
ფინანსები
Created on 31st May 2024
0 plays
150 Questions
No Description
Questions (150)
1. რას შეისწავლის ფინანსები სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემებში?
ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფულადი ფონდების შექმნის, განაწილებისა და გამოყენების პროცესში წარმოშობილ ეკონომიკურ ურთიერთობებს.
2 choice options
2. რასთან არის ფინანსები ისტორიულად დაკავშირებული?
სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა წარმოშობასთან;
2 choice options
3. არის თუ არა ფინანსები, როგორც ისტორიული ასევე ეკონომიკური კატეგორია?
დიახ , არის
2 choice options
4. ისტორიულად რამდენი სახის შრომის დიდი საზოგადოებრივი დანაწილებაა ცნობილი?
3
2 choice options
5. რომელი ეკონომიკური კატეგორია წარმოქმნა პირველმა კლასობრივმა საზოგადოებამ – მონათმფლობელობამ?
ფინანსები, ანუ გადასახადები;
2 choice options
6. მოიხსენიებდნენ თუ არა ფინანსებს უძველეს ტრაქტატებში ძველი მოაზროვნეები?
ფინანსებს მოიხსენიებდნენ, მაგრამ არა როგორც მეცნიერებას;
2 choice options
7. ფინანსებს, როგორც მეცნიერებას როდის ჩაეყარა საფუძველი?
კაპიტალიზმში
2 choice options
8. როგორი კატეგორიები არიან ფინანსები და ფული?
ისინი განსხვავებული კატეგორიები არიან თავისი არსით და ფუნქციებით.
2 choice options
9. როგორ მიიღება ეროვნული შემოსავალი?
ერთობლივ ეროვნულ პროდუქტს გამოვაკლებთ კაპიტალის მოხმარებას, მივიღებთ წმინდა ეროვნულ პროდუქტს (წეპ), ხოლო თუ ამ უკანასკნელს გამოვაკლებთ ირიბ (ანუ არაპირდაპირ) გადასახადებს მივიღებთ ეროვნულ შემოსავალს (ეშ).
2 choice options
10. რას გულისხმობს ფულადი საშუალებების პირველადი განაწილება?
ფულადი საშუალებების პირველადი განაწილების (ანუ ასე ვთქვათ, განაწილების) დროს წარმოების ფაქტორთა მფლობელები იღებენ თავდაპირველ შემოსავლებს.
2 choice options
11. რას ნიშნავს ფულადი საშუალებების მეორადი განაწილება (ანუ გადანაწილება)?
სახსრების გადანაწილებას დარგთაშორის,
2 choice options
12. რას წარმოადგენს ფინანსური სისტემა ინსტიტუციონალური თვალსაზრისით?
ფინანსურ ურთიერთობათა სხვადასხვა სფეროების ერთობლიობას, როდესაც წარმოებს ფულადი ფონდების შექმნა და გამოყენება.
2 choice options
13. რისგან შედგება საქართველოს ფინანსური სისტემა?
შემდეგი რგოლებისაგან, რომლებიც მოიცავენ მათთვის დამახასიათებელ ურთიერთობებს: 1. სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა; 2. სახელმწიფო კრედიტი; 3. ქონებრივი და პირადი დაზღვევის ფონდები; 4. საკუთრების სხვადასხვა ფორმის საწარმოთა ფინანსები
2 choice options
14. ეროვნულ ეკონომიკაზე სახელმწიფო ზემოქმედების რომელი ფინანსური მეთოდები არსებობენ?
საბიუჯეტო და საგადასახადო მეთოდები.
2 choice options
15. რას გულისხმობს ეროვნულ ეკონომიკაზე ფინანსური ზემოქმედების საბიუჯეტო მეთოდი?
საბიუჯეტო ასიგნებების როგორც შემცირებას , ასევე გადიდებას
2 choice options
16. რას გულისხმობს ეროვნულ ეკონომიკაზე ფინანსური ზემოქმედების საგადასახადო მეთოდი?
-გადასახადების ან გაზრდას ან შემცირებას.
2 choice options
17. . რას იწვევს გადასახადების შემცირება?
მეწარმეთა მოგების ზრდას, კაპიტალის ბრუნვადობის დაჩქარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას;
2 choice options
18. რომელი მიმართულებებით წარიმართება გაფართოებული კვლავწარმოების პროცესში ფინანსების ზემოქმედება?
ზემოქმედება სამი მიმართულებით წარიმართება: 1. გაფართოებული კვლავწარმოების მოთხოვნათა ფინანსური უზრუნველყოფა; 2. ეკონომიკური და სოციალური პროცესების ფინანსური რეგულირება; 3. სამეურნეო საქმიანობის საუკეთესო შედეგების ფინანსური სტიმულირება. ყველაა
2 choice options
19. რისი მეშვეობით ხორციელდება საბაზრო ეკონომიკის დროს ფინანსურ რესურსებზე მოთხოვნის უზრუნველყოფა?
ფინანსური ბაზრის მეშვეობით.
2 choice options
20. რა თავისებურებებით ხასიათდება ფინანსური ბაზარი?
დროითი და ინსტიტუციონალური ნიშნები
2 choice options
21. როგორ იყოფა დროითი ნიშნის მიხედვით ფინანსური ბაზარი?
მოკლევადიანი სესხების ბაზარს- რამდენიმე კვირიდან ერთ წლამდე საინვესტიციო კაპიტალების ბაზარს,- ერთი წლიდან 5 წლამდე ვადით (საშუალოვადიანი) 5 წელზე მეტი ხნით (გრძელვადიანი)
2 choice options
22. როგორ იყოფა ინსტიტუციონალური ნიშნის მიხედვით ფინანსური ბაზარი?
საკრედიტო სისტემას და ფასიანი ქაღალდების ბაზარს.
2 choice options
23. როგორ იყოფა ფასიანი ქაღალდების ბაზარი?
ფასიანი ქაღალდების პირველად (საემისიო) ბაზრად და მეორად ბაზრად (საფონდო ბირჟად);
2 choice options
24. რა გზებით ხორციელდება ფულადი სახსრების მიმართულება ფინანსურ ბაზარზე?
პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსების გზით
2 choice options
25. რას გულისხმობს არაპირდაპირი დაფინანსება ფინანსურ ბაზარზე?
ინსტიტუტების მეშვეობით
2 choice options
26. . რას წარმოადგენს ფინანსური რესურსები?
სახელმწიფოს, საწარმოების, კორპორაციების, და სხვა ორგანიზაციების განკარგულებაში მყოფი ფულადი სახსრების ფონდების ერთობლიობა.
2 choice options
27. რა არის ფინანსური რეზერვები?
ფინანსური რესურსების ხელუხლებელი ნაწილია, რომელიც გამოიყენება მკაცრად დადგენილი დანიშნულებით;
2 choice options
28. რა პერიოდით ეძლევა კლიენტს კრედიტი ფულად ბაზარზე?
1 წლამდე
2 choice options
29. რა ვადით გაიცემა კრედიტი კაპიტალების ბაზარზე?
ერთი წლიდან 5 წლამდე ვადით (საშუალოვადიანი) 5 წელზე მეტი ხნით (გრძელვადიანი)
2 choice options
30. რა არის ფინანსური ბაზარი?
ფულადი სახსრების მოძრაობის ორგანიზების განსაკუთრებული ფორმაა და ფუნქციონირებს, როგორც სასესხო კაპიტალის ბაზრის, ისე ფასიანი ქაღალდების ბაზრის სახით
2 choice options
31. ქვეყნის რომელი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია საფინანსო პოლიტიკა?
ეკონომიკური პოლიტიკის
2 choice options
32. რას წარმოადგენს საფინანსო პოლიტიკა?
იგი არის სახელმწიფოს მიერ თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების უზრუნველსაყოფად შემუშავებული ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც ვლინდება ფინანსური რესურსების მობილიზაცია-განაწილება-გამოყენებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
2 choice options
33. რა არის ყველა ქვეყანაში საფინანსო პოლიტიკის მთავარი ამოცანა?
უზრუნველყოფილი იქნეს შესაბამისი ფინანსური რესურსებით სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ესა თუ ის პროგრამა. საფინანსო პოლიტიკა სახელმწიფოს საქმიანობის დამოუკიდებელი სფეროა ფინანსურ ურთიერთობათა დარგში.
2 choice options
34. რაზეა დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ საფინანსო პოლიტიკის გასატარებელი მეთოდების შემუშავება?
სახელმწიფოს ისტორიულ პირობებზე, გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, მისი ეკონომიკური განვითარების დონეზე, ეროვნულ ტრადიციებზე და სხვ.
2 choice options
35. რა მიმართულებებს ისახავს საქართველოში ახალი საფინანსო პოლიტიკა?
ყველა სწორია
2 choice options
36. რომელია ქვეყნის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ძირითადი ელემენტები?
ყველა სწორია
2 choice options
37. საფინანსო პოლიტიკის რეალიზაცისათვის გამოიყენება:
ფინანსური მექანიზმი
2 choice options
38. რომელია ფინანსური მექანიზმის სტრუქტურაში შემავალი ელემენტები?
სხვადასხვა ფინანსური ბერკეტები, ფინანსური დაგეგმვა, ფინანსური ლიმიტები, რეზერვები, ფინანსური ნორმატივები, ჯარიმები, სანქციები, ფინანსური სტიმულები (ყველააა)
2 choice options
39. .რას წარმოადგენს ზოგადად მართვა?
ეს არის განსაზღვრული შედეგების მისაღწევად ობიექტზე მიზანმიმართული ზემოქმედების წესებისა და მეთოდების ერთობლიობა.
2 choice options
40. .რას მოიცავს ფინანსების მართვა?
მოიცავს საქმიანობას, რომელიც ეხება სახელმწიფოს მიერ საერთო საფინანსო პოლიტიკის გატარებას, ფინანსურ დაგეგმვას, ფინანსური რესურსების მობილიზაცია-განაწილება-გამოყენებას, საფინანსო კანონმდებლობის დამუშავებას.
2 choice options
41. ფინანსების მართვის ობიექტებია:
სხვადასხვაგვარი ფინანსური ურთიერთობები,სახელმწიფო ფინანსები, საწარმოთა ფინანსები და სადაზღვევო საქმე. (ყველააა)
2 choice options
42. ფინანსების მართვის სუბიექტებია:
სახელმწიფო საფინანსო ორგანოები და საგადასახადო სამსახურები, საწარმოთა საფინანსო განყოფილებები და სადაზღვევო სამსახურები (ყველაა)
2 choice options
43. რას უწოდებენ ორგანიზაციული სტრუქტურების ერთობლიობას, რომლითაც ხორციელდება ფინანსების მართვა?
საფინანსო აპარატი.
2 choice options
44. რას გულისხმობს ფინანსების მეცნიერული მართვა?
დროულად აღმოიფხვრას ყველა მოსალოდნელი ნეგატიური მოვლენები ახალი ფინანსური ბერკეტების შემოღებით, ან ძველის გაუქმებით.
2 choice options
45. რა ფორმით ხორციელდება ფინანსური დაგეგმვა?
მხოლოდ ფულად ფორმაში და მის მთავარ ობიექტად გამოდიან ფინანსური რესურსები,
2 choice options
46. რა პრინციპების საფუძველზე ხორციელდება ფინანსური დაგეგმვა?
ობიექტურობის,სისტემურობის, უწყვეტობის და ოპტიმალურობის პრინციპი 4
2 choice options
47. რა არის ფინანსების სტრატეგიული მართვის მიზანი?
-საფინანსო პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრა და მისი რეალიზაცია.
2 choice options
48. რომელია ფინანსური მართვის ძირითადი მეთოდები?
დაგეგმვა და პროგნოზირება, დაბეგვრა, თვითდაფინანსება, დაკრედიტება, საამორტიზაციო ანარიცხების სისტემის, სტიმულირების სისტემისა და ფინანსური სანქციების გამოყენება
2 choice options
49. რა არის ფინანსური გეგმები?
საზოგადოებაში ფინანსური რესურსების შექმნის, განაწილებისა და გამოყენების გეგმები.
2 choice options
50. როგორია ფინანსური გეგმები ვადების მიხედვით?
ოპერატიულია თვის ან კვარტლის გეგმები, მოკლევადიანია ერთ წლამდე პერიოდის გეგმები, პერსპექტიულია – საშუალოვადიანი (1-5 წლამდე) გრძელვადიანი (5 წელზე მეტი ხნით) ფინანსური გეგმები.
2 choice options
51. რაში მდგომარეობს მათემატიკური მოდელირების მეთოდის ძირითადი არსი ფინანსურ დაგეგმვაში?
ძირითადი არსი მდგომარეობს რეალური ეკონომიკური
2 choice options
52. რას წარმოადგენს საწარმოთა ფინანსური რესურსები?
ფულად შემოსავლებს, რომლებიც სამეურნეო სუბიექტის (საწარმოს) განკარგულებაშია და გამოიყენება ფინანსურ ვალდებულებათა შესასრულებლად, კვლავწარმოების პროცესის გასაფართოებლად და მუშაკთა ეკონომიკური სტიმულირებისათვის.
2 choice options
53. რის საფუძველზე ხდება საწარმოს ფინანსური რესურსების თავდაპირველი ფორმირება?
საწარმოს ჩამოყალიბების პროცესში საწესდებო კაპიტალის შექმნის გზით, რომლის წყაროებია: სააქციო კაპიტალი, გრძელვადიანი სესხები, საბიუჯეტო სახსრები (ყველაააა)
2 choice options
54. რომელი წყაროებია უკვე მოქმედ საწარმოებში ფინანსური რესურსების შექმნის საშუალება?
პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები,მოგება და ამორტიზაციის ანარიცხები,ფასიანი ქაღალდების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები.
2 choice options
55. რა მიმართულებით გამოიყენება საწარმოს ფინანსური რესურსები?
რეინვესტირება,ინვესტირება (დაბანდება) ფასიან ქაღალდებში ; წარმართვა საფინანსო-საბიუჯეტო ვალდებულებების შესასრულებლად ; წარმართვა ეკონომიკური სტიმულირებისა და სოციალური დანიშნულების ფონდებში; - ფინანსური რესურსების გამოყენება საქველმოქმედო მიზნებისათვის; (ყველა)
2 choice options
56. რა ეტაპებს გაივლის ფინანსური მენეჯერი საქმიანობის პროცესში?
ფინანსური ანგარიშგების ანალიზი: - შემოსავლებისა და ნაღდი ფულის შემოსვლის პროგნოზირება; - ღირებულების შექმნა-შენარჩუნება; - კაპიტალდაბანდებათა ეფექტიანობის ანალიზი; - საწარმოთა ღირებულების შეფასება მათი შეერთების ან შთანთქმის პროცესში;
2 choice options
57. რის მიხედვით ხდება საწარმოთა ღირებულების შეფასება მათი შეერთების ან შთანთქმის პროცესში?
პირველ რიგში შეისწავლება იმ ფირმის ღირებულება, რომლის შეერთება ან შთანთქმა ხდება. შეფასება ხდება საბალანსო, სალიკვიდაციო ანდა აღდგენითი ღირებულების მიხედვით. შემდეგ ხდება საწარმოს შემოსავლების შეფასება. ამ ხერხით ანგარიშობენ საწარმოს ფასს, მის ღირებულებას.
2 choice options
58. მაქსიმიზაციის რომელ სფეროებამდე დაიყვანება ფინანსური გადაწყვეტილების საბოლოო მიზანი?
დაიყვანება სამ ძირითად ფენომენზე, რომლებიც მოიცავენ მაქსიმიზაციის სამ სფეროს: გაყიდვის, მოგებისა და მესაკუთრეთა (აქციონერთა) სიმდიდრის მაქსიმიზაციას.
2 choice options
59. რა არის რეინვესტირება?
საკუთარი სახსრების ინვესტირებას კაპიტალურ დანახარჯებში, რაც უკავშირდება წარმოების გაფართოებას, ტექნიკურ განახლებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და სხვა პროცესებს;
2 choice options
60. ვინ წყვეტს ფინანსურ საკითხებს მცირე საწარმოებში?
საწარმოს ხელმძღვანელმა მთავარ ბუღალტერთან ერთად.
2 choice options
61. როგორ მიიღება გადაწყვეტილებები ფინანსურ ოპერაციებზე?
ხდება მათი დახვეწილად მომზადება და დასაბუთება;
2 choice options
62. როგორი საწარმოს ხელმძღვანელობაა დაინტერსებული კაპიტალის მაქსიმალურად სწრაფ და მაღალ უკუგებაში?
მცირე საწარმოებისათვის
2 choice options
63. რა ითვლება ფინანსური მენეჯერის საქმიანობის ძირითად სეგმენტებად?
ყველააა
2 choice options
64. გარდა რეგულარულად შესასრულებელი საქმიანობისა, რა სპეციფიკური საქმეებით შეიძლება დაკავდეს ფინანსური მენეჯერი?
მართოს ფინანსები ინფლაციის პირობებში, კრიზისის პერიოდში, ბიზნესის რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის პირობებშიც;
2 choice options
65. რა პრინციპებით უნდა წარმართოს საწარმომ (ფირმამ) მუშაობა?
ყველა მათგანით; (ფინანსური სტიმულირების პრინციპით.მატერიალური პასუხისმგებლობის პრინციპით;)
2 choice options
66. რომელია ფინანსური მართვის ობიექტების ურთიერთდაკავშირებული ელემენტები (მართული ქვესისტემები)
ფინანსური ურთიერთობები, ფინანსური რესურსები და ფინანსური რესურსების წყაროები, -
2 choice options
67. რომელ სტრუქტურულ შემადგენელ ნაწილებს მოიცავს ფულადი მიმოქცევა?
უნაღდო და ნაღდ ბრუნვას;
2 choice options
68. რა საშუალებებით ხორციელდება ნაღდი ფულადი ბრუნვა?
ქაღალდის ფულით, ბანკნოტებით და დასახურდავებელი მონეტებით;
2 choice options
69. რა განასხვავებს ფულის მიმოქცევას და ფულადი ნიშნების მიმოქცევას ერთმანეთისაგან?
ფულის მიმოქცევა მოიცავს, როგორც ნაღდ, ისე უნაღდო ბრუნვას, ხოლო ფულის ნიშნების მიმოქცევა მოიცავს მხოლოდ ნაღდი ფულის ბრუნვას;
2 choice options
70. როგორ განიმარტება უნაღდო ფულის მიმოქცევა?
ეს არის ფულის მოძრაობა განხორციელებული საბანკო დეპოზიტებიდან გადარიცხვების გზით;
2 choice options
71. როგორ განიმარტება ფულის ბრუნვის საშუალო სიჩქარე?
ეს არის ქვეყანაში ფულში გამოხატული გარიგებათა მთლიანი მოცულობა. ანუ, რამდენჯერ იცვლის მფლობელს ფულის ნიშანი;
2 choice options
72. რას იწვევს ფულის მიმოქცევის კანონის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა?
ფულის ინფლაციას
2 choice options
73. რას ნიშნავს მოთხოვნის ინფლაცია?
ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა ბევრად მეტია საქონელზე, ვიდრე ის იწარმოება და ხდება საქონლის ფასების ზრდა;
2 choice options
74. რა სახის ინფლაცია არსებობს?
ზომიერს, ანუ მცოცავს; ჭენებითს, ანუ მხტუნავს; ჰიპერინფლაციას, ანუ სუპერინფლაციას.
2 choice options
75. როგორი ტემპით უფასურდება ფული ზომიერი ინფლაციის დროს?
დროს ფასები ნელა იზრდება, წლიურად 10%-ის ფარგლებში.
2 choice options
76. მხტუნავი ინფლაციის დროს რამდენი პროცენტით უფასურდება ფული?
წლიურად 200%-მდე;
2 choice options
77. როგორია ჰიპერინფლაციის ტემპები?
წლიურად 1000%;
2 choice options
78. რომელი ძირითადი გზები არსებობს ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციისათვის?
ნულიფიკაცია რევალვაცია
2 choice options
79. გარდა ძირითადისა, ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის კიდევ რომელი გზები არსებობს?
დევალვაცია, დეფლაცია დენომინაცია
2 choice options
80. რამ გამოიწვია ადგილობრივი ნატურალური ეკვივალენტის ნაცვლად, ერთიანი საყოველთაო ეკვივალენტის - ფულის გაჩენა?
საქონელწარმოებისა და საქონელმიმოქცევის გაფართოვებამ;
2 choice options
81. რომელი ლითონის სახმარი ღირებულებით გამოიხატებოდა ყველა საქონლის ღირებულება?
ოქრო
2 choice options
82. რა ფუნქციები გააჩნია ფულს, როგორც საყოველთაო ექვივალენტს?
ღირებულების საზომის, მიმოქცევის საშუალების, დაგროვების საშუალების, გადახდის საშუალებისა და მსოფლიო ფულის ფუნქციები.
2 choice options
83. . რამ განაპირობა მსოფლიო ფულის გაჩენა?
შრომის საერთაშორისო დანაწილებამ და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებამ;
2 choice options
84. რას წარმოადგენს ფული მსოფლიო ბაზარზე?
1) გადახდის საყოველთაო საშუა-ლებას საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების დასაფარავად; 2) ყიდვის საერთაშორისო საშუალებას საზღვარგარეთ საქონლის შეძენისას; 3) საზოგადოებრივი სიმდიდრის საყოველთაო გამოხატულებას და ამ სიმდიდრის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადატანის საშუალებას სესხების და სუბსიდიების
2 choice options
85. უახლოეს ისტორიაში ფულის რომელი რეფორმებია ცნობილი?
1924, 1947, 1961, 1993, 1995 წლების რეფორმები; 5 სადაც არის
2 choice options
86. .რომელ ქვეყანაში მოიჭრა პირველი მონეტები?
დასავლეთ მცირე აზიის სახელმწიფოში – ლიდიაში, ჩვ. წ. აღ-მდე მე-7 საუკუნეში (670 წ. ძვ. წ. აღრ-ით, მეფე ჰიგესის მეფობის პერიოდში). უფრო ადრე კი ჩინეთში - უღერბო მონეტები.
2 choice options
87. რა არის საქონლის ფასი?
ფულში გამოხატული საქონლის ღირებულება
2 choice options
88. რა არის ელექტრონული ფული?
ეს არის ფული ბანკების კომპიუტერული მეხსიერების ანგარიშებზე.
2 choice options
89. რას წარმოადგენს ინფლაციის კრიტიკული წერტილი?
ეს ის მომენტია, როდესაც მიმოქცევაში არსებული ფულის მსყიდველობითი უნარი დაცემას იწყებს;
2 choice options
90. განმარტეთ რა არის ფულადი მასა?
ეს არის ნაღდი და უნაღდო ფულადი მიმოქცევის ერთობლივი მოცულობა
2 choice options
91. რა სახის ჯარიმა ეკისრება გადამხდელს დადგენილ ვადებში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში?
0,04% ჯარიმა გადასარიცხი თანხიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
2 choice options
92. რა სახის ჯარიმა ეკისრება ბანკს დადგენილ ვადებში თანხის გადაურიცხავობის შემთხვევაში?
0,5%-ის
2 choice options
93. უნაღდო ანგარიშწორების რომელი ძირითადი ფორმები არსებობენ?
საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო დავალება, საანგარიშსწორებო ჩეკი და აკრედიტივი.
2 choice options
94. რა არის საანგარიშსწორებო ჩეკი?
საბუთია, რომელიც შეიცავს ჩეკის გამცემის დავალებას ბანკის მიმართ მისი ანგარიშიდან გარკვეული თანხის გადარიცხვის შესახებ ჩეკის მიმღების (მფლობელის) ანგარიშზე; ( დიდი პასუხიააა)
2 choice options
95. რომელ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება?
ყველა მოთხოვნას უნდა პასუხობდეს. ( დროულობა.კონტროლი)
2 choice options
96. რას წარმოადგენს უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა?
წარმოადგენს ანგარიშსწორების ორგანიზაციის პრინციპების, მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნების, ანგარიშსწორების ფორმებისა და საშუალებების ერთობლიობას.
2 choice options
97. ჩამოთვალეთ უნაღდო ანგარიშსწორების რომელი პრინციპებია ცნობილი?
საჭიროა გადამხდელის თანხმობა მისი ანგარიშიდან სახსრების ჩამოწერის თაობაზე. გადახდები, როგორც წესი, ხორციელდება პროდუქციის გადატვირთვის და მომსახურების გაწევის შემდეგ; ყველა პრინციპი
2 choice options
98. როდის ჩამოყალიბდა პირველად ეროვნული ფულადი სისტემები?
მე-16-17 ს.ს
2 choice options
99. რამდენ ტიპად იყოფა ლითონის ფულის მიმოქცევის სისტემა?
ბიმეტალიზმს და მონომეტალიზმს,
2 choice options
100. ოქროს მონომეტალიზმის რამდენი სტანდარტია ცნობილი?
სამ სახეს: ოქრომონეტურს, ოქროსხმულს (ანუ, ოქროზოდურს) და ოქროდევიზურს.
2 choice options
101. როდის გაუქმდა ოქრომონეტური სტანდარტი?
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ;
2 choice options
102. როდის შემოიღეს ოქროზოდური და ოქროდევიზური სტანდარტები?
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ;
2 choice options
103. ძირითადად როდის დამკვიდრდა მსოფლიოში ქაღალდურ-საკრედიტო ფულის მიმოქცევის სისტემა, რის გამოც ფულის ნიშნები აღარ ხურდავდებოდა ოქროზე?
1929-1933 წ.წ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ
2 choice options
104. რატომ გაუქმდა ოქროს მონომეტალიზმის ყველა ფორმა?
1929-1933 წ.წ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ
2 choice options
105. სად და როდის შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდი?
1944 წელს, ბრეტონ-ვუდსში;
2 choice options
106. როდის შეიქმნა იამაიკის ფულადი სისტემა?
1976 წელს;
2 choice options
107. რით განსხვავდება ერთმანეთისგან ეკონომიკური კატეგორიები - „ფინანსები“ და „ფული“?
ისინი განსხვავებული კატეგორიები არიან თავისი არსით და ფუნქციებით
2 choice options
108. რა არის ეროვნული სიმდიდრე?
ეროვნული სიმდიდრე არის საზოგადოების განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე თაობების
2 choice options
109. რა არის ერთობლივი ეროვნული პროდუქტი (ეეპ)?
ეს არის ქვეყანაში წლის მანძილზე წარმოებული საქონლისა და გაწეული მომსახურების მთლიანი საბაზრო ღირებულება;
2 choice options
110. როგორ მიიღება წმინდა ეროვნული პროდუქტი (წეპ)?
თუ ერთობლივ ეროვნულ პროდუქტს გამოვაკლებთ კაპიტალის მოხმარებას, მივიღებთ წმინდა ეროვნულ პროდუქტს;
2 choice options
111. როგორ განიმარტება სახელმწიფო ფინანსები?
ეკონომიკურ ურთიერთობათა განსაკუთრებული ფორმა და იგი დაკავშირებულია ეეპ-ს პირველად და მეორად განაწილება-მოხმარებასთან
2 choice options
112. როგორ განიმარტება საოჯახო მეურნეობათა ფინანსები?
ეს არის ფულადი ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშობა ფულადი რესურსების დაგროვების, მათი მოხმარების, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით;
2 choice options
113. როგორ განიმარტება საწარმოთა ფინანსები?
ეს არის ფულადი ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშობა საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის პროცესში და უზრუნველყოფენ წარმოების პროცესს და მოგების მიღებას;
2 choice options
114. რაში ვლინდება ფინანსების განმანაწილებელი ფუნქცია?
ფინანსების განმანაწილებელი ფუნქცია ვლინდება ეეპ-ს და ეშ-ს განაწილება-გადანაწილების პროცესში,
2 choice options
115. რა არის ფინანსების საკონტროლო ფუნქციის ამოცანები?
ყველა სწორია ფინანსების საკონტროლო ფუნქციას თავისი ამოცანები გააჩნია. ესენია: ქვეყანაში საფინანსო კანონმდებლობის ზუსტი დაცვის კონტროლი, საგადასახადო სამსახურების, ბანკების, საბიუჯეტო სისტემის წინაშე ფინანსურ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი.
2 choice options
116. რაში ვლინდება ფინანსების საკონტროლო ფუნქცია?
ხოლო საკონტროლო ფუნქცია ვლინდება ეეპ-ს შესაბამის ფონდებში მოქცევისა და შემდგომში მისი მიზნობრივი ხარჯვის კონტროლში.
2 choice options
117. რომელი რგოლებისგან შედგება დღევანდელი საქართველოს ფინანსური სისტემა?
ყველაა საქართველოს საფინანსო სისტემა შედგება შემდეგი რგოლებისაგან, რომლებიც მოიცავენ მათთვის დამახასიათებელ ურთიერთობებს: 1. სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა; 2. სახელმწიფო კრედიტი; 3. ქონებრივი და პირადი დაზღვევის ფონდები; 4. საკუთრების სხვადასხვა ფორმის საწარმოთა ფინანსები
2 choice options
118. რა ხდება ეროვნულ ეკონომიკაში საბიუჯეტო ასიგნებების გაზრდით?
საბიუჯეტო ასიგნებების გაზრდით სტიმული ეძლევა მატერიალური დოვლათის მწარმოებელი დარგების საქმიანობას;
2 choice options
119. რას იწვევს ეკონომიკაში საბიუჯეტო ასიგნებების შემცირება?
თუ მცირდება საბიუჯეტო დაფინანსება, მაშინ პროცესი პირიქით მიმდინარეობს, მცირდება სამუშაო ადგილები და ნელდება ეკონომიკური ზრდა.
2 choice options
120. რას იწვევს გადასახადების გაზრდა ეკონომიკაში?
გადასახადების ზრდით ეკონომიკური ზრდის ტემპები ნელდება, მცირდება მოსახლეობის შემოსავლების მსყიდველობითუნარიანობა;
2 choice options
121. რას გულისხმობს პირდაპირი დაფინანსება ფინანსურ ბაზარზე?
პირდაპირი დაფინანსების გზით, ანუ როდესაც ფულადი საშუალებები გადადის დანაზოგების მფლობელებისგან (მესაკუთრეებიდან) მსესხებლებისაკენ უშუალოდ, ყოველგვარი ინსტიტუტების გავლის გარეშე
2 choice options
122. დაასახელეთ ფინანსური რეზერვების ძირითადი სახეები.
სამეურნეო ფინანსური რეზერვები, საბიუჯეტო ფინანსური რეზერვები, საკრედიტო რეზერვები და სადაზღვევო რეზერვები.
2 choice options
123. რა მიეკუთვნება სამეურნეო ფინანსურ რეზერვებს?
საწარმოთა და გაერთიანებათა (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ფინანსური რეზერვები, რომლებსაც ისინი ქმნიან საკუთარი წყაროების ხარჯზე და გამოიყენებენ თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე.
2 choice options
124. როგორ იქმნება საბიუჯეტო ფინანსური რეზერვები?
იქმნება მთელი საზოგადოების კუთვნილი ფულადი საშუალებების ხარჯზე, რომელიც მეორადი გადანაწილების შედეგად გადადის სახელმწიფოს განკარგულებაში.
2 choice options
125. რის საფუძველზე იქმნება სადაზღვევო ფინანსური რეზერვები?
სადაზღვევო ანარიცხების საფუძველზე
2 choice options
126. რა არის ფინანსური მექანიზმის ამოცანები?
ზემოქმედება მოახდინოს სახელმწიფოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, მოახდინოს წარმოებისა და მიმოქცევის ხარჯების შემცირება, მიაღწიოს მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების რაციონალურ გამოყენებას და დანაკარგების შემცირებას. ყველა სწორია
2 choice options
127. რას უზრუნველყოფს ფინანსების ოპერატიული მართვა?
საფინანსო პოლიტიკის ტაქტიკის შემუშავებასა და განხორციელებას.
2 choice options
128. რას გულისხმობს ობიექტურობის პრინციპი ფინანსურ დაგეგმვაში?
დასაგეგმი ფინანსური მაჩვენებლების განსაზღვრისას საიმედო, რეალური და ობიექტური ინფორმაციის გამოყენებას;
2 choice options
129. რას გულისხმობს სისტემურობის პრინციპი ფინანსურ დაგეგმვაში?
დასაგეგმი ფინანსური პარამეტრების განსაზღვრას ქვეყნის მაკრო და მიკროეკონომიკური პროგნოზების ერთიან სისტემასთან უშუალო კავშირში;
2 choice options
130. რას გულისხმობს უწყვეტობის პრინციპი ფინანსურ დაგეგმვაში?
ფინანსური დაგეგმვის პროცესის უწყვეტობას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეკონომიკაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების გათვალისწინებით ფინანსური პარამეტრების კორექტირება;
2 choice options
131. რას უზრუნველყოფს ოპტიმალურობის პრინციპი ფინანსურ დაგეგმვაში?
მრავალვარიანტული ფინანსური საგეგმო პარამეტრების შემუშავებას და მათგან საუკეთესო (ოპტიმალური) ვარიანტის შერჩევას.
2 choice options
132. რას გულისხმობს ექსტრაპოლაციის მეთოდი ფინანსურ დაგეგმვაში?
ყველაზე მარტივია გამოსაყენებლად. იგი გულისხმობს განვლილ კონკრეტულ პერიოდში ფინანსური დაგეგმვის ობიექტის განვითარებაში ჩამოყალიბებული ზრდის ტენდენციების უცვლელად გადატანას საგეგმო პერიოდში.
2 choice options
133. საექსპერტო შეფასების რომელი მეთოდებია ცნობილი?
ინდივიდუალურ და ჯგუფურ მეთოდებს.
2 choice options
134. რას გულისხმობს ანალოგიის მეთოდი ფინანსურ დაგეგმვაში?
ქვეყანას მსგავსსს
2 choice options
135. რას გულისხმობს ნორმატიული მეთოდის შინაარსი ფინანსურ დაგეგმვაში?
საგეგმო მაჩვენებლების განსაზღვრას დადგენილი ნორმებისა და ნორმატივების საფუძველზე
2 choice options
136. რომელ პრინციპს ეფუძნება საბალანსო მეთოდი ფინანსურ დაგეგმვაში?
შემოსავლებისა და ხარჯების ურთიერთდაბალანსების პრინციპზეა დაფუძნებული.
2 choice options
137. რას გულისხმობს ფინანსური მენეჯმენტი?
საწარმოთა ფულადი ფონდების მობილიზაციისა და გამოყენების უზრუნველყოფას.
2 choice options
138. რას გულისხმობს ფინანსური მენეჯერის საქმიანობის ეტაპი - შემოსავლებისა და ნაღდი ფულის ნაკადების პროგნოზირება?
გულისხმობს, რომ იგი შეისწავლის საპროგნოზო დოკუმენტებს და დაადგენს დაფინანსების ოდენობას, რაც საჭირო იქნება მომავალი წლისათვის წარმოების ზრდის ტემპების უზრუნველსაყოფად;
2 choice options
139. რომელ სამ ძირითად ფენომენზე დაიყვანება ფინანსური გადაწყვეტილების საბოლოო მიზანი? სამი მაქსიმიზაცია
ფინანსური გადაწყვეტილების საბოლოო მიზანი დაიყვანება სამ ძირითად ფენომენზე, რომლებიც მოიცავენ მაქსიმიზაციის სამ სფეროს: გაყიდვის, მოგებისა და მესაკუთრეთა (აქციონერთა) სიმდიდრის მაქსიმიზაციას.
2 choice options
140. რას გულისხმობს ეკონომიკური ეფექტიანობის პრინციპი ფინანსური მართვის სისტემაში?
ფინანსური მართვის სისტემის შექმნისა და ხელშეწყობისათვის, აგრეთვე მისი მოდერნიზაციისათვის გაწეული ხარჯები უნდა იყოს ეკონომიკურად გამართლებული;
2 choice options
141. რას გულისხმობს მატერიალური პასუხისმგებლობის პრინციპი ფინანსური მართვის სისტემაში?
გულისხმობს პერსონალური და კოლექტიური პასუხისმგებლობის ერთგვარი სისტემის ორგანიზებას მატერიალურ ფასეულობათა მდგომარეობასა და მოძრაობაზე;
2 choice options
142. რას გულისხმობს ფინანსური სტიმულირების პრინციპი ფინანსური მართვის სისტემაში?
(წახალისება, ან დასჯა): ფინანსური მართვის სისტემის ჩარჩოებში შემუშავებული უნდა იქნეს ცალკეული ქვედანაყოფების და მთელი საწარმოს მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მექანიზმები, წამახალისებელი და დამსჯელი ღონისძიებების დადგენის გზით
2 choice options
143. რომელია მართვის სუბიექტების (მმართველი ქვესისტემები) საბაზისო ელემენტები?
) ფინანსური მართვის ორგანიზაციული სტრუქტურები; 2) ფინანსური სამსახურების კადრები (თანამშრომლები); 4)ფინანსური ხასიათის ინფორმაციები; ყველააააა
2 choice options
144. რომელია ფინანსური მართვის სისტემის ობიექტები?
ფინანსური ურთიერთობები, ფინანსური რესურსები და ფინანსური რესურსების წყაროები, ყველა არ არის სწორიიი
2 choice options
145. რა არის მონეტა?
წინასწარ დადგენილი ფორმის ლითონის ზოდი, რომელიც შეიცავს განსაზღვრული წონისა და სინჯის ლითონს,
2 choice options
146. რა არის ინფლაციური ფსიქოლოგია?
ინფლაციური ფსიქოლოგია. საზოგადოების შეგნებაში ყალიბდება აზრი, რომ ინფლაცია კვლავაც გრძელდება.
2 choice options
147. ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის როგორი ფორმაა ნულიფიკაცია?
ფულის ნიშნების მთლიანად შეცვლა მისი უაღრესად გაუფასურების გამო.
2 choice options
148. ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის როგორი ფორმაა რევალვაცია?
არსებული ფულის ნიშნების შენარჩუნების პირობებში ფულადი ერთეულის კურსის ოფიციალური ამაღლება სტაბილური ვალუტის მიმართ.
2 choice options
149. . რა არის ფულადი მასის აქტიური ნაწილი?
ნაღდი და უნაღდო ფული, რომლებიც მონაწილეობენ გადახდებში. მონაწილეობენ მიმოქცევაში
2 choice options
150. რატომ და როდის გაუქმდა უმეტეს ქვეყნებში ოქრომონეტური სტანდარტი?
გაუქმდა მას შემდეგ, რაც პირველმა მსოფლიო ომმა მოითხოვა უამრავი სამხედრო ხარჯი მეომარ ქვეყნებში და შესაბამისად, ოქროს მარაგების ამოწურვაც;
2 choice options