Create Test
Quiz logo

ფარმაკოლოგია

Created on 18th January 2025

Play

2 plays

Questions

91 Questions

No Description

Questions (91)

1. აღნიშნეთ ფარმაკოლოგიურად აქტიური ის ნივთიერება, რომელსაც ღებულობენ 8-12 კვი- რის ორსულთა შარდიდან

ქორიონული გონადოტროპინი

3 choice options

2. ფარმაცევტული კომპანიები (წლების განმავლობაში), სომატოტროპინს და გონადოტრო- პულ ჰორმონებს ღებულობდნენ გარდაცვლილი ადამიანების ადენოჰიპოფიზიდან, მაგრამ XXI საუკუნეში, კატეგორიულად აიკრძალა გვამებიდან და ცხოველთა ორგანოებიდან მი- ღებული მედიკამენტების გამოყენება. რა გახდა ამ აკრძალვის მიზეზი?

პრიონული დაავადებების გავრცელების საშიშროება

3 choice options

3. პრიონული დაავადების დიაგნოსტიკის ყველაზე ზუსტ მეთოდად ითვლება

თავის ტვინის ბიოფსია

2 choice options

4. აღნიშნეთ ვაქცინები, რომლებსაც იყენებენ პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკის მიზნით

1) გარდასილი 2) ცერვარიქსი

3 choice options

5. როდესაც ბავშვებში, კრიტიკულ ვითარებაში (მაგალითად, ჰიპოვოლემიური შოკის დროს), ვერ ხერხდება ცენტრალური და პერიფერიული ვენების კათეტერიზაცია, მედიკამენტების შეყვანა უნდა მოხდეს

ძვალშიგა ინექციების სახით (ინტრატიბიალურად, ინტრასტერნალურად)

4 choice options

6. თუ იგეგმება ძლიერმოქმედი სამკურნალო საშუალებების ვენაში შეყვანა, პრეპარატი აუცი- ლებლად უნდა განვაზავოთ და მიღებული ხსნარის ინექცია განვახორციელოთ მინიმუმ 5 წთ–ის განმავლობაში. რატომ არის აუცილებელი ასეთი ზომების მიღება?

ინტრავენური ინექციისას (დროის მცირე მონაკვეთში) სამკურნალო ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია იქმნება ჯერ სისხლში, ხოლო შემდეგ სასიცოცხლო მნიშვნე- ლობის ორგანოებში (გულში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ღვიძლში, თირ- კმლებში), რის გამოც იზრდება ტოქსიკური ზემოქმედების განვითარების ალბათო- ბა

2 choice options

7. პრეპარატის - ნოვოკაინის ტოქსიკურობას მნიშვნელოვნად განაპირობებს ორგანიზმში ამ მედიკამენტის შეყვანის გზა (ცხრილი 1.4). შესაბამისად, სახიფათოა ნოვოკაინის ცხრილი 1.4. ნოვოკაინის ტოქსიკურობის დამოკიდებულება

ინტრავენური ინექცია

4 choice options

8. საინექციო წყალში ბიცილინ–3 -ის გახსნის შედეგად წარმოიქმნება თეთრი, რძისფერი სუსპენზია, რატომ არ შეიძლება სუსპენზიის ინტრავენურად შეყვანა?

პაციენტი დაიღუპება ფილტვის არტერიის ემბოლიის ფონზე

4 choice options

9. რა მოცულობის საინექციო ხსნარის გაკეთება შეიძლება კანქვეშ?

1-500 მლ

3 choice options

10. ფილტვის არტერიის ემბოლიის დროს პაციენტს აღენიშნება:

ქოშინი, ციანოზი, ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში

3 choice options

11. ვენესექცია წარმოადგენს ვენეპუნქციის ალტერნატივას განსაკუთრებით: ბავშვებში, შო- კის დროს და სკლეროზირებული ვენების შემთხვევაში. რა სახის გართულებები არის მოსალოდნელი ვენესექციის განხორციელებისას?

ყველა

4 choice options

12. ცენტრალური ვენის კათეტერიზაციის დროს, განვითარდა ჰაეროვანი ემბოლია და პაციენ- ტი დაიღუპა. დადგენილია, რომ დიდი დიამეტრის მქონე ვენის კათეტერის (ზომა 14G) გა- მოყენებისას, ატმოსფეროდან ვენაში, ჩასუნთქვის მომენტში, 1 წმ–ში შესაძლოა მოხვდეს 90 მლ ჰაერი, რაც იწვევს პაციენტის ელვისებურ სიკვდილს. რა განაპირობებს ჰაერის ასეთ სწრაფ გადასვლას სისხლის სისტემურ მიმოქცევაში?

ჩასუნთქვის მომენტში სხვაობა ინტრათორაკალურ და ატმოსფერულ წნევებს შორის

2 choice options

13. კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარის ინტრავენური სწრაფი ინექცია, შესაძლოა დას- რულდეს:

პარკუჭების ფიბრილაციით და ლეტალური შედეგით

3 choice options

14. აღნიშნეთ ვენის კათეტერიზაციის უკუჩვენებები?

1) ინექციის ადგილზე კანის ინფექცია 2) ფლებიტი 3) სკლეროზირებული ვენები 4) კათეტერიზაციის ადგილზე დაზიანებები (გამოწვეული კათეტერის ჩადგმით, ტრავმატიზაციით - დამწვრობით) 5) არტერიო-ვენური ფისტულა

2 choice options

15. ფილტვის არტერიების თრომბოემბოლიების ძირითადი წყაროა:

ქვედა კიდურების ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები

3 choice options

16. რა მოცულობის საინექციო ხსნარის გაკეთება შეიძლება ინტრამუსკულარულად?

1-10 მლ

3 choice options

17. თუ იგეგმება წამლის კუნთში შეყვანა, სწრაფი ფარმაკოლოგიური ეფექტის მიღების მიზ- ნით, სამკურნალო ნივთიერების ინექცია უნდა განვახორციელოთ

დელტისებრ კუნთში

3 choice options

18. ვირუსული B–ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინები (ენჯერიქსი, ეუვაქსი, კომბიოტეხი) ოპტიმალური, სრულყოფილი იმუნური პასუხის მისაღებად შეჰყავთ:

დელტისებრ კუნთში (m. deltoideus)

3 choice options

19. არტერიული ჰიპერტენზიის კორექციის მიზნით, მედდამ, პაციენტს კუნთში გაუკეთა 25%– იანი 10 მლ მაგნიუმის სულფატის საინექციო ხსნარი. ინექციის ადგილზე წარმოიქმნა ასეპ- ტიკური ინფილტრატი, რომლის გაწოვა არ მოხდა 2 წლის განმავლობაში. ქირურგმა დუნ- დულა კუნთში პალპაციის შედეგად დააფიქსირა მკვრივი კონსისტენციის კვანძოვანი წარ- მონაქმნი ზომით 10×10 მმ. როგორი უნდა იყოს მკურნალობის ალგორითმი?

თუ რბილ ქსოვილში (ინტრამუსკულარული ინექციის შედეგად) წარმოქმნილი ასეპტიკური ინფილტრატი არ გაიწოვება 1 წლის განმავლობაში, მაშინ აუცილებე- ლი იქნება მისი ამოკვეთა.

2 choice options

20. როგორი საინექციო ხსნარების გამოყენება არის დაუშვებელი ინტრასტერნალური, ინ- ტრატიბიალური და ინტრავენური ინექციებისას?

ყველა

4 choice options

21. კალციუმის ქლორიდის 10% იანი ხსნარის გაკეთება ინტრამუსკულარულად არ შეიძ- ლება, რადგან გამოიწვევს

ნეკროზს

3 choice options

22. 245. ოტორინოლარინგოლოგმა პირის ღრუს დათვალიერებისას შეამჩნია, რომ ენა არის ასი- მეტრიული. რა შეიძლება იყოს ენის ასიმეტრიის მიზეზი?

ქალა ტვინის XII წყვილი ნერვის (n. hypoglossus) დაზიანება ,სიმსივნური წარმონაქმნი პირის ღრუში

2 choice options

23. ნეირომედიატორის - აცეტილქოლინის სინთეზი მიმდინარეობს ნეირონების ციტოპ- ლაზმაში, ხოლო დეპონირება ხორციელდება ვეზიკულებში (ერთი ვეზიკულა საშუ- ალოდ შეიცავს მედიატორის 3000 მდე მოლეკულას). როგორც კი მოქმედების პო- ტენციალი მიაღწევს ნერვულ დაბოლოებებს, Ca2+ ის იონების მოქმედებით, ვეზი- კულები იწყებენ უჯრედის მემბრანისკენ გადაადგილებას და ადგილი აქვს კვანტე- ბის სახით, აცეტილქოლინის ეგზოციტოზს. ეს პროცესი მგრძნობიარეა Ca2+ ის იო- ნების კონცენტრაციის მიმართ. რომელ ორვალენტიან იონებს (Ca2+ ის იონების ან- ტაგონისტებს) შეუძლიათ დათრგუნონ ქოლინერგულ სინაპსში ნერვული იმპულ- სის გადაცემა?

1) Mg2+ 2) Co2+ 3) Mn2+

2 choice options

24. ეგზოციტოზის შედეგად სინაპსურ ნაპრალში გამოსროლილი მედიატორის – აცეტილ- ქოლინის ინაქტივაციას ახორციელებს ფერმენტი

აცეტილქოლინესთერაზა

3 choice options

25. აღნიშნეთ M1–ქოლინორეცეპტორების ლოკალიზაცია

ცენტრალური ნერვული სისტემა და კუჭის პარიეტალური უჯრედები

3 choice options

26. მდინარეში (ცივ წყალში) ჩახტომისას, თუ სისხლში მაღალია ალკოჰოლის კონცენტრაცი- ა, რეფლექტორული მექანიზმით გული შესაძლოა გაჩერდეს. სწორედ ამიტომ, მდინარე- ში შესვლის წინ, სხეულის ზედაპირი წინასწარ უნდა დავიზილოთ წყლით. რომელი ნერვის აქტივაციას უკავშირდება ასისტოლიის განვითარება ცივ წყალში ჩახტომისას?

n. vagus

5 choice options

27. როგორი სახის ფარმაკოლოგიური ეფექტები ვითარდება გულში მოთავსებული M2– ქოლინორეცეპტორების სტიმულაციის შედეგად, ან ცდომილი ნერვის (n. vagus) გააქ- ტიურების ფონზე?

უარყოფითი ქრონოტროპული უარყოფითი დრომოტროპული უარყოფითი ინოტროპული

2 choice options

28. წამწამოვანი სხეული ასრულებს ორ ძირითად ფუნქციას: ღებულობს მონაწილეობას აკომოდაციის პროცესში და სისხლის ულტრაფილტრაციის გზით წყალწყალა ნამის (Humor aqualis) წარმოქმნაში. წამწამოვან კუნთში მოთავსებული რომელი რეცეპტო- რების სტიმულაცია იწვევს აკომოდაციის სპაზმს?

M ქოლინორეცეპტორების

3 choice options

29. ანაერობული ბაცილა Clostridium botulinum გამოყოფს საკმაოდ ძლიერ ბოტულო- ტოქსინს, რომელიც იწვევს: ქსეროსტომიას (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმ- შრალე), დიზართრიას, დისფაგიას, აფონიას, პერისტალტიკის დათრგუნვას და სპე- ციფიკურ ოფთალმოპლეგიურ სინდრომს (მწვავე ჰიპერმეტროპიას, ორმხრივ ბლე- ფაროპტოზს, მიდრიაზს, დიპლოპიას, სტრაბიზმს და ვერტიკალურ ნისტაგმს). მე- დიცინაში, ამ ნივთიერებას იყენებენ სხვადასხვა სახის დისტონიების (ბლეფაროს- პაზმი, სტრაბიზმი) სამკურნალოდ. პრეპარატი შეჰყავთ შესაბამის კუნთში და ვი- თარდება კუნთის დამბლა ხანგრძლივობით 12 კვირა. როგორია ამ ტოქსინის მოქ- მედების მექანიზმი

ბოტულოტოქსინი ხელს უშლის პრესინაპსური მემბრანიდან აცეტილქოლინის ეგზოციტოზს

3 choice options

30. გლაუკომა არის დაავადება. რომლისთვისაც დამახასიათებელია თვალშიგა წნევის მომატება წყალწყალა ნამის ჰიდროდინამიკის დარღვევის ფონზე, რაც ხელს უწყობს მხედველობის ნერვის ატროფიას (სურ. 2 10) და პაციენტის დაბრმავებას. წყალწყალა ნამის სეკრეცია ხდება წამწამოვანი სხეულის (corpus ciliare) მიერ. წარმოქმნილი სი- თხე თვალის უკანა საკნიდან გუგის მეშვეობით გადადის წინა საკანში, ხოლო იქე- დან სადრენაჟო სისტემის გავლით ხვდება ინტრა და ეპისკლერალურ ვენებში. რომელი სტრუქტურული ელემენტები ქმნიან თვალის სადრენაჟო სისტემას?

ტრაბეკულები, სკლერის ვენური სინუსი და კოლექტორული არხები

3 choice options

31. გლაუკომის დროს, პირდაპირი მოქმედების М ქოლინომიმეტური საშუალება პი- ლოკარპინის ჰიდროქლორიდი (1 2% 10 მლ თვ. წვ) თვალშიგა წნევას აქვეითებს იმიტომ, რომ

ფერად გარსში არსებული М ქოლინორეცეპტორების სტიმულაცია განაპირო- ბებს ფერადი გარსის ცირკულარული კუნთის შეკუმშვას, რაც იწვევს მიოზს (გუგის შევიწროებას). ამასთან ერთად პილოკარპინის მიერ წამწამოვანი კუნ- თის (m. ciliaris) შეკუმშვისას (აკომოდაციის სპაზმი) ხორციელდება ცინის იო- გის მოდუნება, ბროლი იცვლის ფორმას და თვალი ხდება ახლომხედველი. ამ ცვლილებების ფონზე, ადგილი აქვს თვალის წინა საკნიდან სითხის ინტენსი- ურ გადასვლას სკლერის ვენურ სინუსში, რაც დაბლა წევს მომატებულ თვალ- შიგა წნევას, როგორც ღია- ასევე დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს.

2 choice options

32. როგორია ოფთან პილოკარპინის (1 2% 10 მლ თვ. წვ.) დოზირების რეჟიმი?

2 წვ. 2 6 ჯერ დღეში

3 choice options

33. თანდაყოლილი გლაუკომა, ახალშობილთათვის წარმოადგენს საკმაოდ მძიმე პათოლო- გიას, რომლისთვისაც დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: ბუფთალმია, გუგების დიამეტრის გადიდება, ჰიდროფთალმია, რქოვანას შემღვრევა – ოპალესცენცია (გლუკო- ზის ან გლიცერინის ხსნარის ჩაწვეთების შემდეგ რქოვანა ხდება დროებით გამჭვირვა- ლე), ოფთალმოტონუსის მომატება, დაავადებულ თვალში მიდრიაზი და გუგების სი- ნათლეზე რეაგირების უნარის დაქვეითება, მხედველობის ნერვის ატროფია და მხედვე- ლობის არის მკვეთრი შევიწროება. მკურნალობის გარეშე, ახალშობილი დაბრმავდება, როგორი უნდა იყოს მკურნალობის ალგორითმი მას შემდეგ, რაც პაციენტს დაუსვეს თანდაყოლილი გლაუკომის დიაგნოზი და დაუნიშნეს მიოტიკი (მაგ., პილოკარპინი), გლუკოზის და გლიცერინის შემცველი თვალის წვეთები?

დიაგნოზის დასმიდან 48 სთ–ის განმავლობაში უნდა გაკეთდეს ოპერაცია

3 choice options

34. კრიმინალისტიკაში ხშირად იყენებენ სუპრავიტალურ რეაქციებს. თუ გარდაცვლილის თვალის წინა საკანში (სივრცე რქოვანასა და ფერად გარსს შორის), შპრიცის მეშვეო- ბით, 1%–ანი პილოკარპინის თვალის წვეთების შეყვანის შემდეგ მიოზი განვითარ- დება 3 5 წმ ში, ეს რეაქცია მიგვითითებს იმაზე, რომ

ობიექტი ცოცხალი იყო 5 სთ ის წინ

3 choice options

35. აღნიშნეთ M2–ქოლინორეცეპტორების ლოკალიზაცია

გული

3 choice options

36. რომელ ორგანოებშია ლოკალიზებული M3–ქოლინორეცეპტორები?

გლუვი მუსკულატურა და ეგზოკრინული ჯირკვლები

3 choice options

37. აღნიშნეთ აცეტილქოლინესთერაზას შექცევადი ინჰიბიტორების (პროზერინი, უბრე- ტიდი, კალიმინი, ნეირომიდინი) დანიშვნის უკუჩვენებები

6) ეპილეპსია 7) პარკინსონის დაავადება 8) ორსულობა, ლაქტაცია 10) ბრონქული ასთმა 11) თირეოტოქსიკოზი 12) კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება 13) ვაგოტონია (ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ტონუსის სიჭარბე)

2 choice options

38. პილოკარპინის (М ქოლინომიმეტური საშუალება) და ფიზოსტიგმინის (აცეტილქო- ლინესთერაზას შექცევადი ინჰიბიტორი) კომბინირებისას ფარმაკოლოგიური ეფექტი:

გაძლიერდება

2 choice options

39. ფოსფორორგანული ნაერთებით ინტოქსიკაციისას იყენებენ:

M–ქოლინობლოკატორებს აცეტილქოლინესთერაზას რეაქტივატორებს

2 choice options

40. პედიკულოზის სამკურნალო კომბინირებული პრეპარატი - პარა პლუსი შეიცავს: პერმეტ- რინს, მალათიონს და პიპერონილის ბუტოქსიდს. პერმეტრინი ექტოპარაზიტებზე - ფეხ- სახსრიანებზე მოქმედებს, როგორც ნეიროტოქსიკური შხამი, რადგან თრგუნავს მწერე- ბის ნერვულ უჯრედებში რეპოლარიზაციის პროცესს. მალათიონი ახდენს ფერმენტის - აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბირებას, ხოლო პიპერონილის ბუტოქსიდი კი - აძლიე- რებს პერმეტრინის ნეიროტოქსიკურ ზემოქმედებას, რადგან ბლოკავს პარაზიტების დე- ტოქსიკაციურ ფერმენტებს. ანოტაციის მიხედვით, პაციენტის თავის თმიანი ნაწილი ინ- ტენსიურად უნდა დამუშავდეს აეროზოლით და 10 წთ–ის შემდეგ უნდა მოვახდინოთ თავის დაბანა შამპუნით. სასურველია, პროცედურის გამეორება 7 დღის შემდეგ. პრეპა- რატი არ უნდა მოხვდეს რესპირატორულ ტრაქტში, ლორწოვან გარსსა და რქოვანაზე. არ შეიძლება აეროზოლის დასხურების შემდეგ, თავის ჰერმეტულად შეფუთვაც. თმების გაშრობის მიზნით იკრძალება ფენის გამოყენებაც. აღნიშნეთ ამ პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებები:

ყველა

5 choice options

41. მამაკაცმა თვითმკვლელობის მიზნით, per os მიიღო დიქლოფოსი (ფოსფორორგანუ- ლი ნაერთი). ინტოქსიკაციის სიმპტომები (სალივაცია, პირღებინება, რინორეა, ბრონქორეა, ბრონქოსპაზმი, ძლიერი სპაზმური ხველება, ჰიპერჰიდროზი, ბრადიკარ- დია, აკროციანოზი, ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერება დეფეკაციით, შარდის უნებლიე გამოყოფა, კუნთების ფიბრილაცია) განვითარდა საკმაოდ სწრაფად და თანდათან გადავიდა კლონურ ტონურ კონვულსიებში. რომელი მედიკამენტების გა- მოყენება არის ამ დროს რაციონალური და როგორი სქემით?

M–ქოლინობლოკატორი ატროპინის სულფატი (0.1% 1მლ) ინტრავენურად, ყოველ 10 30 წთ ში ატროპინიზაციის სიმპტომების განვითარებამდე (ტაქი- კარდია, პირის ღრუს სიმშრალე), ანტიკონვულსანტი ანტიჰიპოქსანტი დია- ზეპამი (0.5% 1 მლ) ყოველ 8 12 სთ ში (ვენაში), აცეტილქოლინესთერაზას რეაქტივატორები (დიპიროქსიმი, პრალიდოქსიმი, ობიდოქსიმი, იზონიტრო- ზინი) კანქვეშ, კუნთში, ვენაში, ენაში (ეფექტურია ინტოქსიკაციიდან 12 სთ ის განმავლობაში). სუნთქვის აქტში მონაწილე კუნთების ბლოკადის განვითარებისას, აუცილებელია პაციენტის გადაყვანა ხელოვნურ სუნთქვაზე.

3 choice options

42. სირიაში (2013 წლის 21 აგვისტოს), მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, გამოყენე- ბული იქნა რუსეთის ფედერაციაში წარმოებული, სამხედრო დანიშნულების მომაკვდი- ნებელი ნივთიერება – ზარინი. გაეროს ექსპერტებმა გვამების შესწავლისას, დააფიქსირეს შემდეგი სახის პათანატომიური ცვლილებები: ბრონქების და ნაწლავების გლუვი მუსკუ- ლატურის სპაზმი მრავალრიცხოვანი ინვაგინაციებით წვრილ ნაწლავში; სასუნთქ გზებ- ში, ცხვირ-ხახასა და პირის ღრუში დიდი რაოდენობით ლორწო და ქაფიანი სეკრეტი; ში- ნაგანი ორგანოების ჰიპერემია და შეშუპება; წერტილოვანი სისხლჩაქცევები ქერქში, ღე- როში, ნათხემში, ეპიკარდიუმში, ენდოკარდიუმში და ფილტვების პარენქიმაში. მაგრამ იმისათვის, რომ დაიდოს საბოლოო დასკვნა, გარდაცვლილების სისხლში უნდა და- დასტურდეს

აცეტილქოლინესთერაზას დაბალი აქტივობა

3 choice options

43. რომელი პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა დისტიგმინის ბრომიდი?

1) Ubretid

4 choice options

44. როგორია უბრეტიდის (A–სია) საინექციო ხსნარის დოზირების რეჟიმი?

1) 1 მლ (0.5 მგ) ინტრამუსკულარულად დღეში 1 ჯერ

3 choice options

45. ოპერაციის დასრულების შემდეგ, კურარეს მსგავსი მიორელაქსანტის – პიპეკურონი- უმის ბრომიდის (არდუანის) ფარმაკოლოგიური ეფექტის მოსახსნელად და პაციენ- ტის სპონტანურ სუნთქვაზე გადაყვანის მიზნით, ანესთეზიოლოგმა ინტრავენურად განახორციელა ჯერ 0.1%–იანი 1 მლ ატროპინის სულფატის ინექცია (განვითარდა ტაქიკარდია), ხოლო 2 წთ ის შემდეგ 0.05%–იანი 3 მლ პროზერინის ხსნარის ინექ- ცია. რატომ?

პროზერინი და ატროპინი ითვლებიან ფარმაკოლოგიურ ანტაგონისტე- ბად М–ქოლინორეცეპტორებთან მიმართებაში, მაგრამ ნერვულ კუნთო- ვან სინაპსში მოთავსებულია N–ქოლინორეცეპტორები, რომლებზეც ატ- როპინი არ მოქმედებს, ხოლო პროზერინი აცეტილქოლინესთერაზას ინ- ჰიბირების ფონზე, ხელს უწყობს აცეტილქოლინის დაგროვებას და მე- დიატორის დეპოლარიზაციული მოქმედების გაძლიერების ხარჯზე, არ- დუანით გამოწვეული ბლოკადის მოხსნას

3 choice options

46. რომელი პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა პირიდოსტიგმინის ბრომიდი?

Kalymin Mestinon

2 choice options

47. მიასთენიის (Myasthenia gravis) გამომწვევი ძირითადი მიზეზია

თიმუსის სიმსივნე (თიმომა)

2 choice options

48. არაპირდაპირი მოქმედების ქოლინომიმეტური საშუალებებიდან რომელ პრეპარატებს იყენებენ მიასთენიის – Myasthenia gravis (სურ. 2.12) სამკურნალოდ?

უბრეტიდი 2) პროზერინი 3) მესტინონი

2 choice options

49. ხანმოკლე მოქმედების (3 5 წთ) აცეტილქოლინესთერაზას ამ ინჰიბიტორს, ძირითა- დად იყენებენ ინტრავენურად (დოზით 2 5 მგ) მიასთენიური კრიზის დიაგნოსტი- კის მიზნით და თუ პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, (სურ. 2.13) ეს მიუთითებს მიასთენიურ კრიზზე, ხოლო თუ გაუარესდება ქოლინერ- გულზე. რომელ პრეპარატზეა საუბარი?

ედროფონი (ტენზილონი)

3 choice options

50. M–ქოლინომიმეტიკების ფარმაკოლოგიური ეფექტი ალერგიის საწინააღმდეგო H1– ჰისტამინობლოკატორებთან (ტავეგილი, დიმედროლი, პიპოლფენი) კომბინირებისას

სუსტდება, რადგან პრეპარატები: ტავეგილი, დიმედროლი და პიპოლფენი ბლოკავენ, როგორც H1–ჰისტამინო , ასევე M–ქოლინორეცეპტორებსაც

2 choice options

51. პროზერინით მოწამვლისას იყენებენ:

M–ქოლინობლოკატორებს

3 choice options

52. ალცჰაიმერის დაავადების (Morbus Alzheimer) დროს ითვლება, რომ ეფექტურია დონე- პეზილი (არისეპტი), რომელიც ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებული აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბირებას და ნაკლებად მოქმედებს პერიფერიულ ქსო- ვილებში ამ ფერმენტის აქტივობაზე. როგორი სქემით ინიშნება პრეპარატი არისეპ- ტი?

5 10 მგ 1 ჯერ დღეში (ძილის წინ)

2 choice options

53. ლიმბურ სისტემაში N–ქოლინორეცეპტორების სტიმულაცია ალცჰაიმერის დაავადე- ბის დროს) აუმჯობესებს პაციენტის ფსიქოლოგიურ ორიენტაციას, კოგნიტიურ ფუნ- ქციებს და მეხსიერებას. რომელ პრეპარატებს იყენებენ ამ პათოლოგიის დროს ცენ- ტრალურ ნერვულ სისტემაში აცეტილქოლინის კონცენტრაციის გაზრდის მიზნით?

რივასტიგმინი (Exelon)

3 choice options

54.

1,5 -6 მგ 2 ჯერ დღეში

3 choice options

55. როდესაც მისიონერები პირველად მოხვდნენ კალაბარის სამეფოში (ნიგერიის სამხრეთ- აღმოსავლეთი ნაწილი), მათი ყურადღება მიიპყრო, ამ სამეფოში არსებულმა „დემოკრატიულმა“ სასამართლო სისტემამ. უჩვეულო სასამართლო პროცესზე, ბრალდებულს, პერორალურად აძლევდნენ შხამიანი ფიზოსტიგმას (Physostigma venenosum) ცერცვისმაგვარ მარცვლებს და ეუბნებოდნენ, რომ თუ ეჭვმიტანილი მართალი არის ღვთის წინაშე, მაშინ მას არაფერი არ დაემართება, ხოლო თუ დამნაშავეა, ღვთის რისხვას ვერ გადაურჩება. შხამიანი ალკალოიდის - ფიზოსტიგმინის ზემოქმედებით, მარცვლების მიღებიდან 15-30 წთ-ში, ყოველთვის ვითარდებოდა კლასიკური ქოლინერგული ტოქსიდრომი (ჰიპერსეკრეცია, ბრონქოსპაზმი, პირღებინება, ბრადიკარდია, პერისტალტიკის გაძლიერება, კონვულსიები, აპნოე) და ბრალდებული იღუპებოდა ძლიერი ტანჯვა-წამების პირობებში. რომელი მედიკამენტების მეშვეობით მოახდენთ ფიზისტოგმინით გამოწვეული ქოლინერგული კრიზის მკურნალობას?

ატროპინის სულფატი, დიაზეპამი და პაციენტის გადაყვანა მართვად სუნთქვაზე

2 choice options

56. როგორ მოქმედებს გუგების დიამეტრზე ჰომატროპინის თვალის წვეთები

იწვევს მიდრიაზს

2 choice options

57. ატროპინი, ბენზტროპინი, ოქსიბუტინინი, სკოპოლამინი და ტრიჰექსიფენიდილი ქი- მიური სტრუქტურიდან გამომდინარე მიეკუთვნებიან მესამეულ ამინებს. გადიან თუ არა, ეს სამკურნალო საშუალებები ჰემატოენცეფალურ ბარიერს?

კი

2 choice options

58. რომელი ჯირკვლების სეკრეტორულ ფუნქციაზე არ ახდენენ გავლენას M–ქოლინობ- ლოკატორები?

სარძევე

3 choice options

59. 1% 5მლ ატროპინის სულფატის თვალის წვეთების გამოყენებისას, მიდრიაზი მაქსი- მალურად არის გამოხატული წვეთების ინსტილაციიდან 30 40 წთ ის შემდეგ და ფარმაკოლოგიური ეფექტი ნარჩუნდება 7 10 დღის განმავლობაში, ხოლო აკომოდა- ციის დამბლა (ციკლოპლეგია) ვითარდება 1 2 სთ ში და ფარმაკოლოგიური ეფექტი გრძელდება 8 12 დღე. ციკლოპლეგიისას თვალი ხდება შორსმხედველი, ხანგრძლი- ვი მიდრიაზი კი ხელს უწყობს ფოტოფობიას, რაც არ არის სასურველი. რა უპირა- ტესობა გააჩნია 1% 5 მლ ტროპიკამიდის თვალის წვეთებს ატროპინთან შედარე- ბით?

ფარმაკოლოგიური ეფექტის (მიდრიაზი, ციკლოპლეგია) ხანგრძლივობა არ აღე- მატება 6 სთ ს

2 choice options

60. M–ქოლინობლოკატორების დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია:

1) სანერწყვე ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია 2) თვალის ფსკერის გამოკვლევა, ბროლის რეფრაქციის ხარისხის დადგენა 3) ჰიპერაციდური გასტრიტი 4) ბრონქული ასთმა 5) ღვიძლის/თირკმლის კოლიკა 6) ნეიროგენური ან იდიოპათიური ხასიათის შარდის შეუკავებლობა 7) კინეტოზები (პირღებინების პროფილაქტიკა) 8) ინტოქსიკაცია აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორებით

2 choice options

61. ოფთალმოლოგიაში M–ქოლინობლოკატორებს იყენე- ბენ:

1) დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს

2 choice options

62. რატომ იყენებენ ატროპინის სულფატს ოპერაციის დაწყებამდე?

1) ატროპინის სულფატი ახორციელებს რეფლექტორული ბრონქოსპაზმის და ბრადიკარდიის პროფილაქტიკას 2) თრგუნავს სანერწყვე და ტრაქეო ბრონქიალური ჯირკვლების ჰიპერსეკრეციას

2 choice options

63. რომელი პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა ოქსიბუტინინი?

Driptan

2 choice options

64. როგორია დრიპტანის და დეტრუზიტოლის დანიშვნის ძირითადი ჩვენებები?

ნეიროგენური ან იდიოპათიური ხასიათის შარდის შეუკავებლობა

3 choice options

65. როგორი სქემით ინიშნება ტოლტეროდინი (პრეპარატი Detrusitol)

1 2 მგ 2 ჯერ დღეში

2 choice options

66. აეროზოლს – ატროვენტს (იპრატროპიუმის ბრომიდი) იყენებენ ქრონიკული ობ- სტრუქციული ბრონქიტის და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ. როგორია ამ პრე- პარატის დანიშვნის სქემა?

აეროზოლის 2 4 დოზა დღეში 3 4 ჯერ

3 choice options

67. მგზავრობამდე 30 წუთით ადრე, რწევის სინდრომის პროფილაქტიკის მიზნით, მშობელმა 5 წლის ბავშვს პერორალურად მისცა დრამინას ერთი აბი (50 მგ). ბავშვს, რომელიც იწონის 17 კგ-ს, თანდათან განუვითარდა ფსიქოსედაცია, ძილიანობა, ქსეროსტომია, ტაქიკარდია, სახის ჰიპერემია, ამნეზია, ჰალუცინაციები და კონვულსიები. რა ხდება და როგორი უნდა იყოს მოქმედების ტაქტიკა?

ადგილი აქვს ინტოქსიკაციას M-ქოლინობლოკატორით (არსებობს ატროპინული კომის განვითარების რეალური საფრთხე). ვიწყებთ კუჭის ამორეცხვას ზონდის მეშვეობით + გააქტივირებული ნახშირი (20-30 გ), ანტი- დოტი – აცეტილქოლინესთერაზას შექცევადი ინჰიბიტორი – გალანთამინის ჰიდრობრომიდი (0,25% - 0,2 მლ) შეგვყავს ინტრამუსკულარულად, ანტიკონ- ვულსანტი დიაზეპამი 5 მგ 1 მლ ინტრავენურად, ტაქიკარდიის კორექციის მიზნით, შეგვიძლია პროპრანოლოლის (ინტრავენურად) გამოყენება. ვითარებიდან გამომდინარე, დასაშვებია პაციენტის გადაყვანა მართვად სუნთქვაზე.

2 choice options

68. პაციენტი 28 წლის, აწუხებს ძლიერი ტკივილი მარჯვენა თირკმლის საპროექციო არეში, ირადიაციით მარჯვენა სათესლეში. ტკივილი განუვითარდა 1 სთ-ის წინ და არის მაღა- ლი ინტენსივობის. ტკივილის ფონზე ფიქსირდება მომატებული არტერიული წნევა. პა- ციენტი სახეზე გაფითრებულია და კანი დაფარულია ცივი ოფლით. მას, 2 თვის წინ ჰქონდა ანალოგიური შეტევა და სტაციონარში დაუსვეს ნეფროლითიაზის დიაგნოზი. აღნიშნეთ ის პრეპარატები, რომლებსაც გამოიყენებთ მდგომარეობის კორექციის მიზ- ნით?

1) სპაზმალგონი 2) ბუსკოპანი (ჰიოსცინის ბუტილბრომიდი) 3) კარბამაზეპინი

2 choice options

69. რომელი მცენარე შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით ანტიქოლინერგულ ტოქსინს?

Datura stramonium

3 choice options

70. Datura stramonium

გაძლიერდება ტრიციკლური ანტიდეპრესანტების კარდიოტოქსიკური ეფექტი და შესაძლოა განვითარდეს ასისტოლია.

2 choice options

71. გალანთამინი და ფიზოსტიგმინი საგრძნობლად თრგუნავენ პერისტალტიკას, რაც იწვევს ყაბზობას.

Amanita muscaria

2 choice options

72. როგორ მოქმედებენ მეხსიერებაზე M–ქოლინობლოკატორები (ატროპინი, სკოპოლა- მინი)?

იწვევენ ფსიქოსედაციას და ამნეზიას

2 choice options

73. აფთიაქიდან, მიორელაქსანტების (არდუანი, პავულონი, ტრაქრიუმი, ლისტენონი) გაცემა ფიზიკურ პირებზე, კატეგორიულად არის აკრძალული იმიტომ, რომ

მიორელაქსანტების გამოყენებისას ვითარდება აპნოე და აუცილებელია პაციენ- ტის გადაყვანა მართვად სუნთქვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტი დაი- ღუპება.

3 choice options

74. ანესთეზიოლოგმა, ინტუბაციის მიზნით გამოიყენა ხანმოკლე მოქმედების მიორე- ლაქსანტი ლისტენონი (Lysthenon, Dithylinum, Suxamethonium iodidum). რა თანმიმდევ- რობით განხორციელდება პაციენტის კუნთების ფიბრილაცია (ფასციკულაცია) შემ- დგომი მიორელაქსაციით?

ზედა კიდურების თითები  თვალები  ქვედა კიდურები  კისრის კუნ- თები  ზურგის კუნთები  ნეკნთაშუა კუნთები, დიაფრაგმა

2 choice options

75. ამ მედიკამენტს ვიყენებთ გიიენ-ბარეს სიდრომის დროსაც და სახის ნერვის იდიოპათიური პარეზის (არასრული ანუ ნაწილობრივი დამბლა) სამკურნალოდაც. აღნიშნეთ ეს პრეპარატი.

გალანთამინის ჰიდრობრომიდი (ნივალინი)

3 choice options

76. რატომ არ შეიძლება მიორელაქსანტის ლისტენონის შერევა სისხლთან?

სისხლი შეიცავს ფერმენტს ფსევდოქოლინესთერაზას, რომელიც დაშლის ლისტენონს და პრეპარატი არ იმოქმედებს

3 choice options

77. რომელი მიორელაქსანტის გამოყენება არის რაციონალური, განივზოლიანი კუნთე- ბის მოდუნების მიზნით ისეთი ხანმოკლე კლინიკური მანიპულაციებისას, როგო- რიც არის: ინტუბაცია, ამოვარდნილობების გასწორება და ძვლოვანი ფრაგმენტების რეპოზიცია?

ლისტენონი

3 choice options

78. ნერვულ–კუნთოვანი სინაპსის N–ქოლინორეცეპტორი შედგება 5 სუბერთეულისგან, რო- მელთა ცენტრში მოთავსებულია ნატრიუმის და კალიუმის კატიონების ტრანსპორტირე- ბისთვის განკუთვნილი იონური არხი (სურ. 2.16). პრესინაპსური მემბრანიდან გამოთა- ვისუფლებული აცეტილქოლინი უკავშირდება N–ქოლინორეცეპტორის ორ ალფა–სუ- ბერთეულს, იწვევს მათ კონფორმაციულ ცვლილებას და არხი იხსნება მხოლოდ 1 მილი- წამით. დროის ეს მონაკვეთი სავსებით საკმარისია უჯრედის მემბრანის დეპოლარიზა- ციისათვის და კუნთოვანი ბოჭკოს შეკუმშვისათვის. რა უდევს საფუძვლად მიორელაქ- სანტის – ლისტენონის მოქმედების ფარმაკოლოგიურ მექანიზმს?

თავდაპირველად იწვევს N–ქოლინორეცეპტორის დეპოლარიზაციას, შემდეგ ჰი- პერპოლარიზაციას და კუნთოვანი ბოჭკოს დამბლას (ტოტალურ მოდუნებას).

2 choice options

79. მიორელაქსაცია გამოწვეულია ლისტენონით (დიტილინით). რომელი პრეპარატის მეშვე- ობით შეგვიძლია ბლოკადის მოხსნა?

მედიკამენტების მეშვეობით ბლოკადას ვერ მოვხსნით და პაციენტი მართვად სუნ- თქვაზე უნდა იმყოფებოდეს მანამ, სანამ არ მოხდება ლისტენონის ელიმინაცია ორგანიზმიდან.

3 choice options

80. ლისტენონის დანიშვნა უკუნაჩვენებია დუშენის მიოდისტროფიის დროს. რას წარმოადგენს ეს პათოლოგია?

დუშენის მიოდისტროფია წარმოადგენს გენეტიკურ დაავადებას, რომელიც ვლინდება 2-3 წლის ასაკის ბიჭებში და ხასიათდება კიდურების პროქსიმალური კუნთების დაზიანებით. ბავშვი, ძირითადად დადის ცერებზე, უჭირს სირბილი, ხტუნვა, კიბეზე ასვლა და წამოდგომა, რის გამოც ხშირად ეცემა და იღებს მოტეხილობებს. თანდათან მდგომარეობა მძიმდება კონტრაქტურით, ცალკეული კუნთების ჰიპერტროფიით და სკოლიოზით. 12 წლის ასაკში, უმრავლესობა დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, რადგან ადგილი აქვს ცალკეული კუნთების ჩანაცვლებას ცხიმოვანი და ფიბროზული ქსოვილით.

2 choice options

81. რატომ არის სახიფათო მიორელაქსანტის ლისტენონის გამოყენება დამწვრობების და პარაპლეგიების დროს?

შესაძლოა მივიღოთ სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალიემია

2 choice options

82. იწვევენ თუ არა კურარეს მსგავსი მიორელაქსანტები ანალგეზიას?

არა

2 choice options

83. თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებში იშვიათად გვხვდება შემდეგი ნრიროდეგენერაციული პათოლოგიები:

ალცჰაიმერის დაავადება პარკინსონის დაავადება

2 choice options

84. თუ თამბაქოს კუპრს, ყოველდღიურად, საშუალოდ 8 თვის განმავლობაში, ბოცვერს წავუსვამთ ყურზე, მივიღებთ კანის კიბოს. რა მოხდება, თუ თამბაქოს კუპრს გავხსნით სტერილურ, მცენარეულ ზეთში და ბოცვერს გავუკეთებთ კანქვეშ?

ინექციიდან რამდენიმე თვეში განვითარდება სარკომა

2 choice options

85. პაციენტი 56 წლის, „სტაჟიანი“ მწეველი, პროფესიით - მძღოლი. პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ის ყოველწლიურად გადის ფილტვების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას (ფლუოროგრაფიას). ექიმთან მორიგი ვიზიტისას, მარჯვენა ფილტვის VI სეგმენტში, დაფიქსირდა სიმსივნური წარმონაქმნი დიამეტრით 2 სმ, რომელიც „წვრილი ბილიკით“ უკავშირდება ბრონქს. როგორი უნდა იყოს მოქმედების ტაქტიკა?

სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მარჯვენა ფილტვის ბრონქის კარცინომასთან და საჭირო იქნება ონკოლოგის კონსულტაცია

2 choice options

86. პაციენტი 61 წლის („სტაჟიანი“ მწეველი), აღენიშნება საერთო სისუსტე, სხეულის მაღალი ტემპერატურა - 40 0C, შემაწუხებელი ხველება სისხლიანი ნახველით, ყრუ ტკივილი მარჯვენა ბეჭში (ირადიაციით მხრის სახსარში). ფიზიკური დატვირთვისას, ან მარცხნივ შებრუნებისას, ხველება მკვეთრად ძლიერდება. ხმის ტემბრიც შეცვლილია (დისფონია). ექიმმა დააფიქსირა გადიდებული და უმტკივნეულო მარჯვენა, ლავიწსზედა ლიმფური კვანძები და მარჯვენა ზედა კიდურზე ლიმფოსტაზის ნიშნები. გულმკერდის მარჯვენა ნახევარი, სუნთქვის აქტში ჩამორჩება მარცხენა ნახევარს. დიაგნოზის დასმის მიზნით, საჭიროა - ორ პროექციაში გულ-მკერდის რენტგენოგრაფია, ტომოგრაფია, ლიმფური კვანძების ბიოფსია და ნახველის გამოკვლევა ატიპიურ უჯრედებზე. როგორია თქვენი სავარაუდო დიაგნოზი?

ონკოპათოლოგია (მარჯვენა ფილტვის ბრონქული კარცინომა)

2 choice options

87. მწეველებში, თამბაქოს ხანგრძლივად მოხმარებისას (სურ. 2.18, 2.19), ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა საგრძნობლად იზრდება იმიტომ, რომ კანცეროგენური თვი- სებებით ხასიათდება;

კუპრი (ნიტროზამინები, აკროლეინი, ბენზპირენი)

2 choice options

88. ადრენალინი ანუ

ეპინეფრინი

4 choice options

89. ნორადრენალინი ანუ

ნორეპინეფრინი

3 choice options

90. როგორ მოქმედებს გუგების დიამეტრზე ადრენალინი?

ფერადი გარსის რადიალური კუნთის 1 ადრენორეცეპტორებთან ურთიერ- თქმედებისას ვითარდება მიდრიაზი

2 choice options

91. პრესინაპსური 2 ადრენორეცეპტორების სტიმულაცია კლონიდინით (სურ. 2.24) იწვევს:

მედიატორების (ნორადრენალინის, დოფამინის, ადრენალინის) გამოყოფის შეწყვეტას

2 choice options