეტის მიხედვით). ძალზედ მაღალია პარკუჭების ფიბრილაციის განვითარების ალბათობა. კარდიოლოგმა ინტრავენურად შეიყვანა ჯერ ჰეპარინი 5000 ერთეული + დოფამინი 4%-იანი 5 მლ და პერორალურად მისცა პაციენტს ასპირინი 250 მგ + კლოპიდოგრელი 300 მგ. ასეთ ვითარებაში, პარკუჭოვანი არითმიის კორექციის რომელ მეთოდს მიანიჭებს უპირატესობას კარდიოლოგი
ორივე
3 choice options
27. 31. პაციენტი 46 წლის (ქალბატონი, პროფესიით პედაგოგი), მას ბოლო 4 თვის განმავლობაში აწუხებს თავის ტკივილი და პერიოდულად იღებს ციტრამონს. დღეს დილით, თავის ტკივილსდაერთო თავბრუსხვევა და პირღებინების შეგრძნება, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო დახმარება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დააფიქსირა არტერიული ჰიპერტენზია 170/110 (მმ. ვწყ. სვეტის მიხედვით), ტაქიკარდია (პულსი - 100/წთ) და ეკგ-ზე მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. მდგომარეობის კორექციის შემდეგ, პაციენტი გადაყვანილი იქნა სტაციონარში. შარდის ანალიზში არის ალბუმინურია და მიკროჰემატურია, თვალის ფსკერზე გამოხატულია არტერიების სპაზმი და ვენების გაგანიერება. რენტგენოლოგიური გამოკვლევისას, გულის საზღვრებია გადიდებული მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის გამო. არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო რომელ სქემას მიანიჭებთ უპირატესობას?
2. ინდაპამიდის 1 აბი (2,5 მგ) დილით, დღეში 1-ჯერ + ატენოლოლის 1 აბი (50 მგ) დილით, დღეში 1-ჯერ + ამლოდიპინის 1 აბი (5 მგ) საღამოს, დღეში 1-ჯერ + ენალაპრილის 1 აბი (5 მგ) საღამოს დღეში 1-ჯერ + კარდიომაგნილის 1 აბი (150 მგ) ყოველ მე-3 დღეს ჭამის შემდეგ
2 choice options
28. 32. ინდაპამიდი (პრეპარატი Arifon) იწვევს ვაზოდილატაციას და ხელს უშლის ჰენლეს მარყუჟის კორტიკალურ ნაწილში Na+ და Cl- იონების რეაბსორბციას. თერაპიული დოზით გამოყენებისას დიურეზზე მოქმედებს უმნიშვნელოდ. პრეპარატი ინიშნება დღეში 1 ჯერ (დილით). რომელი პათოლოგიების დროს იყენებენ ამ პრეპარატს?
1) ესენციური არტერიული ჰიპერტენზია
4 choice options
29. 33. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან, ნიფედიპინისთვის და ამლოდიპინისთვის დამახასიათებელია:
4)ტერფების შეშუპება
4 choice options
30. 34. როგორი სქემით ინიშნება პერინდოპრილი (პრეპარატი პრესტარიუმი) არტერიული ჰიპერტენზიის დროს?
3) 5 10 მგ 1 ჯერ დღეში
3 choice options
31. 35. ეს პრეპარატი ბლოკავს ანგიოტენზინ ის AT1 რეცეპტორებს და შესაბამისად ამცირებს სისტემურ არტერიულ წნევას, ალდოსტერონის კონცენტრაციას პლაზმაში, პოსტდატვირთვას და აუმჯობესებს ჰემოდინამიკას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში. მისი დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია: არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა. რომელ მედიკამენტზეა საუბარი?
1)ლოზარტანი
3 choice options
32. 36. ანგიოტენზინ– -ის რეცეპტორების ბლოკატორი- ლოზარტანი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების გათვალისწინებით ინიშნება
1) დღეში 1 ჯერ
3 choice options
33. 37. ნიტროგლიცერინის თერაპიული ეფექტი სუბლინგვალურად გამოყენებისას გრძელდება:
3)30 წთ
3 choice options
34. 38. კარდიოვერსიის განხორციელების შემდეგ, ანტიკოაგულაციური თერაპია უნდა გაგრძელდეს, მინიმუმ
1)4 კვირა
3 choice options
35. 39. მიუთითეთ ანტიარითმიული საშუალებები, რომლებსაც ეფექტურად იყენებენ პარკუჭების ფიბრილაციის პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით:
4) ამიოდარონი, ბრეტილიუმის ტოზილატი
4 choice options
36. 40. დიგოქსინის პერორალურად მიღებისას ფარმაკოლოგიური ეფექტი ვითარდება:
2) 0.5 2 სთ ში
3 choice options
37. 41. ბარალგინის ერთჯერადი დოზა (ინტრავენური ინექციისას) არ უნდა აღემატებოდეს 2 მლ- ს და თანაც პრეპარატი შეჰყავთ საკმაოდ ნელა (1 მლ/წთ სიჩქარით), წნევის, პულსის და სუნთქვის კონტროლის ქვეშ. როგორია ბარალგინის სადღეღამისო დოზა, თუ იგეგმება მისი კუნთში შეყვანა?
1) მაქსიმუმ 10 მლ (2 ამპ)
3 choice options
38. 42. ბუპრენორფინს (Subutex) იყენებენ როგორც პერორალურად, ასევე სუბლინგვალურად. T1/2 – 5 სთ, ანალგეზიის ხანგრძლივობა არის 6 სთ. ის ნაკლებად თრგუნავს სუნთქვის ცენტრს და აგონისტებისგან განსხვავებით, დამოკიდებულება ვითარდება უფრო იშვიათად. ბუპრენორ- ფინი არის μ–რეცეპტორების აგონისტი და κ– რეცეპტორების ანტაგონისტი. ამ პრეპარატით ინტოქსიკაციისას, ოპიატების სელექტიური ანტაგონისტი ნალოქსონი არაეფექტურია, ამიტომ სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის შემთხვევაში, აუცილებელი იქნება:
2) პაციენტის გადაყვანა მართვად სუნთქვაზე
3 choice options
39. 43. ღვიძლის კოლიკის დროს, ტკივილს ეფექტურად მოხსნის:
1) ბარალგინი
4 choice options