
Created on 6th April 2025
1 plays
26 Questions
No Description
Questions (26)
1. რომელ მედიკამენტს იყენებენ სტენოკარდიული შეტევის კუპირების მიზნით?
ნიტროგლიცერინი
3 choice options
2. ატენოლოლი და ბისოპროლოლი (b-ადრენობლოკატორები) აუმჯობესებენ კარდიომიოციტებში ენერგეტიკულ პროცესებს, რადგან ამცირებენ გულის შეკუმშვის სიხშირეს და ზრდიან
დიასტოლის ხანგრძლივობას
3 choice options
3. ანტიოქსიდანტური თვისებებით ხასიათდება:
ვიტE ვიტC
2 choice options
4. კორონარულ სისხლისმიმოქცევას აუმჯობესებენ შემდეგი პრეპარატები:
ნიფედიპინი ვერაპამილი
2 choice options
5. ნიტროგლიცერინის თერაპიული ეფექტი სუბლინგვალურად გამოყენებისას გრძელდება:
30 წთ მდე
3 choice options
6. რომელ მედიკამენტებთან კომბინირებისას შეუძლიათ აგფ ის ინჰიბიტორებს (ენალაპრილი, კაპტოპრილი, ცილაზაპრილი) ხელი შეუწყონ სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალიემიის განვითარებას?
ტრიამტერენი ვეროშპირონი
3 choice options
7. როგორი სქემით ინიშნება პერინდოპრილი (პრეპარატი პრესტარიუმი) არტერიული ჰიპერტენზიის დროს?
5-10 მგ 1 ჯერ დღეში
2 choice options
8. ეს პრეპარატი ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის AT1 რეცეპტორებს და შესაბამისად ამცირებს სისტემურ არტერიულ წნევას, ალდოსტერონის კონცენტრაციას პლაზმაში, პოსტდატვირთვას და აუმჯობესებს ჰემოდინამიკას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში. მისი დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია: არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა. რომელ მედიკამენტზეა საუბარი?
ლოზარტანი
4 choice options
9. ანგიოტენზინ– -ის რეცეპტორების ბლოკატორი - ლოზარტანი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების გათვალისწინებით ინიშნება
1) დღეში 1 ჯერ
3 choice options
10. სარკოიდოზი წარმოადგენს ნაკლებად შესწავლილ მულტიფაქტორულ, სისტემურ დაავადებას, რომლის დროსაც ადგილი აქვს არაკაზეოზური გრანულომების ფორმირებას და სხვადასხვა ორგანოებისა (ლიმფური კვანძების, ფილტვების, ღვიძლის, ელენთის, იშვიათად კანისა და ძვლების) და სისტემების დაზიანებას. პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს აღენიშნებათ შუა საყარში ლიმფური კვანძების გადიდება და ფილტვებში ინფილტრატების წარმოქმნა. ამ დაავადების სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად გლუკოკორტიკოსტეროიდებს, მაგრამ ბოლო დროს დამაკმაყოფილებელი თერაპიული ეფექტი დაფიქსირდა ოლმესარტანის დანიშვნისას. რატომ არის ეფექტური ეს პრეპარატი სარკოიდოზის დროს?
იწვევს ლეიკოპენიას და თრგუნავს იმუნიტეტს
2 choice options
11. პაციენტს აქვს ერითრემია და არტერიული ჰიპერტენზია. რომელი ჰიპოტენზიური საშუალებების გამოყენება არ არის რაციონალური ამ დროს?
შარდმდენების
3 choice options
12. ოტორინოლარინგოლოგმა პაციენტს, რომელსაც აწუხებს თავბრუსხვევა დაუსვა ერთადერთი შეკითხვა – თუ რამდენ ხანს გრძელდება ეს თავბრუსხვევა? პაციენტმა უპასუხა, რომ თავბრუსხვევა გრძელდება დღეების განმავლობაში. წესით, აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო პაციენტის სრული, ნევროლოგიური გამოკვლევა: ქალა-ტვინის ნერვების, ნათხემის, სმენის ორგანოს ფუნქციური მდგომარეობის შეფასებით და ნისტაგმის კატეგორიის დადგენით. თქვენის აზრით, რა შეიძლება იყოს აღნიშნული მდგომარეობის სავარაუდო მიზეზი (თავბრუსხვევის ხანგრძლივობის გათვალისწინებით)?
ვესტიბულური ნევრიტი, ლაბირინთის ინფარქტი.
4 choice options
13. პრეპარატი ვერაპამილი (Verapamili hydrochloridum– Finoptin, Licoptin აბები 40, 80 (მგ); ამპ. 80 მგ 5 მლ) იწვევს შემდეგ გვერდით ეფექტებს:
გულის უკმარისობას ატრიოვენტრიკულურ ბლოკადას ყაბზობას
2 choice options
14. ხასიათდება თუ არა ნიფედიპინი ანტიარითმიული მოქმედებით?
არა (ნიფედიპინი იწვევს მხოლოდ ვაზოდილატაციას)
2 choice options
15. როგორია Ca2+ არხების ბლოკატორის ლაციდიპინის (Lacipil დოზირების სქემა?
2-4 მგ დღეში 1 ჯერ
2 choice options
16. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან, ნიფედიპინისთვის და ამლოდიპინისთვის დამახასიათებელია:
ტერფების შეშუპება
3 choice options
17. მანიტოლის დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია:
თავის ტვინის შეშუპება ფორსირებული დიურეზი
2 choice options
18. ინდაპამიდი (პრეპარატი Arifon) იწვევს ვაზოდილატაციას და ხელს უშლის ჰენლეს მარყუჟის კორტიკალურ ნაწილში Na+ და Cl- იონების რეაბსორბციას. თერაპიული დოზით გამოყენებისას დიურეზზე მოქმედებს უმნიშვნელოდ. პრეპარატი ინიშნება დღეში 1 ჯერ (დილით). რომელი პათოლოგიების დროს იყენებენ ამ პრეპარატს?
ესენციური არტერიული ჰიპერტენზია
3 choice options
19. რატომ არის დასაშვები თირკმელ–კენჭოვანი დაავადების დროს თიაზიდების გამოყენება?
ამცირებენ კალციუმის იონების კონცენტრაციას შარდში (რეაბსორბციის გაძლიერების ხარჯზე) და კონკრემენტი ზომაში არ მოიმატებს
2 choice options
20. აღნიშნეთ ფარმაკოლოგიურად ყველაზე აქტიური მარყუჟოვანი დიურეტიკი:
ბუმეტანიდი
3 choice options
21. აღნიშნეთ ხანგრძლივად მოქმედი მარყუჟოვანი დიურეტიკი:
ტორასემიდი
3 choice options
22. რამდენ საათს გრძელდება ფუროსემიდის ფარმაკოლოგიური ეფექტი?
2-3
2 choice options
23. რომელი მარყუჟოვანი დიურეტიკი გამოირჩევა მაღალი ოტოტოქსიკურობით?
ეთაკრინის მჟავა
3 choice options
24. ოტოტოქსიკური ეფექტის გაძლიერების გამო დაუშვებელია ფუროსემიდის კომბინირება შემდეგ ანტიბიოტიკებთან:
ამინოგლიკოზიდებთან (ამიკაცინი, გენტამიცინი, კანამიცინი)
3 choice options
25. რატომ არ შეიძლება დიაკარბის გამოყენება პორტოსისტემური ენცეფალოპათიის დროს?
დიაკარბი ატუტიანებს შარდს და ამონიუმის იონების ექსკრეცია შემცირდება, ანუ გაძლიერდება ნეიროტოქსიკური ზემოქმედება
3 choice options
26. ჩამოთვლილი დიურეზული საშუალებებიდან რომელი მედიკამენტია ყველაზე ეფექტური ფილტვების შეშუპების დროს?
ფუროსემიდი
3 choice options