
კლინიკური ანატომია ნაწილი I
Created on 5th June 2025
5 plays
100 Questions
No Description
Questions (100)
1. 1. გულმკერდის რომელი ფასცია უქმნის კაფსულას სარძევე ჯირკვალს?
B) ზედაპირული
4 choice options
2. 2. სად მდებარეობს ზორგიუსის ლიმფური კვანძი?
D) მკერდის დიდი კუნთის ქვედა კიდის ქვეშ III ნეკნის დონეზე
4 choice options
3. 3. რომელ განაკვეთებს იყენებენ ჩირქოვანი მასტიტების დროს?
A)რადიალურს და რკალოვანს
4 choice options
4. 4. რომელ წარმონაქმნებს ამოკვეთენ ძუძუსთან ერთად რადიკალური მასტექტომიის დროს:
C)მკერდის დიდ და მცირე კუნთებს, იღლიის, ლავიწქვეშა და ბეჭქვეშა შემაერთებელ ქსოვილსა და ლიმფურ კვანძებს
4 choice options
5. 5. გულმკერდის კედლის რომელ შრეშია განლაგებული ნეკნთაშუა სისხლძარღვები და ნერვები?
B)ნეკნთაშუა კუნთებს შორის
4 choice options
6. 6. რომელ არტერიას გამოეყოფა გულმკერდის შიგნითა არტერია?
B)ლავიწქვეშა
4 choice options
7. 7. გულმკერდის კედლის რომელ შრეშია მოთავსებული გულმკერდის შიგნითა არტერიის დასაწყისი?
D)შიგნითა ნეკნთაშუა კუნთებსა და გულმკერიდის შიგნითა ფასციას შორის
4 choice options
8. 8.როგორ მდებარეობაშია ავადმყოფი პლევრის პუნქციის დროს?
C)ავადმყოფი ზის, ხელი პუნქციის მხარეზე აწეული აქვს
4 choice options
9. 9. ნეკნის რომელ კიდეზე ხდება ჩხვლეტა პლევრის პუნქციის დროს?
A) ნეკნის ზედა კიდეზე
4 choice options
10. 10. რომელ ნეკნთაშუა სივრცეში კეთდება უხშირესად პლევრის პუნქცია:
A) VII ან VIII ნეკნთაშუა სივრცეში
4 choice options
11. 11.როგორ უნდა გამოვიღოთ პლევრის ღრუდან სითხე:
C)ნელა და ნაწილ-ნაწილ
4 choice options
12. 12.რამდენი უნდა იყოს გამოღებული სითხის რაოდენობა პლევრის პუნქციის დროს:
A)არ უნდა აღემატებოდეს 1 ლიტრს
4 choice options
13. 13.როგორ კეთდება ნეკნის ტიპური რეზექცია:
D) ნეკნის რეზექცია კეთდება სუბპერიოსტულად
4 choice options
14. 14.სად ავლებენ კანის განაკვეთს ნეკნის რეზექციის დროს:
C)სარეზექციო ნეკნის გასწვრივ
4 choice options
15. 15.როგორ იკვეთება ძვლისაზრდელა ნეკნის რეზექციის დროს?
D) ჰ-მაგვარი
4 choice options
16. 16. გულმკერდის კედლის რომელი ანატომიური შრე უნდა იყოს დაზიანებული, რომ ჭრილობას ერქვას შეღწეული?
D)ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, გულმკერდის შიგნითა ფასცია და პარიესული პლევრა
4 choice options
17. 17.რომელი შრე გამოყოფს გულმკერდის კედელს გულმკერდის ღრუსგან?
B)გულმკერდის შიგნითა ფასცია
4 choice options
18. 18. რამდენი სეროზული ღრუა გულმკერდის ღრუში?
C) სამი
4 choice options
19. 19.რომელ გეომეტრიულ ფიგურას მოგვაგონებს მარჯვენა და მარცხენა პარიესული პლევრის წინა საზღვარი?
D)ქვიშის საათს
4 choice options
20. 20. რომელი ნეკნის დონეზეა პარიესული პლევრის ქვედა საზღვარი ხერხემლის ხაზზე?
B)მე_12 ნეკნდან 1,5სმ-ით ქვევით
4 choice options
21. 21. პლევრის სინუსებიდან რომელია ყველაზე დიდი და ღრმა?
C)ნეკნ_შუასაძგიდის
4 choice options
22. 22.პნევმოთორაქსის რა სახეებს იცნობთ?
A) ღია, დახურული, სარქვლოვანი
4 choice options
23. 23. რომელი სახის პნევმოთორაქსის დროს აღინიშნება მძიმე ცვლილებები?
A)ღია და სარქვლოვანი
4 choice options
24. 24. რა მიმართულებით უნდა გაფართოვდეს გულმკერდის ჭრილობა მისი პირველადი ქირურგიული დამუშავებისას?
D)ნეკნების მიმართულებით
4 choice options
25. 25. რა მიზნით კეთდება ვაგო_სიმპათიკური ბლოკადა გულმკერდის ჭრილობის დროს?
C)პლევრო_პულმონური შოკის თავიდან ასაცილებლად
4 choice options
26. 26. I რიგის ნაკერით რომელი ქსოვილები იკერება ღია პნევმოთორაქსის დროს?
D) პარიესული პლევრა, გულმკერდის შიგნითა ფასცია, ძვლისაზრდელა, ნეკნთაშუა კუნთები
4 choice options
27. 27. როგორი შეიძლება იყოს გულმკერდის ღრუს ორგანოებთან ოპერაციული მიდგომა?
A)ექსტრაპლევრული და ტრანსპლევრული
4 choice options
28. 28. როგორია განაკვეთი წინა-გვერდითი “ტიპური” თორაკოტომიის დროს?
D) IV ან V ნეკნთაშუა სივრცეში პარასტერნული ხაზიდან იღლიის უკანა ხაზამდე
4 choice options
29. 29.როგორია განაკვეთი უკანა-გვერდითი თორაკოტომიის დროს?
C)პარავერტებრულ ხაზზე III-V მალების წვეტიანი მორჩიდან იღლიის წინა ხაზამდე
4 choice options
30. 30.როდის იყენებენ წინა-გვერდით “ტიპურ” თორაკოტომიას?
D)ყველა პასუხი სწორია
4 choice options
31. 31. ლარეის წესით გულის პერანგის ჩხვლეტის დროს სად ხორციელდება ჩხვლეტა
D) მახვილისებრ მორჩსა და მარცხენა VII ნეკნის ხრტილს შორის მდებარე კუთხეში
4 choice options
32. 32.როგორ შეიძლება განხორციელდეს ოპერაციული ჩარევა გულსა და მსხვილ სისხლძარღვებზე:
A)ექსტრაპლევრული და ტრანსპლევრული მიდგომით
4 choice options
33. 33.გულზე ოპერაციული ჩარევის დროს როგორ შეიძლება განხორციელდეს ექსტრაპლევრული მიდგომა:
A)გასწვრივი სტერნოტომიით
4 choice options
34. 34. სად გატარდება განაკვეთი გულზე ტრანსპლევრული მიდგომის დროს:
C)მარცხენა IV ან V ნეკნთაშუა სივრცეში
4 choice options
35. 35. რომელი ნემსით კერავენ გულის ჭრილობას:
D)ატრავმული ნემსით
4 choice options
36. 36.რამდენი უნდა იყოს დაშორება კვანძებს შორის გულის ჭრილობის გაკერვის დროს:
D) 0.5 სმ
4 choice options
37. 37. რომელ საკერავ მასალას იყენებენ გულის ჭრილობის გასაკერად:
B)აბრეშუმს
4 choice options
38. 38. რომელი მხრიდან უფრო მიზანშეწონილია ოპერაციული მიდგომა საყლაპავ მილთან მისი ქვედა ნაწილის რეზექციისათვის და სად გატარდება განაკვეთი:
B) მარცხნიდან VI-VII ნეკნთაშუა სივრცეში
4 choice options
39. 39. რომელი მხრიდან უფრო მოსახერხებელია ოპერაციული მიდგომა საყლაპავ მილთან მისი ზედა და შუა ნაწილების რეზექციისათვის და სად გატარდება განაკვეთი:
D)მარჯვენა მხრიდან V-VI ნეკნთაშუა სივრცეში გავლებული განაკვეთით
4 choice options
40. 40.როგორი თანმიმდევრობით დაამუშავებენ ფილტვის ფესვის ელემენტებს პულმონექტომიის დროს:
A) ჯერ ფილტვის არტერიას, შემდეგ_ვენებს, ბოლოს_ბრონქს
4 choice options
41. 41.რომელ კუნთს იყენებენ გულმკერდის კედლის დეფექტის დახურვისას მის ზედა ნაწილში?
C)მკერდის დიდი და ზურგის უგანიერეს კუნთებს
4 choice options
42. 42. რამდენი წილია მარჯვენა ფილტვში?
B) სამი
4 choice options
43. 43. რამდენი წილია მარცხენა ფილტვში?
A) ორი
4 choice options
44. 44.რომელი ელემენტია მარჯვენა ფილტვის ფესვში ყველაზე ზემოთ?
C)მთავარი ბრონქი
4 choice options
45. 46.რომელი ელემენტია მარცხენა ფილტვის ფესვში ყველაზე ზემოთ?
C)ფილტვის არტერია
4 choice options
46. 47.რომელ ელემენტს უკავია წინა-ქვედა მდებარეობა მარცხენა და მარჯვენა ფილტვის ფესვში?
D)ფილტვის ვენები
4 choice options
47. 48.რამდენი ბრონქ-ფილტვის სეგმენტია მარჯვენა და მარცხენა ფილტვში?
C)ათი
4 choice options
48. 49.რომელი ორგანოა წინა და უკანა შუასაყრის საზღვარზე?
C) სასულე და მთავარი ბრონქები
4 choice options
49. 50.რამდენი ტოტი გამოეყოფა აორტის რკალს?
D) სამი
4 choice options
50. 51. რომელი ანატომიური წარმონაქმნებია ზემო ღრუ ვენის მარჯვენა მხარეს.
C) მარჯვენა დიაფრაგმის ნერვი, შუასაყრის პლევრა და ფილტვი
4 choice options
51. 52.სად პროეცირდება ასწვრივი აორტის დასაწყისი ნაწილი?
B) მკერდის ძვლის მარჯვენა ნახევარში III ნეკნთაშუა სივრცეში
4 choice options
52. 53. რომელი ნერვებია აორტის რკალის წინა მარცხენა ზედაპირზე განლაგებული?
B)მარცხენა ცთომილი და დიაფრაგმის ნერვები
4 choice options
53. 54.რა დონეზე გამოეყოფა ცთომილ ნერვს ხორხის მარცხენა შებრუნებული ნერვი?
C)აორტის რკალის ქვედა კიდეზე
4 choice options
54. 55. რა დონეზე გამოეყოფა ცთომილ ნერვს ხორხის მარჯვენა შებრუნებული ნერვი?
B)მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიის ქვედა კიდესთან
4 choice options
55. 56.დიაფრაგმის ნერვები ფილტვის ფესვის რომელ ზედაპირს გადაკვეთენ?
A) წინა
4 choice options
56. 57. გულის პერანგის ჩხვლეტის რომელი წესია ყველაზე უსაფრთხო?
A)ლარეის წესი
4 choice options
57. 58. გულის ჭრილობის გაკერვის დროს საჭიროა თუ არა ჭრილობის კიდეების ამოკვეთა?
A)არ არის საჭირო
4 choice options
58. 59. შეიძლება თუ არა გულის ჭრილობის გაკერვისას გამწოვი საკერავი მასალის გამოყენება?
B)არ შეიძლება
4 choice options
59. 60.რომელი მალების დონეზეა სასულის ბიფურკაცია?
B)თIV
4 choice options
60. 61.რამდენი პერიკარდიული სინუსია?
C)სამი
4 choice options
61. 61.რამდენი პერიკარდიული სინუსია?
C)სამი
4 choice options
62. 62. რომელი სისხლძარღვი გადაუვლის მარჯვენა ფილტვს ფესვის წინ?
C)ზემო ღრუ ვენა
4 choice options
63. 63.რა თანმიმდევრობითაა განლაგებული მარცხენა ფილტვის ფესვის ელემენტები?
B)ფილტვის არტერია, მთავარი ბრონქი, ფილტვის ვენები
4 choice options
64. 64.რა თანმიმდევრობითაა განლაგებული მარჯვენა ფილტვის ფესვის ელემენტები?
A) მთავარი ბრონქი, ფილტვის არტერია, ფილტვის ვენები
4 choice options
65. 65.რომელ ანატომიურ წარმონაქმნს, გარდა ხერხემლისა, ეხება საყლაპავი მილი უკანა შუასაყარში?
D)დასწვრივი აორტის გულმკერდის ნაწილს, მარჯვენა ნეკნთაშუა არტერიებს, ნახევრადკენტი ვენის საბოლოო ნაწილს, გულმკერდის სადინარს
4 choice options
66. 66. საყლაპავის რომელ ზედაპირზეა მარცხენა ცთომილი ნერვის ტოტები გულმკერდის ღრუში?
A) წინა
4 choice options
67. 67. რომელ ანატომიურ წარმონაქმნებს შორისაა გულმკერდის სადინარი უკანა შუასაყრის ქვედა ნაწილში?
B) გუმკერდის აორტასა და კენტ ვენას შორის
4 choice options
68. 68.მიუთითეთ სარძევე ჯირკვლის ზედა საზღვარი:
B) III ნეკნი
4 choice options
69. 69. მიუთითეთ სარძევე ჯირკვლის ქვედა საზღვარი:
D) VII ნეკნი
4 choice options
70. 70. მიუთითეთ სარძევე ჯირკვლის მედიალური საზღვარი:
B) მკერდის ხაზი
4 choice options
71. 71.მიუთითეთ სარძევე ჯირკვლის ლატერალური საზღვარი:
B)იღლიის წინა ხაზი
4 choice options
72. 72.რომელი ანატომიური წარმონაქმნი უზრუნველყოფს სარძევე ჯირკვლის მოძრაობას:
D)რეტრომამარული შემაერთებელქსოვილოვანი სივრცე
4 choice options
73. 73. მიუთითეთ სარძევე ჯირკვლის მკვებავი სისხლძარღვები:
B) გულმკერდის ლატერალური, გულმკერდის შიგნითა და ნეკნთაშუა არტერიები
4 choice options
74. 74. რომელ ხაზზე კეთდება უფრო ხშირად პლევრის პუნქცია:
D)იღლიის უკანა და ბეჭის ხაზებს შორის
4 choice options
75. 75. რამდენი ფიზიოლოგიური შევიწროვება აქვს საყლაპავ მილს:
C) სამი
4 choice options
76. 76. რომელი მალის დონეზე გადაუვლის საყლაპავი მილი გულმკერდის აორტას:
D)VIII_X მალა
4 choice options
77. 77. რამდენი ზედაპირი აქვს გულს:
D) ხუთი
4 choice options
78. 78. გულის მკერდ-სანეკნე ზედაპირი უმთავრესად რომელ ნაწილს უკავია:
B) მარჯვენა წინაგულს
4 choice options
79. 79.გულის ფუძეს ქმნის:
C)წინაგულები
4 choice options
80. 80. გულის შუასაძგიდისმხრივი ზედაპირი უმთავრესად რომელ ნაწილს უკავია:
A)მარცხენა პარკუჭს
4 choice options
81. 81.რომელი სისხლძარღვები კვებავენ გულს:
C)გვირგვინოვანი არტერიები
4 choice options
82. 82.რომელი სისხლძარღვი გაივლის მარჯვენა ფილტვის ფესვის ზემოთ?
C)კენტი ვენა
4 choice options
83. 83. რომელი სისხლძარღვი გაივლის მარცხენა ფილტვის ფესვის წინ?
A)ასწვრივი აორტა
4 choice options
84. 84. რომელი სისხლძარღვი გაივლის მარცხენა ფილტვის ფესვის ზემოთ?
D)აორტის რკალი
4 choice options
85. 85. რომელი სისხლძარღვი გაივლის მარცხენა ფილტვის ფესვის უკან?
A) დასწვრივი აორტა
4 choice options
86. 86. პლევრის ღრუდან ჰაერის ასპირაციის მიზნით სად კეთდება პლევრის პუნქცია?
C)მედიოკლავიკულურ ხაზზე II ან III ნეკნთაშუა სივრცეში
4 choice options
87. 87. რამდენი წილთაშუა ნაპრალია მარჯვენა ფილტვზე?
B) 2
4 choice options
88. 88. რამდენი წილთაშუა ნაპრალია მარცხენა ფილტვზე?
D)1
4 choice options
89. 89. ირიბი წილთაშუა ნაპრალის პროექცია შეესაბამება ხაზს, რომელიც გავლებულია:
A)გულმკერდის III მალის წვეტიანი მორჩიდან VI ნეკნის ძვლოვანი და ხრტილოვანი ნაწილების საზღვრამდე
4 choice options
90. 90. რომელი ნეკნის გასწვრივაა გავლებული ჰორიზონტალური ნაპრალის საპროექციო ხაზი?
C) IV ნეკნის
4 choice options
91. 91. ლიმბერგის სქემის მიხედვით რამდენი ზონაა გამოყოფილი თითოეულ ფილტვში?
D) 4
4 choice options
92. 92. რას მოგვაგონებს ბრონქ-ფილტვის სეგმენტის ფორმა?
B)პირამიდას
4 choice options
93. 93.საითკენ არის მიმართული ბრონქ-ფილტვის სეგმენტის მწვერვალი?
A)ფილტვის კარისკენ
4 choice options
94. 94. საიდან შედის ბრონქ-ფილტვის სეგმენტში ბრონქი, არტერია და ნერვები?
C) მწვერვალიდან
4 choice options
95. 95. როგორ ყოფენ ფილტვის სეგმენტს?
D)სუბსეგმენტებად
4 choice options
96. 96.ფილტვები სისხლით მარაგდება:
A)ბრონქული ტოტებითა და ფილტვების არტერიებით
4 choice options
97. 97. ფილტვების ინერვაცია ხორციელდება:
C) ცთომილი ნერვისა და სიმპათიკური წველის ტოტებით
4 choice options
98. 98. ფილტვის რომელ წნულებს ქმნის ცთომილი და სიმპათიკური ნერვის ტოტები?
D)წინა და უკანა
4 choice options
99. 99. ფილტვის კარში სად მდებარეობს წინა ნერვული წნული?
A)ფილტვის ფესვის წინ
4 choice options
100. 100. ფილტვის კარში სად მდებარეობს უკანა ნერვული წნული?
D) ფილტვის ფესვის უკან
4 choice options