Create Test
Quiz logo

ფარმაკოლოგია 2025 შუალედური ! 2 სემ.

Created on 5th April 2025

Play

2 plays

Questions

90 Questions

No Description

Questions (90)

1. რომელი მცენარის ალკალოიდია მორფინი?

Papaver somniferum

3 choice options

2. ოპიოიდებს მედიცინაში იყენებენ შემდეგი წამლის ფორმების სახით:

აბები საინექციო ხსნარები სანთლები ტრანსდერმული თერაპიული სისტემები

2 choice options

3. რა სხვაობაა ოპიოიდებს და ოპიატებს შორის?

ოპიოიდი ეწოდება ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია ოპიოიდური რეცეპტორების სტიმუ- ლაცია. ოპიატებში კი იგულისხმება მხოლოდ ყაყაჩოს ალკალოიდები (მორფინი, კოდეინი, თებაინი)

2 choice options

4. რატომ ექვემდებარება ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებების მიმოქცევა მკაცრ კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან?

ოპიოიდების ორგანიზმში შეყვანისას (განსაკუთრებით, ინტრავენური ინექციისას) ვითარ- დება ეიფორია, რომელიც შეგრძნებების მიხედვით მოგვაგონებს ინტენსიურ სექსუალურ ორგაზმს და სწორედ ამ სასიამოვნო შეგრძნებების, კიდევ ერთხელ განცდის სურვილი აი- ძულებს არამდგრადი ფსიქიკის მქონე ადამიანს (ნებისმიერი საშუალებით) მოძებნოს და მოიხმაროს ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალება. თანაც, 4-5 ინექციის შემდეგ (ხანმოკლე ინტერვალით), მომხმარებელი ხდება ნარკოდამოკიდებული და ოპიოიდის მორიგი დოზის გამოტოვება გამოიწვევს საკმაოდ მძიმე აბსტინენციის სინდრომს.

3 choice options

5. რომელი მცენარის ალკალოიდია კოკაინი?

Erythroxylon coca

6 choice options

6. ეს ნარკოტიკული ანალგეტიკი, მორფინისგან განსხვავებით, ნაკლებად მოქმედებს სუნთქვის ცენტრზე, აქვს ძლიერი ანალგეზიური ეფექტი, ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას და მას იყენებენ მშობიარობის დროს (გაუტკივარების მიზნით). რომელ მათგანზეა საუბარი?

პრომედოლი

4 choice options

7. რატომ უვითარდებათ ვირთაგვებს კუდის ერექცია ოპიოიდების ინექციის შემდეგ

ადგილი აქვს ანალური სფინქტერის სპაზმს

2 choice options

8. ტრამადოლი ფარმაკოლოგიური აქტივობით (ნარკოგენური პოტენციალით) მორფინზე 5-ჯერ სუსტია, მაგრამ მისგან განსხვავებით, თერაპიული დოზით მიღებისას

ნაკლებად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე არ თრგუნავს სუნთქვის ცენტრს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკას

2 choice options

9. ერთჯერადად, 100 მგ ტრამადოლის პერორალურად მიღებისას (ონკოპაციენტებში მაღალი ინტენსივობის ტკივილის პროფილაქტიკის მიზნით), ფარმაკოლოგიური ეფექტი განვითარდება 20-30 წუთში და გაგრძელდება

4-8 საათის განმავლობაში

2 choice options

10. მორფინის გამოყენების ფონზე განვითარებული კონვულსიების კუპირებას, ეფექტურად მოახ- დენს:

დიაზეპამი ნალოქსონი

3 choice options

11. რატომ არ შეიძლება მორფინის და სხვა ოპიოიდების გამოყენება თავის ტვინის მძიმე დაზიანების დროს?

სუნთქვის ცენტრის დეპრესია იწვევს მეტაბოლურ აციდოზს, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოვებას თავის ტვინში და ინტრაკრანიალური წნევის მო- მატებას.

2 choice options

12. ქვემოთ ჩამოთვლილი ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებებიდან, რომელი მათგანი წარმო- ადგენს ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტ–ანტაგონისტს

პენტაზოცინი

3 choice options

13. ღვიძლის კოლიკის დროს, ტკივილს ეფექტურად მოხსნის

ბარალგინი

4 choice options

14. მწვავე პანკრეატიტის დროს, ტკივილის კუპირების მიზნით, მონორეჟიმში მორფინის გამოყენება უხეში შეცდომაა, რადგან

ხასიათდება სპაზმოგენური მოქმედებით

2 choice options

15. ნარკოტიკული ანალგეტიკებით ინტოქსიკაციისას:

ითრგუნება სუნთქვის ცენტრი (ჩეინ სტოქსის სუნთქვა პერიოდული ღრმა სუნთქვა) => ბრადიპნოე => აპნოე => ჰიპოქსია => ანოქსია => ცირკულაციური უკმარისობა ასისტოლია (გულის გაჩერება). ამ დროს, ინტრავენურად იყენებენ ნალოქსონს (ნარ- კანს 0.4მგ 1მლ), ეფექტი ვითარდება 2 წთ ში და გრძელდება 1 2 სთ ს.

2 choice options

16. აღნიშნეთ ყველაზე სუსტი ფარმაკოლოგიური ეფექტის მქონე ნარკოტიკული ანალგეზიური

კოდეინი

4 choice options

17. ბუპრენორფინს (Subutex) იყენებენ როგორც პერორალურად, ასევე სუბლინგვალურად. T1/2 – 5 სთ, ანალგეზიის ხანგრძლივობა არის 6 სთ. ის ნაკლებად თრგუნავს სუნთქვის ცენტრს და აგონისტებისგან განსხვავებით, დამოკიდებულება ვითარდება უფრო იშვიათად. ბუპრენორ- ფინი არის μ–რეცეპტორების აგონისტი და κ– რეცეპტორების ანტაგონისტი. ამ პრეპარატით ინტოქსიკაციისას, ოპიატების სელექტიური ანტაგონისტი ნალოქსონი არაეფექტურია, ამიტომ სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის შემთხვევაში, აუცილებელი იქნება:

პაციენტის გადაყვანა მართვად სუნთქვაზე

3 choice options

18. აღნიშნეთ ყველაზე ძლიერი ფარმაკოლოგიური ეფექტის მქონე ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალება

სუფენტანილი

4 choice options

19. რომელი სამკურნალო საშუალება იწვევს ოპიოიდური ტოქსიდრომის (ანალგეზია, ძილიანობა, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია) იმიტაციას?

კლონიდინი (კლოფელინი) ოქსიმეთაზოლინი

2 choice options

20. აღნიშნეთ ნარკოტიკული ანალგეტიკი, რომელიც ნაკლებად იწვევს ეიფორიას და შესაბამისად, ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარებას. ამ მედიკამენტს, ხანგრძლივი ნახევრადდაშლის პერიოდის გამო, ინტენსიურად იყენებენ ნარკოლოდამოკიდებულების სამკურნალოდ

მეთადონი

4 choice options

21. ხასიათდება თუ არა ოპიოიდური ანალგეზიური საშუალება – მორფინი ტერატოგენური მოქმედე- ბით?

არა

2 choice options

22. ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტ–ანტაგონისტების გვერდითი ეფექტებიდან, ყველაზე ხში- რად ვღებულობთ:

ჰალუცინაციებს, განგაშს, ძილის დარღვევას.

2 choice options

23. როგორ მოქმედებს მორფინი მშობიარობის აქტზე?

თრგუნავს

2 choice options

24. ორსულს (ორსულობის III ტრიმესტრი), ავტოავარიის შედეგად აღენიშნება ბარძაყის ძვლის ღია მოტეხილობა. მაღალია ტრავმული შოკის განვითარების ალბათობა (მდგომარეობა კრიტიკულია). რომელ ანალგეზიურ საშუალებას მიანიჭებს უპირატესობას სასწრაფო დახმარების ექიმი?

გამოიყენებს ჯერ ცერუკალს და შემდეგ კი - მორფინის ჰიდროქლორიდს ინტრავენურად. ცერუკალი ხელს შეუშლის ოპიოიდის მიერ ტრიგერული ზონის დოფამინორეცეპტორების სტიმულაციას და პირღებინების განვითარებას.

3 choice options

25. ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებები ყოველთვის იწვევენ მიოზს. ვითარდება თუ არა, ამ გვერდითი ეფექტის მიმართ ტოლერანტობა, ოპიატების ხანგრძლივად გამოყენებისას?

არა

2 choice options

26. ოპიოიდების ორგანიზმში შეყვანის შემდეგ, განივზოლიანი კუნთების ტონუსი

იზრდება

2 choice options

27. ნარკოტიკული ანალგეტიკების ჭარბი დოზით გამოყენებისას, პაციენტების 50%–ს შესაძლოა გა- ნუვითარდეს ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება (ნალოქსონის გამოყენება მდგომარეობას დაამძიმებს). რა უდევს საფუძვლად ამ პროცესს?

ჰიპოვენტილაცია, ჰიპოქსია და კაპილარების განვლადობის გაზრდა

3 choice options

28. რა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს, თუ ოპიოიდების დიდი დოზით მიღების შემდეგ, განვი- თარდა ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება

პაციენტი გადაგვყავს მართვად სუნთქვაზე, ვაძლიერებთ ოქსიგენაციას, ვიყენებთ შარ- დმდენებს და გლუკოკორტიკოიდებს

2 choice options

29. როგორ შეგვყავს ნალოქსონი (ნარკანი) ორგანიზმში

პარენტერალურად (ინტრავენურად, ინტრამუსკულარულად ან კანქვეშ)

2 choice options

30. აღნიშნეთ ოპიოიდური რეცეპტორების ხანგრძლივი მოქმედების ანტაგონისტები – ბლოკატო- რები:

ნალტრექსონი მეთილნალტრექსონი

2 choice options

31. რატომ არის კლოფელინი ეფექტური, ოპიოიდების მიღების შეწყვეტის ფონზე განვითარებული აბსტინენციის სინდრომის დროს?

კლოფელინი თრგუნავს თავის ტვინში Locus caeruleus და მცირდება ნორადრენალინის გა- მოყოფა. თანაც, კლოფელინი ხასიათდება ძლიერი ფსიქოსედაციური და ანალგეზიური მოქმედებითაც.

2 choice options

32. ამ ოპიოიდის სინთეზი ხორციელდება მორფინის აცეტილირების გზით და თავის დროზე შეიქ- მნა მორფინიზმის სამკურნალოდ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მის მიმართ გაცილებით სწრაფად ვითარდებოდა დამოკიდებულება. რომელ ნარკოტიკზეა საუბარი?

ჰეროინი

3 choice options

33. განვითარდება თუ არა, წამლისადმი ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება ნარკოტიკული ანალგეტიკის (მაგალითად, ფენტანილის) ორგანიზმში ერთჯერადად შეყვანისას?

არა

2 choice options

34. კომატოზურ მგომარეობაში მყოფ პაციენტს (გამოხატულია მიოზი და ბრადიპნოე), რომელმაც სავარაუდოდ, პერორალურად 1 საათის წინ მიიღო ნარკოტიკული საშუალება, რეანიმატოლოგმა ინტრავენურად გაუკეთა პრეპარატი – ნარკანი (ნალოქსონი) ჯამური დოზით 10 მგ, მაგრამ კლი- ნიკური სურათი არ შეცვლილა. რატომ?

სავარაუდოდ, კომა გამოწვეულია როგორც ოპიოიდებით, ასევე სხვა ნივთიერებებითაც, ან ადგილი აქვს ინტოქსიკაციას სუბუტექსით და შესაბამისად, ნალოქსონი არ იმოქმედებს

2 choice options

35. როგორია ნალმეფენის დანიშვნის ძირითადი ჩვენებები?

ინტოქსიკაცია ოპიოიდებით ინსულტი

2 choice options

36. რამდენად მძიმეა პაციენტის მდგომარეობა ტრავმული შოკის შეფასებისას, თუ ალგოვერის ინდექსი აღემატება 3-ს

მდგომარეობა კრიტიკულია

2 choice options

37. თუ ჰეროინით გამოწვეული ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ პირს, გავუკეთებთ ნალოქსონს

განვითარდება აბსტინენციის სინდრომი

3 choice options

38. ინსულტის ფარმაკოთერაპიის ძირითად სამიზნეს წარმოადგენს სწორედ იშემიური პენუმბრა (ნა- ხევარჩრდილი). იშემიური პენუმბრა თავის ტვინის ის უბანია, დაქვეითებული პერფუზიით, რომლის გადარჩენა შესაძლებელია ინსულტის სიმპტომების განვითარების შემდეგაც კი. რატომ იყენებენ ნევროპათოლოგები ინსულტის დროს ნალმე

იშემიის დროს, ნეირონების დაზიანებას იწვევენ აღმგზნები მედიატორები – გლუტამინის მჟავა, ასპარაგინის მჟავა და სხვა ენდოგენური ნაერთები (ქინოლინის მჟავა). სავარაუ- დოდ, ნალმეფენი ხელს უშლის გლუტამინის მჟავას გამოყოფას.

2 choice options

39. Body packers (ინგლ. to pack – შეფუთვა) ის ადამიანია (ნარკოკურიერია), რომელსაც კონტრაბან- დული ჰეროინი გადააქვს ძირითადად კუჭით. ჰეროინს ათავსებენ სპეციალურ კონტეინერებში და შემდეგ, ამ კონტეინერებს ყლაპავენ. კონტეინერი მდგრადი უნდა იყოს კუჭის და ნაწლავის წვენის მიმართ. ამ გზით ახდენენ 200-400 გ ჰეროინის ტრანსპორტირებას. თუ კონტეინერის ჰერ- მეტულობა დაირღვევა, განვითარდება ელვისებური სიკვდილი. ცალკე კატეგორიას წარმოადგენს – Body stuffers (ინგლ. to stuff – ამოვსება). სად მალავენ სტაფერები ნარკოტიკულ ნივთიერებებს საბაჟო შემოწმების დაწყებამდე?

ცხვირში პირის ღრუში ვაგინაში სწორ ნაწლავში

2 choice options

40. ტკივილი განიმარტება, როგორც ნაწილობრივ სუბიექტური, არასასიამოვნო, სენსორული და ფსიქო–ემოციური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგი- ური პროცესებით. შეუძლია თუ არა პლაცებო პრეპარატს, ტკივილის შემსუბუქება?

კი, რადგან ტკივილი ნაწილობრივ სუბიექტური მდგომარეობაა და თუ პაციენტი, ადვი- ლად ექვემდებარება შთაგონებას, სწრაფად განვითარდება ანალგეზიური ეფექტი

2 choice options

41. ფაქტორს, რომელიც იწვევს ანთებით პროცესს ეწოდება

ფლოგოგენური

4 choice options

42. რომელ სამკურნალო საშუალებებს აქვთ მკვეთრად გამოხატული ანტიფლოგისტიკური ეფექტი?

გლუკოკორტიკოიდებს, რადგან ისინი ანთებით პროცესს ბლოკავენ დასაწყისშივე

2 choice options

43. ბავშვებში, სიცხის დამწევ საშუალებად, დასაშვებია შემდეგი არასტეროიდული ანთების საწინა- აღმდეგო პრეპარატების გამოყენება:

პარაცეტამოლი იბუპროფენი

2 choice options

44. ქვემოთ ჩამოთვლილი არანარკოტიკული ანალგეტიკებიდან, ამ პრეპარატს ნაკლებად აქვს გამოხატული პერიფერიული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ამიტომ მისი გამოყენება ორ- სულებში, სხეულის მომატებული ტემპერატურის კორექციის მიზნით, დასაშვებია (ერთჯე- რადად). აღნიშნეთ ეს პრეპარატი.

პარაცეტამოლი

3 choice options

45. პარაცეტამოლის ერთ-ერთ ქიმიურად აქტიურ და მაღალტოქსიკურ მეტაბოლიტს წარმოად- გენს N–აცეტილბენზოქინონიმინი. მისი ინაქტივაცია ორგანიზმში ხორციელდება კონიუგა- ციის გზით (გლუტათიონის თიოლური ჯგუფების მეშვეობით). თუ ღვიძლში სხვადასხვა მიზეზებით შემცირებულია გლუტათიონის რაოდენობა, მაშინ N–აცეტილბენზოქინონიმინი აზიანებს უჯრედების მაკრომოლეკულებს და იწვევს ღვიძლის ნეკროზს. აღსანიშნავია, რომ ღვიძლის უკმარისობა ვითარდება ინტოქსიკაციიდან 2-7 დღის შემდეგ და მკურნალობის გარეშე შედეგი იქნება ფატალური. რომელი პრეპარატების მეშვეობით არის შესაძლებელი, ორგანიზმში გლუტათიონის ბიოსინთეზის გაძლიერება და მულტიორგანული უკმარისო- ბის თავიდან აცილება?

N–აცეტილცისტეინი ინიშნება დოზით 300 მგ/კგ-ზე, 20 სთ-ის განმავლობაში 5%-იან გლუკოზის ხსნართან ერთად მეთიონინი პერორალურად (2.5 გ. 4-ჯერ დღეში). ეფექტურია მოწამვლიდან 8-9 სთ-ის განმავლობაში

2 choice options

46. აცეტილცისტეინი, პარაცეტამოლით ინტოქსიკაციის დროს, ორგანიზმში, ძირითადად შეჰყავთ ინტრავენურად. როგორი სახის გართულებებია მოსალოდნელი ამ დროს?

ანაფილაქსიური რეაქციები. შესაბამისად, რაციონალურია ანტიჰისტამინური საშუალების – დიფენჰიდრამინის გამოყენება და აცეტილცისტეინის შემცველი ხსნარის ინფუზიის სიჩ- ქარის შემცირება. ეპილეპსიური სტატუსი, ჰიპოტენზია.

3 choice options

47. ბარალგინის ერთჯერადი დოზა (ინტრავენური ინექციისას) არ უნდა აღემატებოდეს 2 მლ- ს და თანაც პრეპარატი შეჰყავთ საკმაოდ ნელა (1 მლ/წთ სიჩქარით), წნევის, პულსის და სუნთქვის კონტროლის ქვეშ. როგორია ბარალგინის სადღეღამისო დოზა, თუ იგეგმება მისი კუნთში შეყვანა?

მაქსიმუმ 10 მლ (2 ამპ)

3 choice options

48. რომელი ჯგუფის პრეპარატებით არის შესაძლებელი ბოტალის სადინრის დახურვა პოსტნა- ტალურ პერიოდში და რაში მდგომარეობს მათი მოქმედების მექანიზმი?

იყენებენ მხოლოდ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, რადგან ისინი ბლოკავენ პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს და ღია მდგომარეობაში მყოფი ბოტალის სადინარი იწყებს დახურვას.

2 choice options

49. პოსტნატალურ პერიოდში, ბოტალის სადინრის ობლიტერაცია მთავრდება მე 6 8, ზოგჯერ მე 11 კვირაზე. რამდენ ხანში ხდება ოვალური ხვრელის შეხორცება?

“––––––––––“ მე 5 7 თვეზე

3 choice options

50. რომელი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებში რეის სინდრომის (თავის ტვინის ციტოტოქსიკური შეშუპების) განვითარების მაღალი ალბათობის გამო?

Aspirin (ასპირინი)

5 choice options

51. არანარკოტიკული ანალგეტიკების ულცეროგენური ეფექტის შემცირების მიზნით, რაციონალუ- რია მკურნალობის სქემაში შემდეგი პრეპარატების ჩართვა

მიზოპროსტოლი (საიტოტეკი) - აძლიერებს დამცავი ლორწოს წარმოქმნას ფამოტიდინი (კვამატელი) - ბლოკავს კუჭის წვენის სეკრეციას

3 choice options

52. როგორი სქემით ხორციელდება მოვალისის (აბები) დოზირება?

7.5 15 მგ დღეში 1 ჯერ

3 choice options

53. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის პირობებში, 6 წლის ბავშვს აღენიშნება სხეულის მომატებული ტემპერატურა - 400C. ტემპერატურის კორექცია ვერ ხერხდება მედიკამენტების მეშვეობით (ეფერალგანის სანთელი, ანალგინის საინექციო ხსნარი, ნუროფენის სიროფი) და არსებობს ფებრილური კონვულსიების განვითარების მაღალი ალბათობა. როგორი უნდა იყოს მოქმედების ტაქტიკა?

ბავშვს უნდა გავხადოთ ტანისამოსი და სხეული (თავი, მუცელი კიდურები) დავასველოთ თბილი წყლით (წყალს ვაძლევთ აორთქლების საშუალებას)

2 choice options

54. დიკლოფენაკის რომელ წამლის ფორმას მიანიჭებს უპირატესობას ექიმი (მუხლის სახსარში მიმდინარე ანთებით პროცესზე ზემოქმედების მიზნით), თუ პაციენტს აქვს კუჭის წყლულოვანი დაავადება?

წამლის ფორმას მნიშვნელობა არა აქვს, დიკლოფენაკის გამოყენება არ შეიძლება

3 choice options

55. არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალებები (მაგ., დიკლოფენაკი, ტენოქსიკამი და ა.შ.) არტერიული თრომბოზების (მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის) განვითარების ალბათობას რისკ-ჯგუფებში (არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია), მნიშვნელოვნად:

ზრდიან

2 choice options

56. დიურეტიკები გულის ქრონიკული უკმარისობის დროს ეფექტურად ამცირებენ

როგორც პრედატვირთვას, ასევე პოსტდატვირთვასაც

2 choice options

57. გულის ქრონიკული უკმარისობის ყველაზე მნიშვნელოვან სიმპტომად (40 წელს გადაცილებულ პაციენტებში) ითვლება

პარკუჭოვანი

3 choice options

58. მიტრალური სარქვლის სტენოზი იწვევს წნევის მომატებას

მარცხენა წინაგულში

4 choice options

59. ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან, რომელი იწვევს ყველაზე ხშირად შეუქცევადი ხასიათის დილატაციურ კარდიომიოპათიებს

სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი - დოქსორუბიცინი (დიდი დოზით გამოყენებისას)

3 choice options

60. ყველაზე ხშირად, პარადოქსული პულსის (Pulsus paradoxus) არსებობა მიგვითითებს

გულის ტამპონადაზე

3 choice options

61. მძიმე ხარისხის აორტალურ უკმარისობაზე მიგვითითებს

პულსაციის დაგვიანება საძილე არტერიებზე

3 choice options

62. რატომ ძლიერდება დიურეზი საგულე გლიკოზიდების გამოყენებისას გულის ქრონიკული უკმარისობის დროს?

დადებითი ინოტროპული მოქმედების გამო უმჯობესდება თირკმლების პერფუზია

2 choice options

63. რომელი ფერმენტის ბლოკირებას იწვევენ საგულე გლიკოზიდები?

მემბრანული Na+, K+– ატფ ზა

3 choice options

64. როგორი სიმპტომოკომპლექსი ვითარდება საგულე გლიკოზიდებით გამოწვეული ინტოქსიკაციისას?

ანორექსია, სისუსტე, დიარეა, პირღებინება, თავბრუსხვევა, ქსანტოპსია, ბრადიკარდია პულსი 35 წთ ში, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიები, ცივი ოფლი, კრუნჩხვები, ასისტოლია. ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში გინეკომასტია, ფსიქოზები, კოშმარული სიზმრები.

3 choice options

65. როგორ მოქმედებენ საგულე გლიკოზიდები არტერიებზე და ვენებზე (პერიფერიულ სისხლის მიმოქცევაზე)

იწვევენ არტერიოლების შევიწროებას (ვაზოკონსტრიქციას) და აუარესებენ ქსოვილების პერფუზიას

3 choice options

66. საგულე გლიკოზიდებით გამოწვეული ინტოქსიკაციის ადრეულ გამოვლინებას წარმოადგენს

დისპეპსიური სინდრომი (ანორექსია, პირღებინება)

3 choice options

67. საგულე გლიკოზიდების ანტიარითმიულ ეფექტს იყენებენ გულის რითმის შემდეგი სახის დარღვევების დროს:

პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიები

4 choice options

68. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან, რომელი მიეკუთვნება სწრაფი და ხანმოკლე მოქმედების, პოლარულ ჰიდროფილურ საგულე გლიკოზიდებს?

სტროფანტინი K

4 choice options

69. დიგოქსინის პერორალურად მიღებისას ფარმაკოლოგიური ეფექტი ვითარდება:

0.5 2 სთ ში

3 choice options

70. სტროფანტინი K

ორგანიზმში შეჰყავთ მხოლოდ ინტრავენურად და მოქმედებას იწყებს 5 10 წთ ში

3 choice options

71. საგულე გლიკოზიდების კარდიოტოქსიკური ეფექტი ძლიერდება შემდეგი პრეპარატების გამოყენების ფონზე:

კალციუმის ქლორიდი

4 choice options

72. რომელ შარდმდენებთან ერთად არის რაციონალური საგულე გლიკოზიდების გამოყენება (გაითვალისწინეთ ის, რომ საგულე გლიკოზიდების ტოქსიკური ზემოქმედება ორგანიზმზე ძლიერდება ჰიპოკალიემიის ფონზე)

ამილორიდი ვეროშპირონი

3 choice options

73. დობუტამინის გვერდითი ეფექტებიდან, შესაძლოა განვითარდეს

ტაქიარითმიები

3 choice options

74. ეს პრეპარატი მიეკუთვნება კარდიოტონურ საშუალებებს. თერაპიულ დოზით გამოყენებისას აფართოვებს მეზენტერალურ და თირკმლის სისხლძარღვებს, აუმჯობესებს პერფუზიას, ინიშნება კარდიოგენური შოკის დროს და შეუძლია გამოიწვიოს არითმიები. რომელ მათგანზეა საუბარი?

დოფამინი

4 choice options

75. კარდიოგენური შოკის დროს, ოპტიმალური ფარმაკოლოგიური ეფექტის მისაღებად დობუტამინი და დოფამინი ორგანიზმში შეჰყავთ

ინტრავენურად ხანგრძლივი ინფუზიის სახით

3 choice options

76. სინუსური ტაქიკარდიისას გულისცემის სიხშირე (თანაბარი ინტერვალით) მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი ზოგჯერ აღემატება 100 შეკუმშვას წუთში. აღნიშნეთ სინუსური ტაქიკარდიის გამომწვევი მიზეზები:

სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაცია (სტრესი, ნევროზი, ფიზიკური დატვირთვები, მწვავე არტერიული ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა, ჰიპერთერმია და ა.შ. M ქოლინობლოკატორები, ფსიქოსტიმულატორები, კოკაინი, ყავა, ალკოჰოლი

3 choice options

77. რომელ ფაზაზე მოქმედებენ უარყოფითი ინოტროპული ეფექტის მქონე I კლასის ანტიარითმიული საშუალებები: ქინიდინი, პროკაინამიდი და დიზოპირამიდი?

ფაზა 0 – დეპოლარიზაცია

4 choice options

78. თრომბის დაშლის ან კორონარული ანგიოსპაზმის მოხსნის შემდეგ, იშემიურ კერაში სისხლის მიმოქცევის აღდგენა შესაძლოა გახდეს რეპერფუზიული სინდრომის განვითარების მიზეზი (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იშემია გრძელდება 20 40 წთ ს). რა აზიანებს ამ დროს მიოკარდიუმს?

O2 (ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რაც აძლიერებს ლიპიდების პეროქსიდულ ჟანგვას და ბიომემბრანების დაზიანებას).

2 choice options

79. სინოატრიალურ კვანძში იმპულსების გენერაციის შეჩერება 10 20 წამით იწვევს ცნობიერების დაკარგვას და კონვულსიების განვითარებას, რაც განპირობებულია თავის ტვინის იშემიით. რომელ სინდრომზეა საუბარი?

ადამსი სტოქსი მორგანის

3 choice options

80. მექსილეტინის (Ritalmex) დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია:

პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები (მკურნალობა და პროფილაქტიკა)

3 choice options

81. მიუთითეთ ანტიარითმიული საშუალებები, რომლებსაც ეფექტურად იყენებენ პარკუჭების ფიბრილაციის პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით:

ამიოდარონი, ბრეტილიუმის ტოზილატი

3 choice options

82. წინაგულების პაროქსიზმული ფიბრილაცია (მედიკამენტური ჩარევის გარეშე) საშუალოდ გრძელდება

48 სთ

3 choice options

83. რითმის აღდგენის მიზნით იგეგმება კარდიოვერსიის განხორციელება, მაშინ პაციენტს 3 კვირით ადრე ვაძლევთ არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებს (მაგ., ვარფარინს) კომბინაციაში პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტთან ერთად (მაგ., ენოქსაპარინთან ერთად პირველი 3 დღის განმავლობაში). რა სახის გართულებებს მივიღებთ, თუ კარდიოვერსიას გამოვიყენებთ ანტიკოაგულანტების გარეშე?

სისტემურ თრომბოემბოლიას და იშემიურ ინსულტს

2 choice options

84. კარდიოვერსიის განხორციელების შემდეგ, ანტიკოაგულაციური თერაპია უნდა გაგრძელდეს, მინიმუმ

4 კვირა

3 choice options

85. თუ ექოკარდიოგრაფიული კვლევისას, მარცხენა წინაგულში დაფიქსირდა თრომბი, მაშინ კარდიოვერსიას

არ ვიყენებთ

2 choice options

86. როდესაც წინაგულების ფიბრილაციისას დარღვეულია ჰემოდინამიკა და/ან შემცირებულია მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გამოტყორცნის ფრაქცია, ანტიარითმიული საშუალებებიდან უპირატესობას მივანიჭებთ

ამიოდარონს

3 choice options

87. იწვევს თუ არა ლიდოკაინი ატრიოვენტრიკულურ ბლოკადას?

არა და ამიტომ, ლიდოკაინი შეგვიძლია გამოვიყენოთ პოსტინფარქტულ პერიოდში პარკუჭების ფიბრილაციის პროფილაქტიკის მიზნით

2 choice options

88. პოლიტოპური ჯგუფური ექსტრასისტოლების კუპირება (პოსტინფარქტულ პერიოდში) ვერ მოხერხდა ლიდოკაინით. რომელი ანტიარითმიული საშუალება უნდა გამოვიყენოთ პარკუჭების ფიბრილაციის თავიდან აცილების მიზნით?

ამიოდარონი

3 choice options

89. რომელი პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ –ადრენობლოკატორებით გამოწვეული ინტოქსიკაციისას, დადებითი ინოტროპული ეფექტის მისაღებად?

გლუკაგონი

4 choice options

90. ამ პრეპარატის ეფექტურობა წინაგულების ფიბრილაციის დროს (დოზით 0,125 მგ/კგ ინტრავენურად ნელ-ნელა კარდიომონიტორინგის პირობებში) არ ჩამოუვარდება ელექტროკარდიოვერსიის ეფექტურობას. რომელ პრეპარატზეა საუბარი?

ნიბენტანი

3 choice options